Connect with us

ჯანმრთელობა

რას აკეთებს დედამთილი, რომ ნაკლებად იჩხუბოს და ილანძღოს

სიტყვა მედიტაცია გვახსენებს ინდოეთის ტაძრებს, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილ იოგებს ლოტოსის პოზაში. როგორც აღმოჩნდა, მედიტაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნახეთ, რატომ არის სასარგებლო მედიტაცია.

მედიტაციის სარგებელი

მედიტაცია საკმაოდ ადვილია. ამ დროს ადამიანი შინაგან სამყაროს და სიჩუმეს უკავშირდება. ასეთი პრაქტიკა დაგეხმარებათ გადართვაში, გარე მოვლენებისა და მომაბეზრებელი ფიქრებისგან დასვენებაში.

მედიტაცია ამცირებს სტრესს, შფოთვას და დეპრესიას. ჰოპკინსის უნივერსიტეტში მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. დაახლოებით 3 ათასი ადამიანი ნახევარი წელი მედიტაციით იყო დაკავებული. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მედიტაცია მათ ფსიქიკაზე დადებით გავლენას ახდენდა.

როგორც ჟურნალი Neuroscience Journal წერს, მედიტაცია ფიზიკურ ტკივილს ამცირებს. 4 დღის განმავლობაში 50 მოხალისე გააზრებული მედიტაციით იყო დაკავებული, ამდენივე კი პლაცებოს იღებდა. კვლევამ აჩვენა, რომ მედიტაცია ტკივილს უფრო უკეთ გაუმკლავდა.

მედიტაციას ალცჰაიმერის დაავადების შეფერხება შეუძლია. ის მეხსიერებას აუმჯობესებს და დემენციის რისკს ამცირებს. კარგი იქნება, თუ მედიტაციას იოგასთან კომბინაციაში გამოიყენებთ. ერთობლივი მოქმედებით ორგანიზმს და იმუნიტეტს აძლიერებენ.

როგორ შევასრულოთ მედიტაცია?

მედიტაციის შესრულება ნებისმიერ ადამიანს ასაკის, რელიგიის და ცხოვრების ტემპის მიუხედავად შეუძლია. ამისთვის დღეში 5 წუთიც საკმარისია.

თუმცა მედიტაცია ყოველდღიური ჩვევა უნდა გახდეს, რომ სარგებელი და სიამოვნება მიიღოთ. თავიდან გარე გამაღიზიანებლებიდან გადართვა გაგიჭირდებათ, მაგრამ თანდათან ყველაფერს შეძლებთ.

თქვენ შეგიძლიათ მასწავლებელი აიყვანოთ და მედიტირება ინდივიდუალურად მასთან ისწავლოთ ან სპეციალური აპლიკაცია გადმოწეროთ და ყველა დეტალი დამოუკიდებლად შეისწავლოთ. მედიტაცია შინაგანი დიალოგის გამორთვაა. სრულ სიწყნარეში დახუჭული თვალებით ცოტა ხნით გაჩერდით, პრობლემებზე ფიქრი შეწყვიტეთ, მხოლოდ სუნთქვაზე გაამახვილეთ ყურადღება.

ბოლო დროს ცხოვრება ინფორმაციით სავსეა და მათ გადამუშავებას ვერ ვასწრებთ. იოგა ან მედიტაცია ჩვენს დროში განსაკუთრებით აუცილებელია. ჯერ კიდევ ათასი წლის წინ აღმოსავლეთში დაბადებულ პრაქტიკებს ახლა მთელი მსოფლიო იყენებს. გირჩევთ, თავად სცადოთ. შესაძლოა, ეს პრაქტიკა ერთ–ერთი გასაღები გახდეს, რომელიც შინაგან სამყაროს სხვა მხრიდან დაგანახებთ.