Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოსდის ორგანიზმს შაქრის მიღების შეწყვეტის შემდეგ

თუ რაფინირებული შაქრით დამზადებული საკვების მიღებას შეწყვეტთ, მალევე შეამჩნევთ რამდენიმე ცვლილებას:

1. თქვენი სხეული ისწავლის დანაყრებას

შაქარი თრგუნავს ჰორმონ – ლეპტინს, რომელიც თავს დანაყრებულად გვაგრძნობინებს. ამიტომ როდესაც შაქრის მიღებას წყვეტთ, ორგანიზმი თავის ბუნებრივ მადას უბრუნდება.
ორგანიზმში არსებული შაქარი უფრო მეტი საკვების მიღებას გაიძულებთ.

2. თქვენი სხეული ენერგიით აივსება

ეს ფაქტია! ქალები გახდომას ზედმეტი კალორიებისგან თავის არიდებით ცდილობენ, თუმცა სასურველი ფიგურის მისაღებად საუკეთესო ვარიანტია, თქვენს სხეულს მეტი მუშაობა აიძულოთ.

შაქარი იპარავს საკვებ ნივთიერებებს, ამიტომ მთლიანი სისტემა რისკის ქვეშ დგება. ამასთანავე დიეტა ან საკვების ზედმეტი მიღება ნივთიერებათა ცვლას აფერხებს.

შაქარი საკმაოდ ტოქსიკურია, რაც ნიშნავს, რომ თქვენი საბრალო ღვიძლი ყოველდღიურად გადატვირთულია. ამას გარდა, ორგანიზმი ცდილობს ტოქსინები თქვენს სასიცოხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს მოაშოროს, ამიტომ ის აკავებს წყალს, ცხიმს და თავის გარშემო ქოლესტერინს წარმოქმნის.

საკმარისია შაქრის მიღება შევწყვიტოთ და მალევე დაინახავთ დადებით შედეგს.

3. თქვენი ენერგია მოიმატებს

არსებობს მცდარი აზრი, რომ შაქარი ენერგიას გმატებთ! ეს სისულელეა! ქალები შაქარს დაღლილობის მოსახსნელად იღებენ, თუმცა ამას მხოლოდ შაქრის მოხმარების ციკლში ჩართვა მოსდევს!

ნუ მიიღებთ შაქარს და ის ომეგა 3-ით, თევზით, მარცვლეულით, თხილეულით და ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ, ნახავთ თუ როგორ მოიმატებს თქვენი ენერგიაც! პირველი 5 დღე შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ, მაგრამ როდესაც თქვენი ორგანიზმი აბსტინენციის სიმპტომებს გაუმკლავდება – ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ!

4. უკეთ გძინავთ

შოკოლადი კოფეინს შეიცავს და ყველაფერი რაც სისხლში შაქრის დონეზე მოქმედებს – ცვლის ძილს. შაქრისგან თავის შეკავების შემდეგ ნახავთ თუ როგორ გაუმჯობესდა ძილი.

5. გამოიყურებით უკეთესად, შეიძლება ითქვას ბრწყინავთ

შაქარი ელასტინსა და კოლაგენზე მოქმედებს (ორი ძირითადი ცილა ორგანიზმში). ასევე ააქტიურებს პროცესს რომელშიც შაქარი უერთდება ცილის ბოჭკოს.

გლიკაციას ცილების მუტაციამდე მივყავართ, რაც მავნე მოლეკულებს წარმოქმნის, ისინი კი გროვდებიან და უფრო მეტად ვნებენ ორგანიზმს.

6. თქვენი გული უფრო ჯანმრთელი გახდება

Saint Luke’s Mid America Heart Institute-ის ექიმი-კარდიოლოგის ჯეიმს დი ნიკოლანტონიოს კვლევის მიხედვით, შაქარს კარდიომეტაბოლური დაავადებების გამოწვევა შეუძლია, ექიმმა აღმოაჩინა, რომ შაქარმა შესაძლოა მაღალი წნევა და ჰიპერტონია გამოიწვიოს ისევე როგორც მარილმა.

ადამიანებს რომლებიც კალორიების 25%-ს შაქრისგან იღებენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი სამჯერ მაღალი აქვთ, ვიდრე მათ ვინც შაქარს ნაკლებად ან საერთოდ არ მიირთმევს!