ჯანმრთელობა
მისი სახელია „სოკოს მკვლელი“. საშუალება, რომელიც სოკოვანი ინფექციის მკურნალობისას ძალიან დამეხმარა
გაყვითლებული და აქერცლილი ფრჩხილის ფირფიტა, ბზარები და თითებს შორის ქავილი სოკოვანი ინფექციების ნიშნებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დედამიწაზე ყოველ მეხუთე ადამიანს ეს პრობლემა აწუხებს.
იმუნიტეტის შემცირება, მჭიდრო ფეხსაცმელი, ფეხის ჭარბი ოფლიანობა და ჭარბი წონა ინფექციის განვითარებას ხელს უწყობს. თუ ფრჩხილზე სოკო შენიშნეთ, დაუყონებლივ უნდა იმოქმედოთ!
გთავაზობთ სოკოს საწინააღმდეგო ხალხური მედიცინის ეფექტურ საშუალებას, რომელიც მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შედგება.
ეფექტური საშუალება ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგოდ
ჩვეულებრივი საკვები სოდა და ვაშლის ძმარი ნებისმიერ სამზარეულოში შეიძლება იპოვოთ. სწორედ მათი დახმარებით სოკოს სასიკვდილო დარტყმას მიაყენებთ.
ვაშლის ძმარი და თბილი წყალი პროპორციით 1:3 აურიეთ და ამ ხსნარში ფეხები 20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ფეხები შეიმშრალეთ. ტაშტში 2 ლ თბილი წყალი კვლავ ჩაასხით და მასში 2 ს/კ საკვები სოდა გახსენით. ამ აბაზანაში ფეხები 15 წუთით გაიჩერეთ. კარგად შეიმშრალეთ და სოკოთი დაზიანებული ფრჩხილი მოიშორეთ.
სოკოს ინფექციის დასამარცხებლად ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ, სანამ ჯანსაღი ფრჩხილი ზრდას არ დაიწყებს. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სოკო მჟავე გარემოში კვდება, ხოლო სოდა მის გავრცელებას ხელს უშლის.
უფრო მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში აბაზანის შემდეგ ფრჩხილებზე ჩაის ხის ზეთი წაისვით. ჩაის ხის ზეთი ეფექტური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა.