Connect with us

ჯანმრთელობა

მეცნიერები გეტყვიან, თუ რატომ არის ზამთარში გახდომა უფრო ეფექტური, ვიდრე ზაფხულში

თუ ორგანიზმს არ დააძინებთ და ივარჯიშებთ, ზამთარში უფრო მეტ კალორიას დაწვავთ, ვიდრე ზაფხულში. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მეცნიერების მოსაზრებებს, თუ რატომ სჯობს ზამთარში წონის დაკლებაზე დაფიქრდეთ.

წლის ცივ სეზონზე ჭარბი წონის მომატება ძალიან ადვილია: საახალწლო სუფრა, ხანგრძლივი ზამთრის საღამო ფინჯან კაკაოსთან და შოკოლადის ფილასთან ერთად, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი. როგორც კი ქუჩაში ოდნავ დათბება, ყველა ვარჯიშს ჩქარობს – ცდილობენ, რომ სხეულის ფორმები წესრიგში მოიყვანონ.

არადა, თუ გაზაფხულს არ დაელოდებით და სპორტით დაკავდებით, უფრო შთამბეჭდავ შედეგს მიიღებთ. ახლახანს ჩატარებული კვლევით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ზამთარში ვარჯიშისას უფრო მეტი კალორიები იწვება, ვიდრე ზაფხულში.

ექსპერიმენტში 53 ადამიანი მონაწილეობდა: ქალები და კაცები ვაიომინგში (აშშ) სუფთა ჰაერზე რეგულარულად ვარჯიშობდნენ. ამასთან გარეთ -14–დან -23 გრადუსამდე ტემპერატურა იყო. შედეგად 34%–ით უფრო მეტი კალორია დაწვეს, ვიდრე გაზაფხულზე ვარჯიშის დროს.

„სიცივე ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს“ – განმარტავს კარა ოკობოკი, ერთ–ერთი მკვლევარი. „ადამიანი უფრო მეტ კალორიას წვავს თერმოგენეზის დროს – ორგანიზმის უნარი მუდმივად სხეულის ტემპერატურა შეინარჩუნოს“.

ზამთარში სპორტით დაკავება სახიფათოა იმით, რომ ადამიანები ვარჯიშის შემდეგ შიმშილს უფრო მეტად გრძნობენ და შედეგად შეიძლება უფრო მეტი ჭამონ, ვიდრე დახარჯონ. ეს უნდა გაითვალისწინოთ და თავი ხელში აიყვანოთ.

თუ ზამთარში, სუფთა ჰაერზე ვარჯიში თქვენთვის არაა, მეცნიერები გირჩევენ მინიმუმ გრილ ოთახში მაინც დაიძინოთ, რომ ცივმა ჰაერმა ნივთიერებათა ცვლას ხელი შეუწყოს.