ჯანმრთელობა
ნატურალური კალციუმი ფარისებრი ჯირკვლის, სისხლისა და სახსრების პრობლემების წინააღმდეგ
კვერცხი – ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური პროდუქტია. მისი გამოყენება შეიძლება უამრავ კერძში.
თუმცა, იცოდით, რომ კვერცხის გარსიც სასარგებლოა ჩვენთვის? მისი ნაჭუჭი შეიცავს კალციუმის მაღალ კონცენტრაციას, ამიტომ მას ბევრი იყენებს უნიკალურ საკვებ დანამატად, განსაკუთრებით, რძის პროდუქტების ნაკლები მოხმარების დროს.
კვერცხის ნაჭუჭის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ 1 კვერცხის ნაჭუჭი 750-800 გ კალციუმს შეიცავს. ამ მინერალის ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში არის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა. ეს დაავადება განსაკუთრებით აქტუალურია ქალებში, მენოპაუზის შემდეგ.
კალციუმი ასტიმულირებს ძვლის ტვინში უჯრედების წარმოქმნას, ებრძვის ქოლესტერინს და არეგულირებს სისხლის წნევას. თუმცა, კალციუმის გარდა, რომელიც კვერცხის ნაჭუჭის ძირითადი შემადგენელი ელემენტია, იგი შეიცავს რკინას, სპილენძს, ფტორს, ფოსფორს, თუთიას, მარგანეცსა და ქრომს.
ბევრი ექსპერტი გვირჩევს, დღეში 1.5-3 გ ნაჭუჭის მიღებას ორგანიზმში მიკროელემენტების მარაგის შესავსებად, რათა გავთავისუფლდეთ სახსრების ტკივილისგან და გავაძლიეროთ ძვლოვანი სისტემა.
კვერცხის ნაჭუჭის სასარგებლო თვისებები
1. ამსუბუქებს გასტრიტისა და წყლულის სიმპტომებს
ამ დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად, დააფქვიეთ რამდენიმე კვერცხის ნაჭუჭი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მათი წინასწარ გულმოდგინედ გარეცხვა. აიღეთ მიღებული 1/4 ჩ.კ. ფხვნილი და შეურიეთ 2 ს.კ. რძე. მიიღეთ ეს საშუალება დღეში ორჯერ, ერთი ულუფა დილით, უზმოზე, ხოლო მეორე – ძილის წინ.
2. აძლიერებს იმუნიტეტს და წმენდს სისხლს
აიღეთ 6 კვერცხის ნაჭუჭი, კარგად გარეცხეთ და დააფქვიეთ, შემდეგ მოათავსეთ ნაჭუჭი 3 ლ წყლით სავსე ჭურჭელში. შეინახეთ კონტეინერი მაცივარში ერთი კვირით, რათა წყალმა კვერცხის ნაჭუჭის თვისებები მიიღოს. 1 კვირაში დაიწყეთ ამ სასმლის მიღება, დღეში 2-3 ჭიქის ოდენობით. შეგიძლიათ, არომატისთვის ლიმონის წვენი დაუმატოთ.
3. ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა
კვლევებით დადგინდა, რომ კალციუმი, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭისგან ვიღებთ, ძალიან სასარგებლოა მათთის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს. მიიღეთ ასეთი საშუალება: აიღეთ 8 კვერცხის ნაჭუჭი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და აქციეთ პუდრად, შემდეგ დაუმატეთ ფხვნილს 2 ლიმონის წვენი. შედგით მასა მაცივარში, სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება. როგორც კი მასა თხევადი გახდება, დაუმატეთ 1 ლ მაგარი ალკოჰოლი(კონიაკი, რახი, ვისკი ან ა.შ,) და 1 კგ თაფლი, მოურიეთ და გააჩერეთ 1 კვირით(შუშის მჭიდროდ დაცულ ქილაში, 1 კვირით).
მიიღეთ ეს წამალი სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ 1 ჩ.კ. ოდენობით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!