ყვავილები
რა ვაჩუქოთ ქალს 8 მარტს ყვავილების თაიგულის ნაცვლად: 9 საუკეთესო ვარიანტი
მეგობარი მყავს, რომელიც ყვავილებზე გიჟდება. დღესასწაულებზე სჯობს საჩუქრის გარეშე ესტუმროთ, ვიდრე ყვავილის გარეშე. ამბობს, რომ დიდ სიამოვნებას იღებს, როცა მთელი ეს სილამაზე გარს ახვევია. მე, პირიქით, ვარ. ვიცი, რომ მკვდარი ყვავილები მალე დაჭკნება და სანაგვე ყუთში მოხვდება. სწორედ ამიტომ, ალტერნატივას ვეძებ.
ეს თემა ძალიან აქტუალურია, რადგან მალე 8 მარტი მოდის. დროა, მოემზადოთ, რომ საყვარელ დედას, ბებიას და დაქალს მიულოცოთ. მცენარე ქოთანში – თაიგულის საუკეთესო ალტერნატივაა. ის მფლობელს გულს უფრო დიდხანს გაუხარებს. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 9 ლამაზ და, რაც მთავარია, უპრეტენზიო ოთახის მცენარეს, რომელიც ნებისმიერ ქალს აღაფრთოვანებს.
რით ჩავანაცვლოთ ყვავილები
სპატიფილუმი
ამ ყვავილს „ქალურ ბედნიერებასაც“ უწოდებენ. საჩუქარიც და სურვილიც გამოვა. მცენარე განსაკუთრებულ მოვლას არ მოითხოვს, საკმაოდ ამტანია. საინტერესო ფორმის ნაზი თეთრი ყვავილები ყვავილობს. სხვა დროს შეგიძლიათ მისი დახვეწილი, მოგრძო ფორმის მუქი მწვანე ფოთლებით დატკბეთ.
ია
წაუგებელი ვარიანტი – ია. თავისი ფერადი და საყვარელი ყვავილებით ნებისმიერი ასაკის ქალს აღაფრთოვანებს. არჩევანი იმდენად დიდია, რომ შეიძლება თავბრუ დაგეხვათ. განსხვავდება არა მხოლოდ ყვავილების ფერით, ასევე ზომით, ფორმით და ფოთლების ფერით. ასეთი საჩუქრით მეყვავილეობის სიყვარული იბადება.
ყოჩივარდა
ეს მცენარე თავს კარგად გრძნობს ნათელ ოთახში, რომელიც ხშირად ნიავდება. ბოლქვზე წყლის მოხვედრის მიმართ მგრძნობიარეა. ეს წვრილმანი დეტალები არაფერია იმასთან შედარებით, რომ ყვავილობით პრაქტიკულად მთელი წელი შეგიძლიათ დატკბეთ.
ანთურიუმი
მოდური ქოთანი ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს ადვილად ერწყმის. მისი სიპრიალე ყურადღებას იზიდავს, ხოლო კაშკაშა და ორიგინალური ყვავილები აღტაცებას იწვევს. ანთურიუმს შეგიძლიათ ხელოვნების ნიმუში უწოდოთ, მისი შემქმნელი თავად ბუნებაა.
გლოქსინია
ახალგაზრდა ქალისთვის საჩუქრად გამოგადგებათ. მჩუქებელი შეიძლება იყოს ბიჭი, რომელიც პრაქტიკულად გრძნობებში უტყდება. ყვავილების ენაზე ხომ გლოქსინია „ერთი ნახვით სიყვარულს“ ნიშნავს. გაითვალისწინეთ, მცენარე უფრო მომთხოვნია. მომავალი მფლობელი გამოცდილი უნდა იყოს.
კლივია
თუ მწვანე მცენარის მოსავლელად დრო არ გაქვთ, უპირატესობა კლივიას მიანიჭეთ. მარადმწვანე მცენარე თავს შესანიშნავად იგრძნობს, თუ კვირაში ერთხელ მორწყავთ. მადლიერი მცენარე მფლობელს დიდი კაშკაშა ნარინჯისფერი ყვავილებით მადლობას გადაუხდის. მცენარეს ორპირი ქარი და ადგილის შეცვლა არ უყვარს.
ალოკაზია
კიდევ ერთი აზრიანი საჩუქარი. ამბობენ, რომ ალოკაზიას ქალისთვის წარმატება მოაქვს. მცენარე დეკორატიული, ლამაზი და ეგზოტიკური ფოთლებით. შესანიშნავად გამოიყურება როგორც ოფისში, ასევე ბინაში. დამეთანხმეთ, ეფექტურად გამოიყურება!
ფუქსია (პატარძლის ყვავილი)
ეს სილამაზე გულგრილს არავის დატოვებს. ერთი შეხედვა საკმარისია, რომ მთელი დღე პოზიტივით დაიმუხტოთ. პრეტენზიული არაა, სამაგიეროდ თითქმის მუდმივად ყვავილობს. და ამას დიდებულად აკეთებს!
პუანსეტია
ის შემთხვევა, როცა მცენარე მშვენიერია მაშინაც კი, როცა არ ყვავილობს. თავისი დეკორატიული გარეგნობის წყალობით ფანჯრის რაფაზე ხშირად დაინახავთ. მწვანე და წითელი ფერის კონტრასტი ქმნის ილუზიას, რომ მცენარემ კაშკაშა ყვავილები გამოუშვა. მუდმივად შეგიძლიათ დატკბეთ.
შესაძლოა, ოთახის მცენარე ვარდების თაიგულთან შედარებით მარტივად გამოიყურება, მაგრამ უფრო დიდხანს გაახსენებს ადამიანს, რომელმაც აჩუქა. ცოცხალი პატარა ყვავილი ყოველთვის უფრო მშვენიერია, ვიდრე დიდებული, მაგრამ გადაჭრილი ორქიდეა. თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას?