ჯანმრთელობა
პლაჟის სეზონამდე 1 თვით ადრე ამ სასმელის მიღებას ვიწყებ. სარკეში ჩახედვისას ჩემი თავით კმაყოფილი ვრჩები
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორებისა და სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვების ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, გვიჭირს უარის თქმა საყვარელ ორცხობილებზე, კანფეტებზე, შოკოლადებზე და ზოგადად ტკბილეულზე. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია თავის შეკავება კარგად დაბრაწული კარტოფილისა და საყვარელი ფუნთუშების მირთმევისგანაც, თუმცა ფინჯანი ყავა და საყვარელი შოკოლადის პატარა ფილა ხომ სულ სხვა საკითხია… ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც პირადად მე უძლური ვარ და დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობს ბევრი სხვა ქალბატონიც.
საბედნიეროდ, მიზნის მიღწევა შესაძლებელია საკუთარი თავის სხვადასხვა მკაცრი დიეტებით დატანჯვის გარეშეც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემას სწორად მივუდგებით. კალორიული ტკვილეულის ჩანაცვლება შეგვიძლია არანაკლებ გემრიელი ფინიკითაც. როგორც აღმოჩნდა, ამ ეგზოტიკურ პროდუქტს ცხიმების დაშლის უნარი აქვს.
დიეტოლოგების რჩევით, არ არის რეკომენდებული დღეში ფინიკის 5-7 ნაყოფზე მეტის მირთმევა, ასე მხოლოდ თუ დაიზიანებთ ფიგურას. თუ ზომიერებას გამოიჩეთ და ამ პროდუქტს სწორად მიიღებთ, არა უბრალოდ მოამარაგებთ ორგანიზმს საჭირო ენერგიით, არამედ ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებსა და ცხიმოვან ფენებს.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ფინიკი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ის შეიცავს ჩვენი ორგანიზმისა და შინაგანი ორგანოების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს: ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, მცენარეულ უჯრედისს, ლიპიდებს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებსა და ამინომჟავებს.
დღესდღეობით დიეტოლოგიაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ცხიმმწველი სასმელები ფინიკის დამატებით. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მოქმედ და ძალიან სასარგებლო რეცეპტს, რომელიც პირადად მე ძალიან დამეხმარა. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
სასმელები წონის დასაკლებად
1. კეფირი ფინიკით
მოათავსეთ ბლენდერში 3 ფინიკი (წიპწების გარეშე), დაასხით გაუცხიმოებული კეფირი და კარგად გადაურიეთ. მზა სასმელი მიირთვით ვახშმობიდან 2 საათის გასვლის შემდეგ. მას დადებითი გავლენა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე და აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას, რაც წონის კლებისგან და სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვებისკენ წინ გადადგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯია.
2. თაფლი ფინიკით
ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა 3-4 ფინიკისგან ან კარგად დააუქცმაცეთ ის დანით, დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში 1 ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლთან ერთად, კარგად გადაურიეთ. მზა სასმელი უნდა მიირთვათ საუზმობამდე 30 წუთით ადრე, რათა დააჩქაროთ ნივთიერებათა ცვლის პროცესები და მოიყვანოთ მწყობრში სისხლძარღვები.
3. მწვანე ჩაი ფინიკით
3-4 კარგად დაქუცმაცებული ფინიკი ჩაამატეთ 1 ფინჯან მწვანე ჩაიში. ასეთი სასმელი უნდა მიირთვათ საკვები მიღებებს შორის არსებულ ინტერვალებში. ასე არა მხოლოდ შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, არამედ გაიჯანსაღებთ მთელ ორგანიზმს და საგრძნობლად შეანელებთ დაბერების პროცესს.
არ დაგავიწყდეთ, რომ წონის დაკლება 90%-ით დამოკიდებულია სწორედ კვებაზე. თუ თქვენ ამ ცხიმმწველი სასმელების მიღების პარალელურად კვებაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანთ, არა მხოლოდ რამდენჯერმე დააჩქარებთ წონის კლების პროცესს, არამედ გაიუმჯობესებთ თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს მუშაობასაც.
გისრუვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!