Connect with us

საკითხავი

ნაკბენების 15 სახეობა, რომელთა დროულად ამოცნობა მნიშვნელოვანია

სითბოს დადგომისთანავე ყველა ცოცხალი არსება იღვიძებს. ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის ნაკლებად სასიამოვნოა. რა ღირს მხოლოდ მომაბეზრებელი კოღოები ან უხილავი, მაგრამ საშიში ტკიპები. ჩვენი სისხლით ბევრი მწერი და სხვა არსება იკვებება. არიან ისეთებიც, რომლებიც ადამიანებს საფრთხის შეგრძნებისას კბენენ. როგორ მიხვდეთ, თუ რამ გიკბინათ ტყეში ყოფნისას? ამისთვის ნაკბენის სახეობებში უნდა ერკვეოდეთ.

ზოგჯერ შეშუპება და სიწითლე უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, თუმცა მალე შეიძლება დიდ პრობლემად გადაიქცეს, ან ყოველ უმნიშვნელო ქავილის გამომწვევ ბორცვზე ვდარდობთ და სერიოზულ საფრთხეზე ვეჭვობთ. დღეს Alltime-ს სტატიაში ყველაზე გავრცელებულ ნაკბენებს იპოვით, რომელთა დახმარებით სახიფათო და ჩვეულებრივი ნაკბენების განსხვავებას ისწავლით. ნახეთ, დაიმახსოვრეთ, შეინახეთ.

რომელი სახის ნაკბენი გვხვდება ყველაზე ხშირად

გველი

შხამიანი გველის ნაკბენს ხშირად ძლიერი, მზარდი ტკივილი ახლავს. კანზე ორი წითელი წერტილი, კბილების კვალი ჩანს. მათ ირგვლივ კანი გაწითლებულია და მალე შეშუპება გამოჩნდება. პირველ 20 წუთში დაზარებულის ჭრილობიდან შხამის ამოწოვა სჭირდება. შემდეგ ჭრილობის დეზინფექცია და სახვევის დადება. ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

თუ გველი შხამიანი არაა, კბენისას კანზე კბილოვანი ან წვრილი ზოლის ფორმის ჭრილობა დარჩება. უსიამოვნო შეგრძნებას, ტკივილს და შიშს იწვევს (ხომ გველმა გიკბინათ!). უბრალოდ ჭრილობა ანტისეპტიკური საშუალებით დაიმუშავეთ.

ფუტკარი

ფუტკარი ჭრილობაში ნესტარს ტოვებს, რომელიც შხამის გავრცელებას აგრძელებს. აუცილებლად ამოიღეთ, მაგრამ არა პინცეტით ან ფრჩხილებით. ასე ორგანიზმში უფრო მეტი შხამი ხვდება. პლასტმასის ბარათი ან დანის ბლაგვი მხარე გამოიყენეთ. უბრალოდ იმ ადგილას გადაატარეთ, სადაც ფუტკარმა გიკბინათ.

ონავარი

კბენას თან ახლავს ძლიერი ტკივილი. ნაკბენი ადგილი სწრაფად სივდება. თუ ხელზე გიკბინათ, დაუყონებლივ ყველა ბეჭედი მოიხსენით. შეშუპების შემდეგ კანში იჭრება. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში სასწრაფო დახმარება დაუყონებლივ გამოიძახეთ.

ბორა

მტკივნეული ნაკბენი, რომელიც სივდება, წითლდება და მაგრდება. ზოგჯერ ტემპერატურის მატებას იწვევს. დაზიანებული ადგილი მყისიერად თბილი საპნიანი წყლით დაიბანეთ. შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგი ან ბრილიანტის მწვანე გამოიყენოთ.

კოღო

მას ყველას იცნობს. ჩვეულებრივ, ნაკბენის ადგილას პატარა ბორცვი ჩნდება, რომელიც ქავილს და დისკომფორტს იწვევს. 1-3 დღეში გადადის.

რწყილი

გამონაყარი კოღოს ნაკბენს ჰგავს, მაგრამ ნაკბენის ცენტრში წითელ წერტილს დაინახავთ. ეს სპეციალური ხორთუმით კანის გახვრეტის კვალია, რომელსაც სისხლის საწოვად იყენებს. რწყილის ნერწყვში ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება არ შედის, ამიტომ მტკივნეულად იკბინება. უფრო ხშირად ცხოველებზე ცხოვრობს, ამიტომ შეიძლება სხვადასხვა დაავადების გადამტანი იყოს.

ბაღლინჯო

წინას ძალიან ჰგავს, მაგრამ ერთმანეთთან ახლოს არიან და ერთ დიდ წითელ ლაქას ჰგავს.

ქინქლები

კოღოებისგან განსხვავებით ქინქლები ხორცის ნაწილს კბენენ. მათი ნერწყვი შეიცავს შხამს, რომელსაც ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ჭრილობა გვექავება, წითლდება და ძლიერ სივდება. მდგომარეობის გაუმჯობესებას ყინულით და კომპრესებით შეძლებთ.

ტკიპა

ტკიპა ფაქტიურად კანში იჭრება. თავიდან ვერაფერს იგრძნობთ, მაგრამ მალე პარაზიტის გარშემო კანი გაწითლდება. როგორც კი ტკიპას აღმოაჩენთ, დაუყონებლივ ფრთხილად ამოიღეთ (არ გაწყვიტოთ). მწერი აუცილებლად ლაბორატიორაში წაიღეთ ანალიზის გასაკეთებლად.

ჭიანჭველები

რეაქცია განსხვავდება და მის სახეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, წითელი ჭიანჭველა კანში შხამს უშვებს, რომელიც წვას იწვევს. რიხტერის ჭიანჭველის ნაკბენზე კი წყლულები ჩნდება. მათი გასკდომა არ სცადოთ, ისინი სტერილურია. ასე შეიძლება სიტუაცია გაართულოთ.

ტილები

თუ თავსა და კისერზე ბევრი წითელი წერტილი შენიშნეთ, გამოდის ტილები გყავთ. რაც შეიძლება მალე მოიცილეთ.

ირმის ბუზი

ადამიანით იშვიათად იკვებება. ზოგჯერ მისი ნაკბენი იმდენად შეუმჩნეველია, რომ მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ ჩნდება. ხშირად ძალიან მტკივნეულია. ნაკბენის ადგილას კვანძები და სიწითლე ჩნდება, რომელიც შეიძლება 3 კვირა გაწუხებდეთ.

ობობები

უბრალო ობობის ნაკბენის შემდეგ კანზე ორი პატარა წერტილი რჩება, რომლებიც სწრაფად ქრება. აი, შხამიანი მწერი გაცილებით საშიშია. მისმა თავდასხმამ შეიძლება ძლიერი ანთება და ქსოვილების ნეკროზი გამოიწვიოს. დაზარალებულმა ბევრი წყალი უნდა დალიოს და სასწრაფოდ საავადმყოფოს მიმართოს. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი სახეობის ობობის ნაკბენი სასიკვდილოა.

მორიელი

მორიელთან შეხვედრა შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. ნაკბენის ირგვლივ კანი წითლდება, ცენტრი სივდება. მსუბუქ შემთხვევაში ფუტკრის ნაკბენს ჰგავს, მაგრამ მძიმე ვითარებაში შეიძლება ორგანოების მუშაობაში სერიოზული დარღვევა და სიკვდილი გამოიწვიოს. ისე უნდა იმოქმედოთ, როგორც გველის ნაკბენის დროს.

სკოლოპენდრა

მორიელისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ცენტრში ერთის ნაცვლად ორი წერტილია.

ახლა უკეთ გაარკვევთ, თუ რამ გიკბინათ და როგორ უნდა მოიქცეთ. ტყეში წასვლამდე კანი ტანსაცმლით დაფარეთ და ფეხებთან ყურადღებით დაიხედეთ. ბევრ არსებას თქვენი ისევე ეშინია, როგორც თქვენ მათი და თავდაცვას ცდილობენ. ამ სასარგებლო ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.