ჯანმრთელობა
რატომ უნდა დალიოთ თბილი, თაფლიანი წყალი გაღვიძებისთანავე
ყველასთვის ცნობილია, რომ ფუტკრის თაფლი ადამიანისთვის სასარგებლოა. თაფლის უამრავი, საინტერესო რეცეპტი არსებობს. დღეს ამ სასარგებლო პროდუქტის შესახებ კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გიამბობთ. ცნობილი ინდოელი იოგანი სადჰგურუ გასწავლით, თუ როგორ მიიღოთ თაფლი სწორად.
ფუტკრის თაფლი
„კარნატაკაში (ინდოეთის შტატი) არის ტომი, რომლის წარმომადგენლებსაც თაფლის მწყემსებს უწოდებენ. ისინი უჩვეულო დიეტას იცავენ. ყოველ დილით ბამბუკის ჭიქიდან ¾ ლიტრ თაფლს სვამენ. საუზმეზე სხვა არაფერს იღებენ. ამის შემდეგ ტყეში მიდიან. დღეში დაახლოებით 30-40 კმ–ს გადიან“ – ამბობს იოგინი.
„ისინი მუდმივად გადაადგილდებიან. ხეებზე ცოცავენ, თაფლს აგროვებენ. ხელზე ჩამოწვეთილ თაფლს ლოკავენ. მათთვის თაფლის დღიური დოზა 1–1,5 ლიტრზე მეტია. საღამოს ფაფას ჭამენ, რომელსაც ეწოდება ჯავა. ამ კერძის საფუძველი თაფლია.
თაფლი ფსიქოლოგიურ სტაბილურობას და ფიზიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. თაფლი ერთადერთი პროდუქტია, რომლის ქიმიური შემადგენლობაც ადამიანის სისხლთან ახლოსაა. თაფლის ყოველდღიური მიღებით სისხლის განახლებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობთ. ფუტკრის თაფლი სასარგებლოა როგორც ტვინისთვის, ასევე გულისთვის“ – გვიზიარებს სადჰგურუ.
თაფლს ტონუსის და ენერგიის ზრდა შეუძლია. ის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განვითარებას და ინტელექტის ზრდას ხელს უწყობს.
როგორ მივიღოთ თაფლი
„თაფლი თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, გამოცხობა) მავნე ნივთიერებად გარდაიქმნება. ის შეგიძლიათ მხოლოდ თბილ წყალში გახსნათ და არა მდუღარეში. თბილ წყალში გაზავებისას თავისუფლდება ფერმენტები, რომლებიც გახდომას ხელს უწყობენ. ცივ წყალში გახსნილმა თაფლმა კი შეიძლება სხეულის წონის მატება გამოიწვიოს“.
თაფლის გავლენა ორგანიზმზე ივლება იმის მიხედვით, თუ რა სახით იღებთ. თბილი, თაფლიანი წყალი განწყობას მნიშვნელოვნად ამაღლებს, სისხლს ჟანგბადით ამდიდრებს და გამაახალგაზრდავებელ სისტემას ააქტიურებს. თაფლის სისტემა სისხლძარღვების სისტემის მუშაობას აბალანსებს“ – ამბობს იოგინი.
„თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა იოგით დაკავებული ადამიანებისთვის, რადგან სისხლის გაწმენდით ადამიანის ენერგიაც იწმინდება. თბილ, თაფლიან წყალს კურკუმა და ნიმის ფხვნილი დაუმატეთ. ასე კუნთების მოქნილობას გაზრდით და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნით“.
სადჰგურუ თავის მოწაფეებს და უბრალო მსმენელებს ურჩევს: „არასდროს ენდოთ სიტყვაზე. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და საკუთარ მაგალითზე შედეგს თვალი ადევნეთ“. გულწრფელად რომ ვთქვა, თაფლი არასდროს მიყვარდა და იშვითად ვჭამდი. თუმცა ინდოელი იოგანის ნათქვამმა დამაინტერესა. შესაძლოა დილით დალეულმა 1 ჭიქა თაფლიანმა წყალმა მთელი დღის ენერგია მომცეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?