Connect with us

ჯანმრთელობა

იცხოვრე შენი აზრით: რამდენიმე რჩევა ნეგატივის მოსაშორებლად

დღემდე მთელი მსოფლიოს მეცნიერები კამათობს, თუ როგორ ხდება აზრობრივი პროცესი. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია, ტვინში იმპულსები ხდება, რომლებიც ერთი ნაწილიდან მეორეში ინფორმაციას გადასცემენ. ტვინის სხვადასხვა ნაწილები ინფორმაციას სწრაფად აანალიზებენ, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება მიიღება. რეალობაში ყველაფერი რთულადაა. როგორ იქმნება თავად აზრი? ეს მეცნიერებისთვის ჯერ მიუწვდომელია.

ეზოთერიკოსები თვლიან, რომ მთავარი სიგნალი სულთან შინაგანი დიალოგის შედეგია. ადამიანი გადაწყვეტილებას ინსტინქტებსა და ინტუიციაზე დაყრდნობით იღებთ. სწორედ ამიტომ, აზრობრივი პროცესების კონტროლი რთულია.

ნეგატიურ ფიქრებთან უფრო რთული ვითარებაა. ადამიანს შეუძლია ამ ფიქრებს კვლავ და კვლავ დაუბრუნდეს. თუ თავში ერთი და იგივე უსიამოვნო ფაქტი ან მოქმედება ხშირად გიტრიალებთ, შეიძლება თქვენი გვშურდეს.

ბევრი ადამიანი რაღაც ცუდზე იციკლება და ამის თავიდან ამოგდებას ვერ ახერხებს. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნეგატიური იდეების მოშორება შეუძლებელია, თუ თითოეულს არ განიცდით.

ნებისმიერი, თუნდაც სულელური ფიქრის უგულებელყოფა არ შეიძლება. თუ დეპრესიასთან გამკლავება გსურთ, დანებდით იმას, რაც გაწუხებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ დროებით.

როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ფიქრებს

პირველ რიგში, განმარტოვდით. თუ რამე ყურადღებას გიფანტავთ, წარმატებას ვერ მიაღწევთ. თქვენ გვერდით არავინ უნდა იყოს. თქვენი იდეის გარდა ტვინი სხვა არაფრით დაკავებული უნდა იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგნებულად აზრის „ჩაკეტვა“ სცადოთ.

პირიქით, ეცადეთ, მასზე დადებითად იფიქროთ, ძალიან დიდი ყურადღება არ მიაქციოთ. ტვინმა შექმნილ რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების გზები თავად უნდა მოძებნოს. მხოლოდ ცოტათი დაეხმარეთ.

თქვენი იდეა რაიმე საგანს შეადარეთ. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს მატერიალური საგანი, რომელიც თქვენში უსიამოვნებას იწვევს. რას გააკეთებთ? სავარაუდოდ, მის მოშორებას ეცდებით. ფიქრებთანაც ასე უნდა იყოს.

თუ ფიქრები თქვენთვის უსიამოვნოა, სადმე დამალეთ. რაიმე დადებითი პროექტები იპოვეთ. ისინი ძალას შეგმატებთ და კეთილი ენერგიით დაგმუხტავთ.

აკვიატებული და უსიამოვნო იდეების მოსაშორებლად გაიხსენეთ, თუ საიდან იღებს სათავეს. განსაზღვრეთ, როდის დაიწყეთ რაიმეზე ცუდად ფიქრი. იქნებ, რაღაც სწორად არ გააკეთეთ ან მომხდარს ვერ იღებთ?

ეს ისაა, რაზეც უნდა იმუშაოთ, რომ ნეგატივი დათრგუნოთ. ყველაფერი უსიამოვნოს უარყოფის საკუთარი სისტემა შექმენით. როგორიც არ უნდა იყოს, საკუთარი თავის გადალახვაში დაგეხმარებათ.

სად წავიღოთ უარყოფითი იდეები

თუ გაარკვიეთ, რამ გამოიწვია ნეგატივი, შეგიძლიათ შემდეგ ნაბიჯზე გადახვიდეთ. აუცილებელია, გაუშვათ ის, რაც გაშფოთებთ. მანამ, სანამ თქვენს აზრს არ განიცდით, მის მოშორებას ვერ შეძლებთ.

იგრძენით, რამ გამოუწვია უსიამოვნება, რამ გაგრძნობინათ თავი უბედურად. იმ ნეგატივზე კონცენტრირდით, რომელიც განიცადეთ. მასთან გამოსამშვიდობებლად საკუთარი თავი არ უნდა შეგეცოდოთ. უკმაყოფილება და კონცენტრაცია გაზარდეთ.

როცა პიკს მიაღწევთ, გათავისუფლების სურვილს იგრძნობთ. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, ერთგვარ ენერგეტიკულ კარს გააღებთ, რომლიდანაც ყველაფერ ცუდს მოიშორებთ. შეეგუებით იმას, რაც თავს გადაგხდათ და გაუშვებთ.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აზროვნება ძალაა. მისი გადაცემა ელექტრო იმპულსებით ტყუილად არ ხდება. თუ საკუთარი თავის მართვას და ნეგატივთან გამკლავებას ისწავლით, დროთა განმავლობაში სულელურ იდეებს სწრაფად მოიშორებთ. ამას კონცენტრაცია და ვარჯიში სჭირდება. უნდა გესმოდეთ, რას აკეთებთ და როგორ აისახება ეს თქვენს მდგომარეობაზე. გისურვებთ, რომ ნეგატიურმა ფიქრებმა არ შეგაწუხოთ და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ისწავლოთ!