ჯანმრთელობა
მსხვილი ნაწლავის წმენდა ვაშლის მეშვეობით
ხორცი და სხვა ძნელად გადამუშავებადი პროდუქტი მსხვილ ნაწლავში ლორწოს დაგროვებას იწვევს. შედეგად ტოქსინები და შხამები ორგანიზმში გროვდება.
გაიწმინდეთ მსხვილი ნაწლავი ვაშლის დახმარებით
ნაწლავის ხილისა და ბოსტნეულის მეშვეობით გაწმენდით, მნიშვნელოვანია ბოჭკოს მაღალი შემცველობის მქონე ვარიანტები ავირჩიოთ, რომლებიც გასაკუთრებით დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ.
სწორი ნაწლავის წმენდვა, გამდიდრებულია საკვები ნივთიერებითა და ვიტამინებით, რომლებიც გამოდევნილ ტოქსინებს ანაცვლებენ. ამასთანავე ეს წმენდა თქვენს ორგანიზმს თავისი წონის აღდგენასა და ჭარბი კილოგრამების მოცილებაში ეხმარება.
აი რატომ არის ვაშლი არაჩვეულებრივი სწორი ნაწლავის წმენდვისთვის. ისინი სავსეა ხსნადი ბოჭკოთი და დანაყრების შეგრძნებას დიდხანს შეგინარჩუნებთ. ვაშლი უხსნად ბოჭკოსაც შეიცავს, რომელიც შეკრულობას ხსნის და არასაჭირო ნივთიერებების მოშორებაში გეხმარებათ.
სელის თესლი და ჩია მსხვილ ნაწლავს მავნე ნივთიერებებისგან ათავისუფლებს.
ამ წმენდვის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი სელის თესლია. ისინი სავსეა არაჩვეულებრივი ბოჭკოთი, რომელიც ნაწლავში საკვები ნივთიერებების შეწოვას უწყობს ხელს.
ამასთანავე, ის საკვების გადამუშავებას აუმჯობესებს და მსვილი ნაწლავის კიბოს რისკს ამცირებს. სელის თესლი ანტიოქსიდანტურ დაცვასაც ახორციელებს.
ამ რეცეფტში სელი ორ ფუნქციას ასრულებს. ის თქვენს გულს ომეგა 3-ს მიაწვდის და მასში არსებულ გულ სისხლძარღვთა დაავადებებს შეამცირებს.
ჩიას თესლი მდიდარია ბოჭკოთი, რომელიც ხელს უწყობს საკვების მომნელებელი სისტემის გამოჯანმრთელებას. ის მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი ტოქსინების გამოდევნის შემდეგ აითვისებენ.
შინაურული რეცეფტი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად
ინგრედიენტები:
1 კუბებად დაჭრილი ვაშლი, 1 ჩაის კოვზი სუფთა თაფლი (დასატკბობად), 1 სუფრის კოვზი ჩიას ორგანული თესლი, 1 სუფრის კოვზი ორგანული სელის თესლი (დაფქული სახით რათა უფრო იოლად გადამუშავდეს), 1 ჭიქა სუფთა წყალი.
ინსტრუქცია:
აურიეთ ყველა ინგრედიენტი – ჩიას გარდა. გადმოღვარეთ ჭიქაში და დაუმატეთ ჩია. კარგად აურიეთ სანამ ჩიას თესლი არ გაფუვდება (დაახლოებით 5 წუთი). დალიეთ და დატკბით ამ სასმლით ყოველდღე, ორი კვირიდან 1 თვემდე, დიდი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელ დიეტას.
რჩევა ნაწლავის მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებისთვის
თუ ბევრ ვაშლს ან ბოჭკოს შემცველ პროდუქტს მიირთმევთ, აუცილებლად ბევრი წყალი სვით.