Connect with us

ტესტები

მკითხაობა სურათებით: რა გელოდებათ 2020 წლის ოქტომბერში

სურათებზე მკითხაობა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რას მოგიტანთ შემოდგომის მე–2 თვე. ინტუიცია შეცდომებს არ უშვებს და დროული მინიშნება თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს მოიზიდავს.

თითოეული ადამიანი ცხოვრებაში საჭირო ცვლილებების მოზიდვას და საკუთარი თავის მოსმენას ისწავლის. სურათებზე მკითხაობა შესანიშნავი მეთოდია, რომ ინტუიცია გაავარჯიშოთ და გაიგოთ, რა გელოდებათ 2020 წლის ოქტომბერში. ექსპერტები გირჩევენ, რომ მოცემული ვარიანტებიდან ერთი ან რამდენიმე მოწონებული სურათი აირჩიოთ. სურათის აღწერა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რა სიურპრიზები მოგიმზადათ ბედმა. ამასთან დროული გაფრთხილება დაბრკოლებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

1. ოქტომბერში მომხდარი მოვლენები თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის. შემოდგომის მე–2 თვე ახალი მწვერვალების დასაპყრობად და თამამი იდეების გასახორციელებლად კარგი იქნება. წარმატება მათ მხარეს იქნება, ვინც საკუთარ ნიჭს სრულად იყენებს და ექსპერიმენტები არ აშინებს. სითამამე, ოპტიმიზმი და გამარჯვებისკენ სვლა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვასა და სანუკვარი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

2. ოქტომბერი წარმატებულად ჩაივლის, თუ საკუთარ თავს მოწყენის საშუალებას არ მისცემთ. მეგობრებთან ერთად დაჯდომა, ახალი ნაცნობების შეძენა და ზამთრისთვის მომზადება დაგეხმარებათ დარდის არიდებაში, ჰორიზონტების გაფართოებაში. პოზიტიური განწყობა და შემოდგომის ნათელი ფერები ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენებს მოიზიდავს და უსიამოვნებებს თავიდან აგაცილებთ.

3. ოქტომბერში ყურადღებიანი და ინტუიციას მიმდობი ხალხი ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდება და კეთილდღეობისკენ მიმავალ ახალ გზას იპოვის. ბედის ნიშნები დაგეხმარებათ დაბრკოლებები მარტივად გადალახოთ და გვერდი აუაროთ ხალხს, ვისაც სიტყვით ან ქცევით თქვენთვის ზიანის მოყენება სურს. ინტუიციის განვითარება დაგეხმარებათ, რომ შემდეგ სანანებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

4. ოქტომბერი ახალი ჩვევის შეძენის საშუალებას მოგცემთ, რაც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ბედის ნიშნების მიმართ ყურადღების მიქცევა და პასუხისმგებლობა უფლებას არ მოგცემთ, რომ შეცდომები დაუშვათ და პერსპექტიული შესაძლებლობები ხელიდან გაუშვათ. ახალი ცოდნა მომავალ მოქმედებას მიმართულებას მისცემს, ასევე პროფესიის შეცვლის ან საკუთარი ბიზნესის გახსნის სტიმულს მოგცემთ.

5. შემოდგომის მე–2 თვე – მოულოდნელი აღმოჩენების დროა. ოქტომბერში საკუთარი თავი და სურვილები უნდა იპოვოთ, რომ სხვების ნებაზე არ იაროთ და დასახულ მიზანს მიუახლოვდეთ. შემოდგომის მე–2 თვე სავსე იქნება სასიხარული ამბით და ახალი ნაცნობებით. ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება ბედნიერი ცხოვრების სახელმძღვანელო გახდეს. დეტალებზე ყურადღების მიქცევა დაგეხმარებათ, რომ ბედნიერება ხელიდან არ გაუშვათ.

6. ბედის მოულოდნელი საჩუქარი შეიძლება ოქტომბერში მიიღოთ, თუ გარემოს ყურადღებით დააკვირდებით და ფარული ნიშნები არ გამოგრჩებათ. თითოეული მოვლენა შეიძლება ის ძაფი გახდეს, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგიყვანთ. მიმართულების არჩევისას საკუთარ თავს მოუსმინეთ: შინაგანი ხმა შეცდომის დაშვების უფლებას არ მოგცემთ, ხოლო ინტუიცია მიგანიშნებთ, თუ წინ რა საფრთხე გელოდებათ.