სხვა
რა უნდა ვიცოდეთ სიზმრების შესახებ
დღემდე არ არის შესწავლილი, თუ რატომ ვხედავთ სიზმრებს და ნიშნავენ თუ არა ისინი რამეს. შეიძლება ეს უბრალოდ ჩვენი განვლილი დღის ანაბეჭდია ან იქნებ გზავნილია, რომლიც მომავალს განსაზღვრავს… ეს არავინ იცის, მაგრამ არსებობს საინტერესო ვარაუდები. მაგალითად, ექსპერტები თვლიან, რომ კვირის დღეების მიხედვით, სიზმრებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ამ სტატიაში სწორედ მათ მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.
სიზმრების მნიშვნელობა დღეების მიხედვით:
1. კვირა-ორშაბათის ღამის სიზმარი
ამ ღამის სიზმრებს მთვარის გავლენა აქვთ. ყველაფერი რაც გესიზმრათ, ემოციურ ხასიათს ატარებს. ისინი გეხმარებიან იმის გარკვევაში თუ რამდენად ხართ დატვრთული, დაძაბული ან განაწყენებული. თუ სიზმარი გაუგებარი და უცნაურია, ესეიგი ფსიქიკაზე ძლიერი დატვირთვა ხდება.
როგორც წესი, ეს სიზმრები არ აგიხდებათ. ისინი ასახავენ იმას რაც გადარდებთ. აჯობებს მათ მნიშვნელოვანი ყურადღება არ მიაქციოთ. ხალხური ცრურწმენების მიხედვით, თუ ამ დღეს ნაცნობი ადამიანი გესიზმრათ, ე.ი. ის თქვენთან შეხვედრას ელოდება.
2. ორშაბათიდან სამშაბათისკენ გარდამავალი ღამის სიზმარი
ორშაბათის პლანეტაა მარსი. ეს ღამე ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს განსაზღვრავს. როგორც წესი საკმაოდ ნათელი სიზმრებია. აჯობებს მათ ყურადღება მიაქციოთ და მიიღოთ ის გზავნილი რომელსაც ის გიგზავნით. თუ ამ ღამეს სასიამოვნო სიზმარს ნახავთ, ესეიგი ცხოვრებაში ახალი იდეების განხორციელება უნდა დაიწყოთ და აქტიურად შეუდგეთ მუშაობას.
თუ სიზმარი არასასიამოვნო შეგრძნებას დაგიტოვებთ, აჯობებს მნიშვნელოვანი საქმეები შემდეგი დღისთვის გადადოთ. ამ ღამეს გამარჯვების ნახვა წინასწარმეტყველურია. ნიშნავს, რომ თქვენ წინ პირადი გამარჯვება გელოდებათ – უახლოესი 10 დღის განმავლობაში. ვინც ამ ღამეს გესიზმრებათ, თქვენს მიმართ ძლიერი პატივისცემით არის გამსჭვალული.
3. სიზმარი სამშაბათიდან ოთხშაბათისკენ
ოთხშაბათის პლანეტა – მერკურია. სამშაბათიდან ოთხშაბათისკენ გარდამავალი ღამის სიზმარი, როგორც წესი ძალიან აქტიურია. ერთ ღამეში შეიძლება რამდენიმე სიუჟეტიც ნახოთ. ისინი შეიძლება უშინაარსო იყოს და საერთოდ არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. ეს სიზმრები არასდროს ახდება.
ადამიანი რომელსაც ამ ღამეს ნახავთ, დიდი ალბათობით თქვენზე ფიქრობს.
4. ღამე – ოთხშაბათიდან ხუთშაბათისკენ
ხუთხშაბათს იუპიტერი მფარველობს. ეს სიზმრები ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია. დიდი ალბათობით, სწორედ ეს სიზმრები მოგიტანთ დიდი ხნის ნანატრ გამოსავალს ან პასუხს მნიშვნელოვან კითხვაზე.
თუ რაიმე გადაუდებელი კითხვა გაქვთ, მასზე ძილის წინ იფიქრეთ. დილით ეცადეთ კონცენტრირდეთ და გაიხსენოთ სიზმარი. თუ რომელიმე ნაცნობი გესიზმრათ, დიდი ალბათობით – თქვენ მასაც ესიზმრებით.
5. ღამე ხუთშაბათიდან პარსკევისკენ
ვენერა – პარასკევის პლანეტაა. ხუთშაბათიდან პარსკევისკენ გარდამავალი ღამის სიზმარი ჩვენს პირად ცხოვრებასა და ვნებებს უკავშირდება. ამ ღამის სიზმრები წინასწარმეტყველურია და დიდი ალბათობით ახდებიან. თუ რამე სასიამოვნო და კარგი გესიზმრათ მაგრამ, ვერ დაიმახსოვრებთ ე.ი. თქვენ დიდი წარმატება გელოდებათ.
ამ დღეს ნანახ ადამიანს უყვარხართ. აჯობებს თუ ამ დღის სიზმრებს – დაიმახსოვრებთ.
6. პარასკევიდან შაბათისკენ გარდამავალი ღამე
შაბათის პლანეტაა სატურნი. ეს სიზმრები არც ისეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება რეალურ ცხოვრებაში მაინც პოვონ ასახვა. მოვლენები რომლებსაც სიზმარში ნახავთ, შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით არ ახდნენ მაგრამ, ახდებიან შეგრძნებები და ემოციები.
თუ ამ ღამეს რამე სასიამვნო გესიზმრათ ესეიგი ბევრი დადებითი მოვლენები გელოდებათ. ასეთ სიზმრებში შეიძლება მომავალი დაინახოთ, არა მხოლოდ თქვენი არამედ, თქვენი ახლობლებისაც. თუ ვინმე ნაცნობი გესიზმრათ, ნიშნავს, რომ ის თქვენზე ეჭვიანობს ან ძალიან ენატრებით.
7. შაბათიდან კვირისკენ გარდამავალი ღამის სიზმარი
კვირას მფარველობს – მზე. ამ ღამეს ნანახი სიზმარი, თუ მას დაიმახსოვრებთ – იმ დღესვე ახდება. მომავალი მოვლენები დამოკიდებულია ადამიანის ხასიათსა და განწყობაზე. თუ რაიმე კარგი გესიზმრათ, ეს ალბათ ცხვრებაზეც იქონიებს გავლენას. ხოლო თუ რაიმე ნეგატიური ნახეთ, მან შეიძლება არ იქონიოს გავლენა თქვენს ცხოვრებაზე.
იმ ადამიანს რომლებსაც ამ ღამეს სიზმარში ნახავთ, დიდი ალბათობით თქვენი შურს ან თქვენი არაკეთილმოსურნეა.
რა თქმა უნდა ეს ასპროცენტიანი სქემა არ არის, რადგან ისიც უნდა გაითვალისწინოთ თუ თვის რომელი დღეა, გავლენა აქვს მთვარის ციკლსაც. თუმცა ეს ყველაფერი ეზოთერიკოსების მრავალწლიანი დაკვირვების შედეგია და ალბათ აჯობებს თუ გავითვალისწინებთ.