ჯანმრთელობა
პალმის ზეთი. რამდენად საფრთხის შემცველია ის?!
რა უფრო მეტია პალმის ზეთში, სარგებელი თუ ზიანი?
პალმის ზეთს მოხმარების ფართო სფერო მისი ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობის, ადვილი მისაწვდომობისა და სიიაფის გამო აქვს.
თუ მის ფასეულობაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად კაროტინოიდების დიდი შემცველობით უნდა დავიწყოთ, რომლებიც ძლიერ ანტიოქსიდანტებს წარმაოდგენენ, ამაგრებენ თმებს და ჭიმავენ კანს. ის Е და А ვიტამინების დიდ რაოდენობას შეიცავს.
მისი საკვები ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე 884 კალორიას შეადგენს. რაც შეეხება ენერგეტიკულ ღირებულებას, მის შემადგენლობაში ცხიმები (ნაჯერი და უჯერი) შედის, რომლებიც შეუცვლელია ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის მისაწოდებლად.
პალმის ზეთის მთავარი მინუსი – დნობის მაღალი ტემპერატურაა. ეს თვისება გახდა მასზე გავრცელებული მითების ერთ-ერთ პირველ წყაროდ. ზოგიერთი სკეპტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ზეთი პრაქტიკულად არ ექვემდებარება გადამუშავებას და არ გამოდის ადამიანის ორგანიზმიდან.
არსებობს, ზიანი რომელსაც პალმის ზეთი ნამდვილად და უდავოდ გვაყენებს: მის მისაღებად კორპორაციები ტროპიკულ ხეებს ჰექტრობით ჩეხავენ, ხოლო მათ ადგილზე ზეთოვანი პალმების პლანტაციები შენდება. ამით ეკოსისტემას უზარმაზარი ზიანი ადგება.
სინამდვილეში, ყოველ მინუსს შეიძლება თავისი პლუსი მივუწეროთ. ის ზრდის შლაკების წარმოქმნას და გულის დაავადებათა წარმოქმნის რისკს, მაგრამ, ამასთანავე ზრდის А და Е ვიტამინების კონცენტრაციას, რომელბიც ხელს უწყობენ გულისა და სისხლძარღვების გაჯანმრთელებას.
პალმის ზეთი და ქოლესტერინი
კვლევებმა რომლებიც პალმის ზეთის ქოლესტერინის დონეზე ზემოქმედების დასადგენად ჩატარდა – აბსოლუტურად განსხვავებული მაჩვენებლები დადეს. ასაკთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი იზრდება, ამიტომ პალმის ზეთის მოხმარებისას უნდა გავითვალისწინოთ ასაკი, გადატანილი და ქრონიკული დაავადებები და რა თქმა უნდა ორგანიზმის ინდივიდუალური განსაკუთრებულობანი.
ზოგიერთ ქვეყანაში პალმის ზეთის შეტანა და წარმოება აკრძალულია.
ევროპის საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებელი წელიწადში 6 კილოგრამ პალმის ზეთს მოიხმარს. იაპონელი – 5 კილოგრამს, რუსი – 3.5 კილოგრამს. ეს მონაცემები აშშ-ს სასოფლო-სამეურნეო მონიტორინგის დროს გახდა ცნობილი.
ასევე ჩნდება კითხვები: “ზეთოვანი პალმის კონკრეტულად რომელი ნაწილიდან ხდება ზეთის მიღება?”. სკეპტიკოსები პალმის ზროს ასახელებენ, სინამდვილეში კი ზეთის მისაღებად ნაყოფის რბილობი გამოიყენება.
ბევრს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალფეროვნება აეჭვებს. ბევრი ამტკიცებს, რომ პალმის ზეთის გამოყენება მხოლოდ მეტალურგიასა და საპნის წარმოებაში შეიძლება.
როგორც ხედავთ უამრავი მოსაზრება არსებობს. როგორ განეწყობით ამ პროდუქტის მიმართ, ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა.