Connect with us

ტესტები

მკითხაობა მაიას წმინდა სიმბოლოებით, რომელიც ყოველთვის ხდება

მაიას ცივილიზაცია 4 ათასი წლის წინ არსებობდა. იმ დროს, როცა ევროპელი კონკისტადორები ამერიკაში ჩავიდნენ და ტერიტორიის აქტიურად დაპყრობა დაიწყეს, მაია უკვე თანდათან ქრებოდა. ამ ცივილიზაციის წარმომადგენლები მისტიკურ ცოდნას ფლობდნენ და მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლოთ. იმ წლების ბევრი ჩანაწერი დაკარგულია, ხოლო დარჩენილის გაშიფვრა ძალიან რთული იყო.

მაიას ცივილიზაცია

მაიას სიმბოლოები ღრმა აზრს ფლობენ. ერთი ნიშანი ბევრ წინასწარმეტყველებას შეიძლება აერთიანებდეს. ქვემოთ მოცემულ 6 სიმბოლოს კარგად დააკვირდით. მათ გაშიფვრას ვერ შეძლებთ, ამიტომ შინაგან შეგრძნებას მოუსმინეთ. გული საჭირო სიმბოლოს მიგანიშნებთ.

თითოეული ნიშანი ნელ–ნელა დაათვალიერეთ და დაელოდეთ, როცა გულში რაღაცას იგრძნობთ. ამ მომენტში თვალები დახუჭეთ და თქვენს წარმოსახვაში ნიშნის აღდგენა სცადეთ. ინტუიციას მოუსმინეთ.

მაიას სიმბოლოების გაშიფვრა

1. ადამიანი, რომელმაც პირველი სიმბოლო აირჩია, ნამდვილად ძლიერ ემპათიურ შესაძლებლობებს ფლობს. ძალიან იშვიათი ტიპია, თუმცა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს. ემპათია არა მხოლოდ უპირატესობაა, არამედ ბევრ პრობლემას იზიდავს. ემპათებმა საკუთარი გრძნობების და შეგრძნებების გაზიარება უნდა ისწავლონ.

2. ჩვეულებრივ, მეორე სიმბოლოს მელანქოლიისა და თვითანალიზისკენ მიდრეკილი ადამიანები ირჩევენ. ღრმა ხალხია, რომელიც სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. მას შეუძლია დაინახოს ის, რასაც სხვა ვერ ხედავს. მთავარია, ამ ხედვამ ცხოვრებაში ხელი არ შეგიშალოთ.

3. წლების მატებასთან ერთად ემოციური სიმწიფე მოდის. მათ, რომლებმაც ეს სიმბოლო აირჩიეს, ამის შესახებ ყურმოკვრით არ იციან. ნამდვილად მოწიფული ადამიანები არიან და ემოციების გაკონტროლება შეუძლიათ. აუცილებელია, რომ არ გადააჭარბოთ და ყველაზე ახლობელი ადამიანების წინაშე გულის გადაშლა არ დაგავიწყდეთ.

4. ალბათ, ამ სიმბოლოს ყველაზე ნაკლები ადამიანი აირჩევს. ეს გასაკვირი არაა, რადგან მხოლოდ მათ იზიდავს, რომლებიც უდიდეს ინტელექტუალურ პოტენციალს ფლობენ. ამ ადამიანების გონების დარბაზები უნიკალურია. და მაინც, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე ნიჭიერსაც განვითარება სჭირდება.

5. ბალანსის პოვნა ყოველთვის რთულია. მათ, ვისი სულიც ამ სიმბოლომ გაათბო, ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლიათ. შესაძლოა, მათ სხვებზე უკეთ შეუძლიათ ადამიანებთან საერთო ენის პოვნა და ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება. სხვებისთვის და მათ საკეთილდღეოდ ცხოვრობენ. საკუთარი თავის დავიწყება არ ღირს.

6. ამ სიმბოლოს ამომრჩეველი ნამდვილი ლიდერია – დიდი იშვიათობა. მხოლოდ ასეთ ხალხს შეუძლია კაცობრიობის განვითარება. სამყარო წინააღმდეგობებისგან შედგება, ხოლო ასეთ ადამიანებს შეუძლიათ კომპრომისის პოვნა ისე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს და საერთო საქმე წინ წავიდეს.

რედაქციისგან

თუ კულტურა და ძველი ხალხის ყოფა გაინტერესებთ, მაიას შესახებ აუცილებლად წაიკითხეთ. მათი ცივილიზაცია რამდენიმე უზარმაზარ სახელმწიფოს მოიცავდა, რომლებიც ერთმანეთთან ვაჭრობდნენ, ზოგჯერ ომობდნენ. მათი დამწერლობა მაღალ დონეზე იყო. სწორედ ამიტომ შემორჩა იმ დროის ბევრი ჩანაწერი, რომელთა გაშიფვრა თანდათან ხდება.