Connect with us

ჯანმრთელობა

მწვანე კაკალი სამკურნალოდ: სარგებელი, მკურნალობა, რეცეპტები…

მწვანე ბერძნული კაკლის ნაყენი არაყზე მდიდარია სამკურნალო თვისებებით. ძველი დროიდან, ასეთი ნაყენი ეფექტურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, რადგან იგი უამრავ დაავადებას ებრძვის, უბრალოდ საჭიროა უკუჩვენებების გათვალისწინება, დოზირებისა და მიღების ხანგრძლივობის მკაცრი დაცვა.

სამკურნალო თვისებები

ბერძნულ კაკლებს ყველაზე დიდი სამკურნალო ძალა აქვთ რძიანი სიმწიფის დროს, რადგან ამ პერიოდში იგი მაქსიმალურად სასარგებლო ქიმიურ ელემენტებს შეიცავს. ესენია:

  • იოდი – ავსებს ორგანიზმში მის დეფიციტს. ნედლეულის მომზადებისას, დაჭრილი ახალი კაკლები ამ ელემენტის სუნითაა გაჟღენთილი;
  • უგლონი – ამ ბუნებრივი ანტიბიოტიკის არსებობა განაპირობებს სოკოსსაწინააღმდეგო, ანტიპარაზიტულ, ბაქტერიციდულ მოქმედებას. ხელოვნური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, იგი არ ანადგურებს ნაწლავების მიკროფლორას და აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას;
  • ასკორბინის მჟავა – ამ ვიტამინის ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის რეზისტენტულობასა და საერთო ტონუსს, აახალგაზრდავებს ორგანიზმს;
  • B ჯგუფის ვიტამინები, პოლიუჯერი ცხიმები – ეს ნივთიერებები ზრდის შრომისუნარიანობას, განიჭებთ სიფხიზლეს, გეხმარებათ ნერვების დამშვიდებაში.

სამკურნალო სპირტიანი ნაყენი

ბერძნული კაკლის ნაყენი სპირტზე

  • აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის რადიაციის მიმართ რეზისტენტულობას;
  • აჩქარებს ორგანიზმის აღდგენას დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების შემდეგ;
  • ახდენს ანტიპარაზიტულ გავლენას, ებრძვის ბაქტერიებს;
  • აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, აჩერებს სისხლდენას, ახშობს ანთებით პროცესებს;
  • ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას;
  • ებრძვის კნტ-სა და შარდსასქესო ორგანოების დისფუნქციას.

უკუჩვენებები

  • ნებისმიერი სახის ალერგია;
  • ღვიძლისპრობლემები;
  • კანის დაავადებები;
  • მწვავე წყლულოვანი დაავადება;
  • თრომბის გაჩენისადმი წინასწარგანწყობილება(ვარიკოზი, თრომბოფლებიტი);
  • თირკმლების მძიმე პათოლოგია;
  • ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება, 12 წლამდე ასაკი.

გარდა ამისა, უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაშიც კი დაუშვებელია დოზირებისა და მიღების ხანგრძლივობის გადაჭარბება, რადგან იოდის ზომაზე დიდი რაოდენობით მიღება საშიშია და იწვევს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, ძილის დარღვევებსა და გამონაყარს კანზე.

მომზადება და გამოყენება

  1. შეაგროვეთ ახალგაზრდა ნაყოფი საჭირო პერიოდში და იყიდეთ ხარისხიანი არაყი(1 ლ არაყზე 30-40 კაკალია საჭირო).
  2. ჩაიცვით ხელთათმანები (კაკლის წენგო ხელებს ძალიან აბინძურებს და დაბანა რთულია) და დაჭერით თითოეული კაკალი 4 ნაწილად;
  3. ჩაყარეთ ნედლეული შუშის ქილაში, დაასხით არაყი, მჭიდროდ დაახურეთ და დადგით ბნელ ადგილას, პერიოდულად ანჯღრიეთ.
  4. 2 კვირაში ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ.

*გაითვალისწინეთ, რომ ეს სტატია მხოლოდ ინფორმაციული სტატუსის მატარებელია. ნებისმიერი დაავადების მკურნალობა უნდა მოხდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. ხალხური საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.