თავის მოვლა
პროპოლისის რძე – სუპერსამკურნალო ნაყენი უამრავი დაავადების წინააღმდეგ
პროპოლისი – ფუტკრების ცხოველქმედების პროდუქტია. ამ ნივთიერებას მწერები ფიჭის დეზინფწციის, შეწებების, იზოლაციისა და სკაში მოხვედრილი უცხო საგნებისგან დასაცავად იყენებენ.
პროპოლისის ფერი მუქი-ყავისფრიდან ყვითლამდე მერყეობს, გემოთი მწარეა, ეკრობა კბილებს, იწვევს წვასა და მსუბუქ გაბუჟებას პირის ღრუში. ნივთიერების დნობის ტემპერატურა 80-100 გრადუსია, სწრაფად იხსნება სპირტსა და ძმრის ესენციაში, ტემპერატურის ზემოქმედებით იხსნება წყალში, ზეთსა და რძეში.
პროდუქტის მოსაპოვებლად, მეფუტკრეები მას ფხეკენ სკის კედლებიდან, შემდეგ კი გადაადნობენ. პროპოლისის დამახასიათებელი თავისებურება ისაა, რომ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, თავის თვისებებს არ კარგავს(ერთსაათიანი დუღილის შემდეგაც კი, ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს).
პროპოლისის სასარგებლო თვისებები
პროპოლისი შეიცავს 16 კლასის ორგანულ ნივთიერებებს, რომელთა შორისაა უმნიშვნელოვანესი დაბალმოლეკულური ციკლური პოლიფენოლები, სპირტები, ალდეჰიდები, ადამიანისთვის აუცილებელი თითქმის ყველა მიკროელემენტი, ვიტამინი, ამინომჟავა, ფლავანოიდები, ფერმენტები. მეცნიერებმა ორასამდე ნაერთი ამოიცნეს მოცემულ ნივთიერებაში.
პროპოლისის ნაყენი სპირტზე – ეფექტური საშუალებაა კანის დაავადებების, წყლულების, ჭრილობების, პირის ღრუს ანთებების სამკურნალოდ. ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში, პედიატრიაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, კარდიოლოგიასა და ონკოლოგიაში.
ნაყენის სასარგებლო თვისებები მისი რძესთან შერევისას ძლიერდება.
ინგრედიენტების ბიოლოგიურად აქტიურობისა და ხელმისაწვდომობის წყალობით, კოქტეილი გასაოცარ შედეგებს იძლევა! ხელს უშლის გაციების გართულებას, სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე გრიპის დროს, ახშობს ანთებით პროცესს ნებისმიერ შინაგან ორგანოში.
პროპოლისი რძით
1. გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადება, ბრონქიტი, პნევმონია, ასთმა
გაციების პირველივე ნიშნების დროს, მიირთვით 20 წვეთი პროპოლისის 10%-იანი ხსნარი, გაზავებული 100 მლ ცხელ რძეში, ძილის წინ. 6 წლამდე ბავშვებისთვის საკმარისია 4 წვეთი ნაყენი, თანდათან დოზის მომატება შეგიძლიათ.
1 ს.კ. სუფთა, დაქუცმაცებული პროპოლისი შეურიეთ 300 მლ რძეს, აადუღეთ ნელ ცეცხლზე და გაწურეთ. გრიპის, ხველის, ყელის ტკივილის სამკურნალოდ მიიღეთ 1 ს.კ. ყოველდღე. გაციების პროფილაქტიკისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის მიირთვით 1 ჩ.კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე ყოველდღე, 1 კვირის განმავლობაში.
2. ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმლების, შარდის ბუშტის დაავადებები
1 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით 40 წვეთი პროპოლისის 10%-იანი ხსნარი. მიიღეთ ძილის წინ, 5 დღის განმავლობაში.
3. გასტრიტი
შეურიეთ 100 მლ 10%-იანი პროპოლისის ნაყენი 10 მლ ქაცვის ზეთს. მიირთვით რძეში გახსნილი 30 წვეთი ჭამამდე 1 საათით ადრე, სამჯერ დღეში, ორი კვირის მანძილზე. გაიმეორეთ კურსი ერთკვირიანი პაუზის შემდეგ.
4. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
200 მლ ცხელ რძეს დაუმატეთ 60 წვეთი პროპოლისის 30%-იანი ხსნარი. გაყავით ორ ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი სამკვირიანია.
5. პანკრეატიტი
100 მლ ცხელ რძეში გახსენით 0.5 ჩ.კ. პროპოლისის 10%-იანი ხსნარი. მიირთვით უზმოზე დილით და ძილის წინ.
6. პროსტატიტი და შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებები მამაკაცებში
50 მლ ცხელ რძეს დაუმატეთ 20 წვეთი პროპოლისის 10%-იანი ნაყენი. მიიღეთ დღეში სამჯერ. ასევე, სასარგებლოა დღის განმავლობაში ენის ქვეშ პროპოლისის პატარა ნაჭრის ტარება დადნობამდე.
მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ქრონიკულ დაავადებებს განკურნავს რძე, ნატურალურ პროპოლისთან ერთად. 30 გ პროპოლისს დაასხით 1 ლ მდუღარე რძე, მოურიეთ, გააჩერეთ დახურული. გაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
7. სახსრების ტკივილი, ართრიტი, რევმატიზმი, პოდაგრა
100 მლ ცხელ რძეში გახსენით 1 ჩ.კ. პროპოლისის 10%-იანი ხსნარი. მიირთვით საშუალება დღეში სამჯერ.
80 გ ნატურალური პროპოლისი დააქუცმაცეთ, დაასხით 800 მლ რძე. აადუღეთ ნელ ცეცხლზე, ფრთხილად მოხსენით ცვილის ფენა, გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ 100 მლ ოდენობით დღეში სამჯერ, მოხსნილი ცვილი კი გამოიყენეთ კომპრესის სახით მტკივან სახსრებზე.
8. მტკივნეული მენსტრუაცია, ანთებითი პროცესები ქალის რეპროდუქციულ სისტემაში
100 მლ ცხელ რძეში გახსენით 15 წვეთი პროპოლისის 10%-იანი ხსნარი. მიირთვით ტკივილის დასაამებლად დილას და საღამოს.
პროპოლისითა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტით მკურნალობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ თქვენ ან თქვენს შვილს არ გაქვთ ალერგია ამ პროდუქტზე. იდაყვის შიდა მხარეს მიიმაგრეთ პროპოლისის პატარა ნაჭერი სანტავიკის გამოყენებით და გაიჩერეთ 8 საათით. ალერგიის არსებობის შემთხვევაში, რამდენიმე საათში იგრძნობთ ქავილსა და სიწითლეს.