Connect with us

ჯანმრთელობა

ნუ იჩქარებთ ტკივილგამაყუჩებლის მიღებას, თავის ტკივილის წამალი თქვენს სამზარეულოში მოიძიეთ

თავის ტკივილი სხვადასხვა დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. განასხვავებენ თავის მთლიან და ადგილობრივ, ყრუ და მწვავე, ხანგრძლივ და შეტევით ტკივილებს.

კომპიუტერთან მუშაობისას ყოველ ნახევარ საათში გააკეთეთ პატარა შესვენება, იმოძრავეთ, გადაერთეთ რამეზე. დღეში ერთხელ მინიმუმ 20-30 წუთი გადით სუფთა ჰაერზე.

თავის ტკივილის მკურნალობა ყოველთვის მთავარი დაავადების მკურნალობით უნდა დაიწყოთ.

თავის ტკივილის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით: 

  • თუ თავის ტკივილი მაღალი წნევისგან არის, გაიკეთეთ ზომიერად ცხელი ფეხების და ხელების აბაზანა, რის შემდეგადაც სისხლი თავიდან კიდურებისკენ წავა.
  • თუ თავის ტკივილი გაურკვეველი ხასიათისაა, მტკივან ადგილას დაიდეთ დიდი იასამნის ან თეთრთავიანი კომბოსტოს ახალი ფოთლები.
  • იყნოსეთ თავშავას დაფქული ფოთლები.
  • შუბლზე დაიდეთ უმი კარტოფილის ან დაჭყლეტილი ღვიის ნაყოფი, რომელიც პურიან ღვინოშია შერეული.
  • ლიმონის ქერქს გააცალეთ თეთრი ნაწილი 2-3 მმ სისქეზე. დაიდეთ საფეთქლებზე სველი მხრიდან. მალე მის ქვეშ გაჩნდება წითელი ლაქა, რომელიც წვას და ქავილს დაიწყებს, ტკივილი კი გაქრება.
  • ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მდოგვის საფენის გაკეთება კეფაზე, საფეთქლებზე ან ფეხის გულებზე.
  • ცხელ წყალში ჩაყავით ხელები იდაყვებამდე, სანამ ტკივილი არ გაქრება. დროდადრო ცხელი წყალი ჩაამატეთ.
  • 1 ჭიქა მაგარი მწვანე ჩაი კარგად ხსნის თავის ტკივილს.
  • თუ თავის ტკივილი ძალიან ძლიერია, კარგად დაფხვნილი ქრისტესისხლა შეურიეთ ვარდის ზეთს და ძმარს და წაისვით ეს ნარევი საფეთქლებზე, თავი კი წინასწარ მარილიანი წყლით დაიბანეთ.
  • დაიდეთ შუბლზე ბეგქონდარას ფოთლები. ბეგქონდარას  ნახარშით თავის დასველება კარგია მეხსიერების დაკარგვისას.
  • ნებისმიერი სახის თავის ტკივილის დროს კარგია სამკურნალო ბარისპირას ყნოსვა ან მისი ნაყენის დამზადება.
  • 1 თვის განმავლობაში ყოველდღე თითო ნუშის მიღება ააქტიურებს მეხსიერებას.
  • ასევე კარგია საკვებში ნიგვზის, ქიშმიშის და ლეღვის გამოყენება.
  • ტვინის გადაღლის დროს კარგია მივიღოთ დილით 3 მწიფე ვაშლი.
  • თავის ტკივილის დროს აიღეთ 2 ს.კ. დაქუცმაცებული იასამნის ყვავილები და შეურიეთ ამდენივე კარაქთან. მალამო შეიზილეთ შუბლზე და საფეთქლებზე.
  • ღვიის ნაყოფის ფხვნილი იყნოსეთ ძლიერი თავის ტკივილის დროს.
  • ქალებმა, რომლებსაც თავის ტკივილი აწუხებთ, კრიტიკული დღეების წინ უნდა სვან ფურისულას ჩაი და არამარტო ამ პერიოდში, არამედ რამდენიმე თვის მანძილზე 3-ჯერ დღეში.
  • თუ თავის ტკივილი კლიმაქსის პერიოდთან არის დაკავშირებული, სვით კრაზანას, მარმუჭის, ბარაბოს, სვიის გირჩების ნარევის ჩაი, აღებული ერთნაირი თანაფარდობით.
  • ხანგრძლივი თავის ტკივილების დროს დღეში ერთხელ მიიღეთ 5 წვეთი ალოე. კურსი 2 კვირაა.
  • ნაძვის მწვანე დაქუცმაცებული გირჩებისგან მოამზადეთ ჩაი. მიიღეთ ინსულტისა და დამბლისკენ მიდრეკილობის დროს, ქრონიკული ხველების დროს და გონების დაკარგვის დროს.
  • თუ დილაობით, უზმოზე მიირთმევთ როზმარინის ახალ ყვავილებს და ფოთლებს პურთან ერთად, ყველაზე უფრო დიდი ხნის თავი ტკივილიც კი გაივლის, გაუმჯობესდება მხედველობაც.
  • თავის, ტვინის, სისხლძარღვების მუშაობის გასაუმჯობესებლად დღეში 4-5-ჯერ მიირთვით 1 ჩაის კოვზი გამხმარი ბარდის თესლი, მიაყოლეთ თბილი წყალი.
  • ჰაიმორიტის დროს თავის ტკივილისას წყალში გახსენით კოჭას ფხვნილი, რომ მიიღოთ თხელი ფაფა. დაიდეთ ის საფეთქლებზე, შუბლზე და ღაწვებზე და გაიჩერეთ ტკივილის შეწყვეტამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!