Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი საშუალება მაღალ წნევას ამცირებს და თავის ტკივილს აქრობს

Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ თავის ტკივილის და მაღალი წნევის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას ერთ–ერთი მკითხველის გამოცდილების მაგალითზე:

„მსურს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება თავის ტკივილის გასაქრობად. ერთ დროს წნევა ძლიერ მერყეობდა და თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი ძლიერ მტანჯავდა. ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, ხშირად გულისრევა და ღებინება ახლდა.

როცა არც ერთმა სააფთიაქო საშუალებამ მიშველა, ხალხურ მედიცინას მივმართე. იმ დროისთვის ტანჯვის შესაწყვეტად მზად ვიყავი ყველაფერი მეცადა.

ოდესღაც ჩემმა ნაცნობმა მარილიანი ხსნარით მკურნალობა მირჩია. მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არ მივაქციე, სისულელედ ჩავთვალე. როცა სხვა გზა არ დამრჩა, ცდა გადავწყვიტე. მინდა გითხრათ, რომ ეს ეფექტურია. რეცეპტი უბრალოდ შეუდარებელია.

დაგჭირდებათ:

  • 60-70 გრ გრადუსის 250 მლ წყალი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • ფართო მარლა

მომზადება და გამოყენება:

  1. მარილი წყალში გახსენით, 8%–იან ხსნარს მიიღებთ.
  2. სანამ ხსნარი გაცივდება, სახვევი მოამზადეთ. მარლა 8 ფენად გაკეცეთ ისე, რომ საფენის სიგანე შუბლის სიგანის ტოლი იყოს, ხოლო სიგრძე – თავის გარშემოწერილობის. შუბლი, ყურები და კეფა თბილი წყლით ნაჩქარევად დაიბანეთ. ამის შემდეგ საფენი მარილიან ხსნარში ჩაალბეთ და ოდნავ გაწურეთ, შემდეგ თავზე შემოიხვიეთ.
  3. კომპრესის ფიქსაციისთვის ბამბის პირსახოცი ან ქსოვილი გამოიყენეთ. ამის შემდეგ დაწექით და საფენი ტკივილის სრულად გაქრობამდე გაიჩერეთ. ტკივილი მალევე გაქრა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის სახვევი კიდევ 2 საათით გავიჩერე. ზოგადად, კომპრესი შეგიძლიათ 15 საათამდე გაიჩეროთ.

ყველაზე საინტერესოა, რომ ასეთი მარტივი მეთოდი წნევას სამუდამოდ არეგულირებს და თავის ტკივილს აქრობს. ამ მეთოდს რეკომენდაციას ვუწევ“.