Connect with us

სახლი და დიზაინი

მეზობელი ტყეში გირჩებს აგროვებს, სახლში ტომრით მოაქვს და ეზოში სასწაულ ნივთებს ქმნის

თუ ხელნაკეთი ნივთების გაკეთება გიყვართ, დროა გირჩები შეაგროვოთ და საშემოდგომო დეკორის გასაკეთებლად მოემზადოთ. ასეთი საქმე ბავშვებთან ერთად უფრო სასიამოვნო და სახალისოა.

გირჩები

Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, როგორ გამოიყენოთ გირჩი ლამაზი დეკორის გასაფორმებლად, რომელიც როგორც ბაღს, ასევე სახლის ინტერიერს დაამშვენებს. დეკორისთვის როგორც ნაძვის და ფიჭვის გირჩები, ასევე სხვა გამოგადგებათ. ხელნაკეთი ნივთის შესაქმნელად დაგჭირდებათ ცოტა დრო, სულ ცოტა სურვილი და, რა თქმა უნდა, ათობით გირჩი.

აი, ასე ლამაზად შეგიძლიათ გააფორმოთ თქვენი ბაღი გირჩებით!

რომელი გირჩი გამოიყენოთ? თუ დეკორის შესაქმნელად დახურული გირჩი გჭირდებათ, შემოდგომაზე მისი შეგროვება დაიწყეთ. ამ პერიოდში გირჩი ჯერ კიდევ სველია და თესლები ფარფლების მიღმა დაფარულია. თუ გახსნილი გირჩი გსურთ (მისი ფარფლები გახსნილია, თესლი აღარ აქვს და ფორმას აღარ შეიცვლის), გაზაფხულზე შეაგროვეთ. თუმცა შეგიძლიათ სეზონს არ დაელოდოთ და ხელოვნურად გაახმოთ.

როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ასეთი ლამაზი გირჩების თაიგულის შექმნას? აი, რამდენიმე იდეა:

თუ ხელოვნური წიწვი არ მოგწონთ და აქსესუარის წლები გამოყენება გსურთ, მაშინ გირჩების გვირგვინი გააკეთეთ.

თუ მინიმალიზმი თქვენი სტილია, ასეთი სადა და დახვეწილი ვარიანტი თქვენთვისაა!

გათეთრებული გირჩებით ულამაზესი კომპოზიცია შეგიძლიათ შექმნათ.

გირჩების შესაღებად თხელ ფარფლიანი გირჩები გამოიყენეთ, რომელიც ადვილად თეთრდება. გირჩების გასათეთრებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ლ მათეთრებელი (აუცილებლად ქლორის შემცველი)
  • გირჩები
  • ემალის ან ალუმინის ვედრო
  • სიმძიმე (მაგალითად, აგური, დიდი ქვა)
  • დამცავი საშუალება (ნიღაბი და ხელთათმანი)

მოქმედების წესი:

  1. გირჩებით ვედროში ჩააწყვეთ და მათეთრებელი დაასხით.
  2. გირჩები ზემოთ რომ არ ამოვიდეს, თეფში დააფარეთ და ზემოდან სიმძიმე დაადეთ.
  3. ხსნარში ერთი დღე (ან უფრო დიდხანს) გააჩერეთ.
  4. ვადის გასვლის შემდეგ, როგორც კი გირჩი საჭირო ფერს მიიღებს, გამდინარე წყალი კარგად გაავლეთ და გასაშრობად გაფინეთ, რომ ფარფლები გაიშალოს.
  5. უსიამოვნო სუნის შემთხვევაში წყლის და ნაძვის ხის ეთერზეთის ნარევით დანამეთ. ასე სუნს სწრაფად მოიშორებთ.
  6. ასეთი დეკორატიული გირჩები შეგიძლიათ ლამაზ ლარნაკში ჩააწყოთ, ატლასის ლენტი შემოახვიოთ და ნაძვზე დაკიდოთ ან საახალწლო ნაკეთობებისთვის გამოიყენოთ.

გირჩები ნებისმიერ ინტერიერს ბუნებრივ სილამაზეს მატებს. კიდევ ერთი უჩვეულო იდეა გირჩების გამოსაყენებლად: კედლის საათი, რომელიც ფიჭვის გირჩებით და თეთრი, გლუვი ეპოქსიდის ფისით არის დამზადებული.

გირჩებით აწყობილი ნაძვის ხე ინტერიერს დაამშვენებს, განწყობას აგიმაღლებთ და ბავშვებს გაახარებთ. შეგიძლიათ საახალწლო საჩუქრად გამოიყენოთ.

გირჩებით შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად ხელნაკეთი ნივთები შექმნათ. მაგალითად, ქვემოთ მოცემული ზღარბის მსგავსი.

დაგჭირდებათ:

  • მუყაო
  • ფერადი ქაღალდი
  • მორბენალი თვალები
  • მარკერები
  • გირჩები
  • წებო

მუყაოზე წრე მოხაზეთ, ცოტა სიფართე დატოვეთ და ამოჭერით. შავი ქაღალდიდან პატარა გული ამოჭერით, თეთრი ქაღალდიდან ცოტა დიდი გული. მუყაოზე დააწებეთ, ესაა ცხვირი და პირი. თვალები მიაწებეთ. ახლა ყურები გამოჭერით და მიამაგრეთ. წრეზე გირჩები მიაწებეთ.

პლასტელინით და გირჩებით შეგიძლიათ გააკეთოთ საყვარელი ბუები ან სასაცილო თაგვი ან რომელიმე სხვა ცხოველი თუ ფრინველი.

ასეთი გირჩების თაიგული თქვენს მისაღებ ოთახს ან სამზარეულოს გაალამაზებს.

რედაქციისგან

გირჩები შესანიშნავი მასალაა, რომ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და საოცარი ხელნაკეთი ნივთები შექმნათ. თან გირჩებს სასიამოვნო არომატი აქვს. თუ ეზოთერიკოსებს დავუჯერებთ, გირჩებს კეთილდღეობის არომატი აქვს. ასევე ურბანული სინდრომის ანტიტოდია. დამწუხრება და ყალბი ღიმილი მატერიალურ სიდუხჭირეს იწვევს. გირჩის ეთერზეთი ცხოვრების ხალის და, შესაბამისად, კეთილდღეობას დაგიბრუნებთ.