ჯანმრთელობა
პოდაგრა: დაავადება რომლემაც თირკმლის უკმარისობამდეც შეიძლება მიგვიყვანოს
პოდაგრა ანტებითი ართრიტის ერთ-ერთი ფორმაა რომელიც ფართოდ არის გავრცელებული. ის უძველესი დროიდან არის ცნობილი. მისი სიმპტომები ჰიპოკრატეს ჩვენს ერამდე 400 წელს აქვს აღწერილი. მისი პირველი დაზუსტებითი აღწერა კი XVII საუკუნეში გამოჩნდა. იმ დროს როდესაც პოდაგრას მეფეების ან არსტოკრატების დაავადებას უწოდებდნენ, ითვლებოდა რომ ის მათ უვიტარდება ვინც ბევრ ღვინოს სვამს, ჭამს ბევრ ხორცს და ზედმეტად ნაკვებია. ნაწილობრივ ექიმები მართლები იყვნენ, სტატისტიკის მიხედვით, პოდაგრა განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტად არის გავრცელებული ვიდრე ნაკლებად განვიტარებულ ქვეყნებში.
როგორ ჩნდება პოდაგრა?!
პოდაგრის დორს, სახსრების გარშემო შარდმჟავის კრისტალები გროვდება. ამისგან სახსარი კარგავს მოძრაობის უნარს, შუპდება და დეფორმირდება. თუ დაავდება უფრო განვიტარდა, სახსარში წარმოქმნილი არაჯნმრთელი კანქვეშა ბოჭკო, ანუ ტოფუსი სხვა ორგანოებშიც გადადის. მაგალიტად თირკმელებში და შესაბამისად ქვების წარმოქმნას იწვევს. ტოფუში გულის სარქველებშიც შეიძლება განვიტარდეს.
პოდაგრის გაცენის ძირიტადი მიზეზი – ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკა და გამოყენებული მედიკამენტებიც. თუმცა ყველაზე ხშირად პოდაგრის მიზეზი ჭარბი კვება და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაა. რაც უფრო მაღალია შარდმჟავის ორგანიზმში კონცენტრაციის დონე, მით უფრო სწრაფად ვიტარდება პოდაგრა. თევზი, ხორცი და ზღვის პროდუქტები, ფრუქტოზის დიდირ აოდენობით შემცველი პროდუქტი, ალკოჰოლი და ყველა ეს “გემრიელობა” ორგანიზმში შარდმჟავის რაოდენობას ზრდის. რაც უფრო ხშირად მოიხმართ მათ მით უფრო მაღალია პოდაგრის განვიტარების რისკიც.
რომელი დაავადებები ზრდიან რისკს?!
როგორც უკვე ვთქვით, ზოგიერთ დაავდებას შარდმჟავის დონის მატება შეუძლია და შესაბამისად მათ პოდაგრის პროვოცირების საშუალებაც აქვთ. თუ ავად იყავით ან ავადმყოფობთ ქვემოთ ჩამთვლილთაგან რომელიმე დაავადებებით, თქვენ განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იყოთ თქვენს რაციონთან და რეგულარულად ამოწმოთ შარდმჟავის დონე:
- დიაბეტი
- ჰიპერტონია
- გულის დაავდებები
- სიმსუქნე
- გადატანილი პლასტიკური ოპერაციები (ლიპოსაქცია და მკერდის კორექცია)
- ასევე მაღალ რისკ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად და სამედიცინო კონტროლის გარეშე მოიხმარენ შარდმდენ პრეპარატებს.
როგორ ამოვიცნოთ პოდაგრა?!
პოდაგრის ყველაზე ადრეული სიმპტომი – ფეხის დიდ თითში განვითარებული ძლიერი ტკივილია. როგორც წესი, თითი მოძრაობის უნარს კარგავს, სივდება და ძლიერად წითლდება. შეტევები ძირითადად ღამე ხდება და სამიდან შვიდ დღემდე გრძელდება. ამავდროულად შეიძლება მოხდეს ტემპერატურის მატება. ტუ დავდების მკურნალობას ამ დონეზევე არ დაიწყებთ, შემდეგში პოდაგრა ხელის თითებზე, მუხლებზე, ხელის მტევნებსა და იდაყვებზე ვითარდება.
როგორ ინკურნება პოდაგრა?!
სამწუხაროდ პოდაგრის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია. თუმცა თანამედროვე მედიცინა მის განვიტარების შენელებასა და ტკივილის კუპირებას აღწევს. როგორც წესი გამოიყენება ტკივილგამაყუცებელი და ანტების საწინააღმდეგო პრეპარატები, ინიშნება ფიზიოთერაპია. პოდაგრის მკურნალობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დიეტის დაცვაა: ავადმყფებისთვის რეკომენდებულია რაციონიდან წითელი ხორცის, ალკოჰოლის, სუბპროდუქტების, სოკოს და პარკოსნების გამოყენება. თუ ტოფუსების განვითარება დაიწყო (კანქვეშა “კოპები”) მათი მოშორება ოპერაციის მეშვეობით ხდება.
როგორც შევამციროთ პოდაგრის განვიტარების რისკი?!
თუ ოჯახში ამ დაავადებით ვინმე უკვე მკურნალობდა, მაშინ მისი პროფილაქტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენთვის. თუნდაც რისკ ჯგუშია რ იყოთ, დაიცავით შემდეგი წესები: პოდაგრა ხშირად ვიტარდება საშუალო მოხუცებულობის ასაკში, თუმცა ის ახალგაზრდა და შედარებით ჯანმრთელ ადამიანებშიც ვიტარდება ხოლმე.
სვით მეტი წყალი
წყალი შარდმჟავას ხსნის და ადამიანის როგანიზმიდან გამოაქვს. ხელს უშლის კრისტალების ჩამოყალიბებას.
ყურადრება მიაქციეთ წონას
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ამრიკულ კვლევაში დაამტკიცეს, რომ ჭარბი წონა სერიოზული ფაქტორია რომელიც პოდაგრის განვითარების რისკს ზრდის. რაც უფრო მეტი წონა აქვს ადამიანს, მით უფრო მეტ შარდმჟავას გამოიმუშავებს ორგანიზმი და მით უფრო ნელა გამოყოფს მას თირკმელი.
იკვებეთ სწორად
რაციონში შეამცირეთ იმ პროდუქტების მოხმარება რომლებიც შარდმჟავის გამომუშავებას უწყობს ხელს, კერძოდ: ზღვუს პროდუქტები, წითელი ხორცი, სოიო, ბარდა და სხვა პარკოსნები.
მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი
იდეალურ ვარიანტში – აჯობებს მასზე უარი თქვათ, თუმცა თუა სეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, ეცადეთ კვირაში – პორციით შემოიფარგლოთ.