Connect with us

ჯანმრთელობა

პარაზიტების მოშორებას ჩვენი ბებიების მარტივი საშუალების გამოყენებით შეძლებთ

ნაწლავური პარაზიტები მცირე ზომის ორგანიზმები არიან, რომელთაც არსებობისთვის სხვა ორგანიზმი სჭირდებათ, საიდანაც მკვებავ ნივთიერებებს იღებენ. ისინი შეიძლება ღვიძლში, სისხლსა და ნაწლავებში ცხოვრობდნენ. ბუნების წყალობით ჩვენ ეფექტური საშუალება გვაქვს, რომელსაც ნაწლავური პარაზიტების განადგურება შეუძლია.

რა არის ნაწლავური პარაზიტი? ნაწლავური პარაზიტები ნაწლავებში ცხოვრობენ, იკვებებიან და მრავლდებიან. ისინი პატარა ორგანიზმები არიან, რომლებიც აქ დასარჩენად ადაპტირებულნი არიან.

მათმა არსებობამ შეიძლება არანაირი სიმპტომი ან დისკომფორტი არ გამოიწვიოს. დიდი რაოდენობით პარაზიტების არსებობა მუცლის ტკივილს, დიარეას, გულისრევას ან ღებინებას, წონის მომატებას ან დაკარგვას, ალერგიას იწვევს. ეს სრული სია არაა.

როგორ შეიძლება დავინფიცირდეთ ნაწლავური პარაზიტებით? პარაზიტებით დაინფიცირება შეიძლება ბინძური წყლის და საკვების მოხმარებით, ასევე საკუთარი კანიდან.

პარაზიტების მოშორებას მარტივი საშუალების გამოყენებით შეძლებთ, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა გოგრის თესლი
  • 3 ს/კ დაქუცმაცებული ნიორი
  • 1 ს/კ ახალ დაფქული მიხაკი
  • ½ ჭიქა სელის თესლი
  • 250 მლ ნატურალური თაფლი

პირველ რიგში, ყველა ინგრედიენტი დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ. მეორე მხრივ, თაფლი დაასხით და ოთახის ტემპერატურაზე 10-12 საათით დააყენეთ.

რეკომენდებულია 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღოთ.

ეს საშუალება ნაწლავური პარაზიტების მოსაშორებლად ეფექტური და ბუნებრივი მეთოდია. მისი დახმარებით ვირუსებსა და მავნე მიკრობებსაც გაანადგურებთ.

ნედლი ნიორი ანტისეპტიკურ, ფუნგიციდურ, ბაქტერიციდულ საშუალებას წარმოადგენს. ალიცინის შემცველობის წყალობით ვირუსებსა და ბაქტერიებს შესანიშნავად უმკლავდება. გარდა ამისა, სელექციური ანტიბიოტიკია, რომელიც მავნე ბაქტერიებს სხეულის დაზიანების გარეშე ანადგურებს.

საშუალება უფრო ეფექტური რომ იყოს მშრალი გოგრის თესლი გამოიყენეთ. ასევე სასურველია ადგილობრივი, კარგი ხარისხის ნიორი გამოიყენოთ.