Connect with us

თავის მოვლა

ოხრახუში ჭორფლებს და პიგმენტურ ლაქებს საშლელივით გაშორებთ

თბილი, მზიანი ამინდების დადგომისას კანის პრობლემები თავს იჩენს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა პიგმენტური ლაქები. თუ მზისგან დამცავ კრემს არ იყენებთ, ეს პრობლემა აუცილებლად გექნებათ.

როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები

მე უამრავი საშუალება ვცადე ლაქების წინააღმდეგ, ხალხურიც და კოსმეტიკურიც. თუმცა, ყველაზე კარგი შედეგი ოხრახუშისგან მივიღე. ახლა ამ რეცეპტს თქვენც გაგიზიარებთ.

ოხრახუში კანის გათეთრების უძველესი საშუალებაა. მასში არსებული კომპონენტები აფერხებს ფუნქციას, რომელიც პასუხს აგებს კანში მელანინის გამომუშავებაზე. სწორედ მელანინის სიჭარბის გამო ჩნდება პიგმენტური ლაქები.

წარმოგიდგენთ ოხრახუშის გამოყენების სამ მეთოდს, რომლებიც ძალიან მომეწონა და რომლებიც რეალურად დამეხმარა ამ საზაფხულო პრობლემის გადაჭრაში.

ახალგაჩენილი პიგმენტური ლაქები

თუ ლაქები ცოტა ხნის წინ გაჩნდა, ათქვიფეთ ბლენდერში ოხრახუში ფოთლები და წაისვით მიღებული მასა სუფთა კანზე. ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ თაფლი 1:1 პროპორციით.

ოხრახუშის ნახარში

აიღეთ 100 გ ოხრახუში, დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ 10 წუთით. როცა ნახარში გაგრილდება, გადაწურეთ და გაიწმინდეთ კანი ამ სითხით დღეში 2-3-ჯერ. მზა ნახარში შეინახეთ მაცივარში, ოღონდ მაქსიმუმ 3 დღით.

ოხრახუშის ფესვები

ხშირად, ოხრახუშის ფესვებს არაფერში იყენებენ და ყრიან, თუმცა, მე გეტყვით, რომ ეს ყველაზე მძლავრი და ეფექტური საშუალებაა პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ.

სუპერ-საშუალების მოსამზადებლად, კარგად გარეცხეთ ბოლქვები და დააქუცმაცეთ. დაასხით მდუღარე – 1 ს.კ. ნედლეულზე 1 ჭიქა წყალი. ნელ ცეცხლზე ხარშეთ 5 წუთით, შემდეგ გადაწურეთ.

შემდეგ აიღეთ ბამბის დისკი, ჩაალბეთ მიღებულ ნახარშში და დაიდეთ კანის იმ მონაკვეთებზე, რომლებზეც ლაქები გაქვთ, 15-20 წუთით. პროცედურის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.

ოხრახუშის ყოველდღიური გამოყენება გარანტირებულად მოგაცილებთ პიგმენტურ ლაქებს.

თქვენ როგორ ებრძვით ამ პრობლემას?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.