Connect with us

ტესტები

მარტივი ტესტი: ეს სურათი გეტყვით, რამდენად ბოროტი ან კეთილი ადამიანი ხართ

როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს, დამდგარ წყალში უფრო მეტი ბაცილებია. მართლაც ასეა. იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება ადამიანის სულში, მასთან ურთიერთობის გარკვეულ დონეს უნდა მიაღწიოთ. კიდევ უფრო რთულია საკუთარი თავის შეცნობა. თვითჩაღრმავება უსარგებლო საქმეა. Alltime.ge საინტერესო ტესტის გავლას გირჩევთ. შესაძლოა მისი დახმარებით გაიგოთ, რამდენიმე პროცენტი სიკეთე და ბოროტებაა თქვენში. სურათს ყურადღებით დააკვირდით. პირველად რამ მიიზიდა თქვენი ყურადღება? წაიკითხეთ სიმბოლოების გაშიფვრა!

თუ დაინახეთ:

კაცის თავი

თქვენში 80% სიკეთე და 20% ბოროტებაა. შესანიშნავად დაბალანსებული პიროვნება ხართ. კეთილ, მხიარულ და კომუნიკაბელურ ადამიანად გიცნობენ. მეგობრები თქვენს ამ თვისებებზე უბრალოდ გიჟდებიან. ახლობლებს რთულ წუთებში თქვენი იმედი აქვთ. ამავდროულად შეგიძლიათ „არას“ თქმა და სხვებს მანიპულირების უფლებას არ აძლევთ. მაწყენარს საკადრის პასუხს სცემთ.

გემი

100% ბოროტი ადამიანი ხართ! ნამდვილი ბოროტების განსახიერება! როგორც მინიმუმ, სხვები ასე გთვლიან. ეს იმის გამო, რომ სიმართლის პირში მთქმელი ხართ. გულწრფელად თვლით, რომ ჯანსაღი კრიტიკა ადამიანს უკეთესს ხდის, მაგრამ ნაცნობებმა ამის გამო შეიძლება შეგიძულონ.

საკმაოდ მკაცრი ხართ, მაგრამ თქვენი მეთოდები გამართლებულია, რადგან ხშირად კარგი შედეგების მიღწევა მხოლოდ საკუთარ თავზე გადაბიჯებით შეიძლება. წარმატებული და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ეს კი მოშურნეებს აბრაზებთ.

ზღვა

100%–ით კეთილი ადამიანი ხართ. საკმაოდ ნაზი ბუნება გაქვთ და მთელი ძალებით კონფლიქტის თავიდან აცილებას ცდილობთ. მაშინაც კი, თუ მარჯვენა ლოყაზე გაგარტყეს, მშვიდად მეორე ლოყას უშვერთ. ყოველთვის მზად ხართ, რომ სხვებს დაეხმაროთ. მოკლედ, სხვები თქვენი გამორჩეული სიკეთით ეგოისტურად სარგებლობენ.