ჯანმრთელობა
მესამე ზედმეტია: როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს კუჭ-ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში
კუჭ ნაწლავის პრობლემები თავს მოულოდნელად გვახსენებენ. თითქოს ყველაფერი რიგზეა მაგრამ უეცრად ბანკის რიგში, მუშაობის პორცესში ან რომანტიულ შეხვედრაზე მუცლის ტკივილი გვახსნებს თავს. როგორ ავუხსნათ უფროსს სამუშაზე არ მისვლის მიზეზი ან რატომ ვცვლით გეგმებს ასე მოულოდნელად? მოკლედ რომ ვთქვათ დიარეა საკმაოდ დიდი პრობლემაა, ამ სტატიაში კი ამ პრობლემის მიზეზებსა და მისი გადაწყვეტის გზებზე წაიკითხავთ.
მიზეზები
დიარეა გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ყოველ წელს დაახლოებით 2 მილიონი შემთხვევარეგისტრირდება. მისი ამოცნობა მარტივია: ტუალეტში გასვლა ხშირდება, მუცელში კი მტკივნეული შეგრძნებები ჩდება. პრობლემის გადაწყვეტა კი სწრაფად უნდა მოახერხოთ. დასაწყისისთვის გააანალიზეთ თქვენი უახლოესი ქმედებები და გაარკვიეთ რომელ ფაქტორს შეეძლო დიარეის პროვოცირება.
ანტიბიოტიკების მიღება
ანტიბიოტიკებით მკურნალობისას ხდება პროცესები რომლებიც მავნე ბაქტერიების ზრდას უწყობენ ხელს. ისინი ტოქსინებს გამოყოფენ და ანთებას იწვევენ, შედეგად კი ძალიან უსიამოვნო უკუჩვენებას ვიღებთ დიარეის სახით. ანტიბიოტიკების მიღების დროს სასურველია ისეთი პრეპარატები მიიღოთ რომლებიც მკურნალობის პროცესში უკუჩვენებების გამოვლენას აგვარიდებენ თავიდან.
ნაწლავის ინფექცია
დაინფიცირება ორგანიზმში გამაღიზიანებელი ინფექციის მოხვედრით ხდება, მაგალითად საკვებით, წყლით ან ჭუჭყიანი ხელით. ამიტომ დაიცავით ჰიგიენის წესები და ხშირად დაიბანეთ ხელები.როდესაც მიკრობები ნაწლვაში ხვდებიან, გამრავლებას იწყებენ, გამოყოფოენ ტოქსინებს და ნაწლავში ანთებას იწვევენ – ამის შედეგად ჩნდება ღებინება, დიარეა და თუ ის ძლიერი ფორმით იქება შესაძლოა ორგანიზმის გაუწყლოვნებაც გამოიწვიოს.
სტრესი
დიახ, თქვენ წარმოდგენაც არ შეგიძლიათ თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სტრესს თქვენს ორგანიზმზე და მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზეც. გამოცდის ჩაბარების წინ არსებული ენრვიულობა, სამსახურში ანგარისის წარდგენის წინ ან სასიყვარულო სფეროში არსებული სტრესი თავისუფლად შეიძლება ნაწლავის გაღიზიანების მაპროვოცირებელი მიზეზი გახდეს. ეცადეთ გაუმკლავდეთ მღელვარებას და თქვენს კუჭ-ნაწლავს საქმე არ გაურთულოთ.
კვების რაციონის და კლიმატის ცვლილება
ორგანიზმი ეჩვევა თქვენს რაციონს და შესაბამისად სადმე გამგზავრების შემდეგ მისი ცვლილებისას შეიძება დისკომფორტი იგრძNოთ. ეკზოტიკური საკვები ან წყლის დაბალი ხარისხი დიარეის პროვოცირებას იწვევს. იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს – ეცადეთ ჩვეულ რაციონს მისდიოთ.
გადაწყვეტა
მიირთვით მეტი სუფთა წყალი და ჯანმრთელი რაციონი შეადგინეთ. გახსოვდეთ, რომ დიარეასთან და მის მიზეზებთან ბრძოლისას პრობიოტიკები და პრებიოტიკები დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ პრეპარატებს რომლებიც დიარეისა და მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკას ახდენენ, განსაკუთრებით კი გაციების სეზონებზე.