ჯანმრთელობა
ნატურალური მალამო სახსრებისა და მუხლების ტკივილს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ. შვება მხოლოდ ამ საშუალებაში ვნახე
სახსრების ტკივილი ძალიან ძლიერი და მტკივნეულია. ჩვეულებრივ მას მუხლების, მხრების იდაყვების მიდამოში ვგრძნობთ.
ეს ტკივილი 40 წლის შემდეგ საკმაოდ ხშირი მოვლენაა და ბევრი მას ორგანიზმის დაბერების ნიშნად ღებულობს. თუმცა, თუ 25 ან 30 წლის ხართ და ტკივილს გრძნობთ, მაშინ რას ადანაშაულებთ?
სახსრების ტკივილის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სახსრების დაძაბულობასთან, მოტეხილობასთან, რევმატიზმთან, დაზიანებასა და ართრიტთან. მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სახსრების ტკივილის მოშორების მეთოდი იპოვოთ.
რეცეპტი, რომლის მომზადებას სახლში შეძლებთ, სახსრების ტკივილის პირველივე გამოყენების შემდეგ შეგიმსუბუქებთ.
ეს ძველი, ხალხური რეცეპტი მარტივ ინგრედიენტებს მოიცავს, რომელთა პოვნას სახლში ყველა შეძლებს.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი
- 1 ს/კ წყალი
- 1 ს/კ წვრილი ზღვის მარილი
- 1 ს/კ ნატურალური თაფლი
ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
გამოყენება:
1. ნარევი მტკივნეულ სახსარზე დაიდეთ. მასზე პოლიეთილენის პარკი დაიფარეთ და თბილი შარფით შეიხვიეთ. კარგი იქნება, თუ ბამბის ქსოვილს გამოიყენებთ.
1,5-2 საათით გაიჩერეთ. გაითვალისწინეთ, რომ სჯობს ძილის წინ გაიკეთოთ, რომ ნარევის გამოყენების შემდეგ სახსრებმა დასვენება შეძლონ.
2. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურა შეგიძლიათ 4-5 დღე ზედიზედ გაიმეოროთ, თუ ეს საჭიროა.
3. ამ ძლიერი ნარევის პირველივე გამოყენების შემდეგ ეფექტს აუცილებლად იგრძნობთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცესი გაიმეორეთ. ნარევი შეგიძლიათ მომზადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიყენოთ. მალამო მაცივარში, ქვედა თაროზე შეინახეთ და გამოყენების წინ გააცხელეთ. ცივი ნარევის გამოყენება არ ღირს.
4. მთავარი ინგრედიენტი არის მდოგვი. თუ თავი გტკივათ, ნარევი საფეთქელსა და შუბლზე წაისვით და ტკივილი დაგავიწყდებათ. თუ ყელი გტკივათ ან გაციებული ხართ, 1 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი გადაყლაპეთ. უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებით. ეს ნარევი ნამდვილად სასწაულს ახდენს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.