Connect with us

საკითხავი

რატომ იქნება მომავალი შობა განსაკუთრებული

გჯერათ თუ არა, კორონავირუსზე ჯერ კიდევ 2019 წელს იწინასწარმეტყველეს. ერთმა ასტროლოგმა და მწერალმა დიდი ბრიტანეთიდან პანდემია მის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა.

ჯესიკა ადამსი ირწმუნებოდა, რომ 2020 წლის 10 იანვარს „რაღაც ძალიან სახიფათო მოვლენა“ მოხდებოდა. სწორედ მაშინ გარდაიცვალა პირველი ადამიანი, ვინც ოფიციალურად გლობალური პანდემიის მსხვერპლად დაარეგისტრირეს.

წინასწარმეტყველება კორონავირუსზე

„ვიცოდი, თუ რა მოხდებოდა შემდეგ“ – ირწმუნება ასტროლოგი. „გადარჩენის მიზნით ჩემს ქვეცნობიერს უფლება მივეცი ჩემი შემდგომი მოქმედებები და ქცევები ეკონტროლებინა“ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში მწერალმა ბრიტანეთში სახლი დატოვა და სასწრაფოდ გადავიდა ტასმანიაში. შეგახსენებთ, რომ მაშინ პანდემიის დაწყებაზე პრაქტიკულად არავინ ეჭვობდა.

მას შემდეგ, რაც მისი წინასწარმეტყველება ახდა, ქალი მიხვდა, რომ მთელი მსოფლიო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უნდა გააფრთხილოს. „სამყარო თავდაყირა დადგება“. ასტროლოგმა მთელი მსოფლიოს ჟურნალ–გაზეთების პირველი გვერდები მოიარა.

საინტერესოა, რომ ჯესიკამ 2017 წელს ბრეკზიტი და პრინც ჰარისა და უილიამს შორის უთანხმოებაც იწინასწარმეტყველა. მან ასევე იწინასწარმეტყველა, თუ რომელ რიცხვში დაინფიცირდებოდა დონალ ტრამპი კორონავირუსით.

ამ დროისთვის ყველაზე საინტერესოა მისი პროგნოზი 2020 წლის შობისთვის. მისი თქმით, ამ წელს შობა „განუმეორებელი“ და „ფანტასტიკური“ იქნება. სამყაროში სიტუაცია შობამდე 3 დღით ადრე შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ ჯესიკა ადამსი ბრიტანელია და შობის თარიღად კათოლიკური კანონის თანახმად, კერძოდ 25 დეკემბერს თვლის. მაშინ როცა, მართლმადიდებლები შობას 7 იანვარს აღნიშნავენ.

„ჩვენ ვნახავთ იმას, რაც კაცობრიობას მთელი ისტორიის განმავლობაში არ უნახავს. დედამიწა საბოლოოდ გაერთიანდება და გლობალურ უსაფრთხოებამდე მივა. ხალხი გაერთიანდება, ასეთი რამ ადრე არ მომხდარა“ – ამბობს ასტროლოგი.

ჯესიკა ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე კაცობრიობა შუა ციკლში მდებარეობს, როგორც მე–2 მსოფლიო ომის დროს იყოს. იმ განსხვავებით, რომ თავად ომი არაა, რაც კარგია. მისი თქმით, ციკლი 2026 წელს დასრულდება.

„ყველაფერი შეიცვლება. ეს სისტემის გადატვირთვა არაა. ეს აბსოლუტური, ტოტალური რევოლუციაა მისი ფართო გაგებით. სამყარო სამუდამოდ შეიცვლება“. მწერლის სიტყვები ძალიან თავდაჯერებულად ჟღერს, ალბათ, 2026 წლის შემდეგ დიდი ცვლილებები გველოდება.

სამწუხაროდ, ჯესიკა აცხადებს, რომ COVID-19 ვერასდროს მოვიცილებთ. ვაქცინის გამოგონებას ვერავინ შეძლებს. თუმცა ჩვენ მასთან ერთად ცხოვრებას ვისწავლით და ყოველი ახალი თაობისთვის ვირუსი სულ უფრო და უფრო ნაკლებად საშიში გახდება.

აი, ასეთი ქალი ცხოვრობს საზღვარგარეთ. უდაოდ, მისი წარსული პროგნოზები შთამბეჭდავია და გონებას აღვივებს. მაგრამ მისი ყველა წინასწარმეტყველება 100%–ით ახდება? ეს არავინ იცის. როგორც არ უნდა იყოს, ამ ინფორმაციას გიზიარებთ, რომ რაღაც ახალი და იდუმალი თავად ისწავლოთ. ყოველდღე ხომ არ ვიგებთ ადამიანებზე წარმოუდგენელი შესაძლებლობებით.