Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი რეცეპტი სახსრების ტკივილისგან სწრაფად გაგათავისუფლებთ. შედეგი პირველი გამოყენებისთანავე

თუ 40 წელს გადასცილდით, თქვენი ორგანიზმი იწყებს დაბერების გვერდითი მოვლენების, მათ შორის, სახსრების ტკივილის გამოვლინებას. ტკივილი განსაკუთრებულად ეხება მუხლის, მხრებისა და იდაყვების სახსრებს და, ხშირად, ჩნდება ართრიტის, რევმატიზმის, მოტეხილობის, ზედმეტი დატვირთვისა და ტრავმების შედეგად.

არსებობს უამრავი აბი და მალამო, რომლებიც გვპირდება ტკივილის შემსუბუქებას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რამდენი ხნით იყენებთ მათ, ტკივილი მუდმივად ბრუნდება. ამასთან, ამ პრეპარატებს გვერდითი მოვლენებიც აქვს.

საბედნიეროდ, ხალხური მედიცინა გვთავაზობს ნატურალურ რეცეპტს, რომელიც ტკივილს მოგიხსნით პირველი გამოყენებისთანავე. რაც ყველაზე მეტად გვახარებს ისაა, რომ ამ რეცეპტისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი, დიდი ალბათობით, თქვენს სამზარეულოში მოიპოვება.

სახსრების სამკურნალო საშუალება

ინგრედიენტები

  • 100 გ მდოგვის ფხვნილი
  • 100 მლ ნატურალური თაფლი
  • 5 ს.კ. ზღვის ან ჰიმალაური მარილი

მომზადება და გამოყენება

  1. კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  2. მოათავსეთ მასა შუშის ქილაში.
  3. შეინახეთ საშუალება მაცივარში(3-4 თვის მანძილზე ინახება).
  4. დაიტანეთ მასა მტკივნეულ ადგილას, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით, ზემოდან გადაიხვიეთ თბილი შალის შარფი და გაიჩერეთ 1.5-2 საათით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, გაიშრეთ და შეიხვიეთ, დაწექით დასაძინებლად, რათა სახსრებმა დაისვენოს კომპრესის შემდეგ.
  5. გაიმეორეთ პროცედურა 4-5 დღის განმავლობაში, თუმცა, გაუმჯობესებას პირველი პროცედურის შემდეგ იგრძნობთ.

მდოგვს უამრავი უპირატესობა აქვს ჯანმრთელობისთვის. რეკომენდებულია დღეში სამჯერ, 1/3 ჩ.კ. მდოგვის მოხმარება საკვებად. შედეგად გაუმჯობესდება საჭმლის მონელება, მოიცილებთ მავნე ბაქტერიებს ნაწლავებიდან, გაააქტიურებთ სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა მიმოცვლას, ასევე, დაიცავთ ნაწლავებს ინფექციისგან.