Connect with us

ჯანმრთელობა

ნივთიერებათა ცვლა, როგორც 10 წლის წინ. 57 წლის ასაკში ზედმეტი 5 კგ-ის და შეშუპების მოშორება შევძელი

ნივთიერებათა ცვლა, როგორც 10 წლის წინ. 57 წლის ასაკში ზედმეტი 5 კგ-ის და შეშუპების მოშორება შევძელი

როგორც ცნობილია, წონის დაკლება დიდწილად თქვენი მეტაბოლიზმის სიჩქარეზე არის დამოკიდებული. ნივთიერებათა ცვლა ძილის დროსაც რომ დააჩქაროთ, შეგიძლიათ მარტივი ინგრედიენტებისგან შემდგარი კოქტეილი მოამზადოთ.

ძილის წინ ასეთი სასმელის დალევით სასურველ შედეგს და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას გაცილებით სწრაფად შეძლებთ.

ამ კოქტეილის გამოყენებით არა მხოლოდ ჭარბი წონა გაქრება, არამედ დაგროვებულ წიდებსაც მოიშორებთ, დეტოქსიკაციის ხარჯზე კი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდება.

გასახდომი სასმელი ლიმონისგან

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი
  • 1 ჩ/კ კოჭის ფხვნილი
  • 1 ჩ/კ ალოეს წვენი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 მწიკვი დარიჩინი
  • 0,5 ლ წყალი

მომზადება:

1. ოხრახუში და ლიმონი დააბლენდერეთ.

2. მდუღარე წყლით სავსე ქვაბს დაქუცმაცებული ლიმონი და ოხრახუში, ასევე კოჭის ფხვნილი და დარიჩინი დაუმატეთ.

3. ხარშეთ 5-10 წუთით.

4. გადაწურეთ და სასმელი გააგრილეთ. ალოეს წვენი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

რეკომენდებულია, სასმელი მაცივარში შეინახოთ. ის დღეში ერთხელ, ძილის წინ 150-200 მლ დალიეთ. ასე ღამით ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებთ და უკვე ერთ კვირაში თვალშისაცემ შედეგს დაინახავთ!

ამ სასმელის ინგრედიენტები შემთხვევით შერჩეული არაა. ლიმონი საჭმლის მონელებას ასტიმულირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ძილის წინ კუჭში მძიმე საკვები არ დარჩეს, რადგან მისი მონელება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.

ოხრახუში ცნობილი შარდმდენი საშუალებაა. ის შეშუპებას და უჯრედთაშორის სითხის რაოდენობას შეამცირებს.

კოჭა შეიცავს გინგეროლს, რომელიც საჭმლის მონელების დაჩქარებას ხელს უწყობს და ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებს. ფესვების ანთების საწინააღმდეგო თვისებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში დარღვევას აღმოფხვრის, ასევე მსხვილ ნაწლავში პარაზიტებს და წიდებს მოგაშორებთ.

ალოე შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც რბილი ლაქტაციის ეფექტი აქვს. ის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლის სეკრეციას ააქტიურებს: ეს მადის ნორმალურად დაქვეითების საშუალებას იძლევა.

ახლა უკვე იცით, წონაში დასაკლებად ნივთიერებათა ცვლა როგორ დააჩქაროთ. ეს განსაკუთრებით აქტუალური 40 წლის ასაკშია, როცა ნივთიერებათა ცვლა ნელდება და პრობლემურ ადგილებში ზედმეტი ცხიმის დაგროვება იწყება.

მეტაბოლიზმის დაჩქარება მოხდენილ ფორმებს უფრო მალე დაგიბრუნებთ, ვიდრე მტანჯველი დიეტები, რომლის ეფექტიც დიდხანს არ ნარჩუნდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.