Connect with us

საკითხავი

რა ემართება სულს გარდაცვალებიდან მე–3, მე-9 და მე-40 დღეს

ქრისტიანობაში საკუთარი გაგება არსებობს, თუ რა ემართება სულს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. სასულიერო პირებს სწამთ, რომ სული გაწმენდის სხვადასხვა ეტაპს გადის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხვდეს სამოთხეში (ან ჯოჯოხეთში). უძველესი დროიდან გარკვეულ დღეებში მიცვალებულთა ხსენება მიღებულია. იცით თუ არა, რომ ემართება სულს ამ მომენტში? Alltime.ge–ს რედაქცია საიდუმლოს ახსნას ეცდება.

მე–3 დღე

პირველი ორი დღე სულს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. სწორედ ამ დროს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში აქტიურად მოძრაობს. სურვილის შემთხვევაში ახლობლებს აკვირდება ან უყურებს, რა ხდება სხვა ადგილებში. თავისუფალი გადაადგილება გარდაცვალებიდან მე–3 დღეს სრულდება. ამ დროს უფალი სულს განკითხვისკენ ეძახის.

მე-9 დღე

მომდევნო დღეებში სული სამოთხეში რჩება. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ თავისი მიწიერი ცხოვრება დაივიწყოს. მიცვალებულს აღარ ახსოვს ახლობლები, მაგრამ აკვირდება მათ, ვინც სამოთხეში ცხოვრობს. გარდაცვალებიდან მე-9 დღეს ღმერთი სულს განკითხვისკენ მოუწოდებს.

ამ დღეს ადამიანის გახსენება მიღებულია. მისთვის გულმოდგინედ უნდა ილოცოთ და გაიხსენოთ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში კარგი გააკეთა. ძლიერ დადარდიანება ან, პირიქით, უსაზღვროდ სიხარული არ შეიძლება. ღმერთმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ადამიანმა ნამდვილად კარგი საქმეები თუ გააკეთა, რომ სამოთხეში დარჩეს.

მე-40 დღე

უკვე 9 დღის შემდეგ სულს ახალი გამოცდა ელის. ანგელოზებთან ერთად ჯოჯოხეთში აგზავნიან, რომ მთელი მისი საშინელება დაინახოს. ეს დრო სრულად მოსანანიებლად არის საჭირო. ჯოჯოხეთში გარდაცვლილი მე-40 დღემდე რჩება, სანამ კვლავ ღმერთთან არ დაუძახებენ. სწორედ ამის შემდეგ უფალი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

სულს სამოთხეში მოხვედრაში რომ დაეხმაროთ, ამ დღესაც მისთვის გულმოდგინედ უნდა ილოცოთ. მიღებულია, უფალს მიმართოთ და მიცვალებულის სამოთხეში დატოვება სთხოვოთ. ყველაფერი კარგი გაიხსენეთ, რაც მასზე გახსოვთ.