Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი პროდუქტი სისხლძარღვებისთვის, წონაში დასაკლებად და სიმსივნის პროფილაქტიკისთვის

ამ მარცვლეულის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერება სისხლძარღვების კედლების გაძლიერებაში, წონის დაკლებასა და მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ. ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ის სიმსივნის პროფილაქტიკას ხელს უწყობს.

საქმე წიწიბურას ეხება. როგორც მინიმუმ, 7 მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა დაიწყოთ მისი ჭამა, თუ აქამდე მასზე უარს ამბობდით, ან რაციონში მისი რაოდენობა გაზარდოთ.

რით არის სასარგებლო წიწიბურა

1. ვირუსული და ინფექციური დაავადებების მკურნალობა

უძველესი დროიდან წიწიბურას ფაფას ექიმები პაციენტებს სურდოს დაავადების დროს უნიშნავდნენ. ეს წიწიბურაში შემავალი რუტინის დადებითი გავლენით არის განპირობებული. სურდოს დაავადების დროს სისხლძარღვების გარსის გამტარობა 10-ჯერ იზრდება და მასში დიდი რაოდენობით პათოგენები ხვდება. რუტინი სისხლძარღვების კედლების მთლიანობას აღადგენს, ამიტომ წიწიბურას სარგებელს თანამედროვე მედიცინა უკვე დიდი ხანია აღიარებს.

2. სისხლძარღვების მდგომარეობის გაუმჯობესება

რუტინი სისხლძარღვების კედლებს იმდენად კარგად აძლიერებს, რომ ამ კულტურას ფარმაცევტულ ინდუსტრიაში სამკურნალო პრეპარატების მისაღებად იყენებენ. წიწიბურა განსაკუთრებით სასარგებლოა ათეროსკლეროზის და შაქრიანი დიაბეტის დროს. წიწიბურას ფაფა ბუასილის, ვარიკოზის და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის დროს დაგეხმარებათ. კარტოფილის, პურის და სხვა მაღალნახშირწყლოვანი გარნირის წიწიბურათი რეგულარულად (კვირაში რამდენჯერმე) ჩანაცვლება განწყობას სერიოზულად გააუმჯობესებს.

3. დამხმარე საშუალება რკინადეფიციტური ანემიის დროს

სისხლში ჰემოგლობინის დეფიციტი ორგანიზმის ქსოვილების და უჯრედების ჟანგბადით შიმშილობას იწვევს. წიწიბურას მარცვლები რკინით მდიდარია, ამიტომ მისი მიღება ანემიის დროს რეკომენდებულია. წიწიბურას ხშირად მიღება რკინის დეფიციტის პროფილაქტიკასა და მსუბუქი დეფიციტის დროს რკინის გაზრდაში დაგეხმარებათ. მძიმე შემთხვევებში ექიმის დანიშნულებით მედიკამენტები მიიღეთ და რკინის შემცველი პროდუქტები, მათ შორის წიწიბურა, მიიღეთ.

4. დამხმარე საშუალება გასახდომად

დიდი ხანია ცნობილია, რომ წიწიბურა მკაცრი გასახდომი დიეტების მთავარი პროდუქტია. ის ძალიან ნოყიერი, დაბალ კალორიული და სასარგებლოა, მაგრამ მთელი ცხოვრება მხოლოდ წიწიბურას ფაფის ჭამა შეუძლებელია, ამიტომ როცა ასეთი ადამიანები სხვა პროდუქტების მოხმარებას იწყებენ, წონაში იმატებენ. ასე ნებისმიერი მონო დიეტის შემდეგ ხდება, რომელიც ჭარბ წონას ამცირებს, მაგრამ ორგანიზმს აზიანებს. წიწიბურას კერძი სჯობს სწორი კვების რაციონში მიიღოთ. ის ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტებით ამდიდრებს, სწრაფად დანაყრებას ხელს უწყობს და ჭარბ ცხიმს ნელ-ნელა მოგაშორებთ.

5. კვება ორსულებისთვის

ამ მარცვალში შედის ფოლიუმის მჟავის დიდი რაოდენობა, რომელიც მომავალი დედის და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით აუცილებელია, რადგან სისხლის წარმოქმნას ხელს უწყობს და ორგანიზმს არახელსაყრელი მავნე ზემოქმედების მიმართ უფრო გამძლეს ხდის.

6. რადიოაქტიურ გამოსხივებას აფერხებს

წიწიბურას მარცვალი დიდი რაოდენობით კალიუმს, ფოლიუმის მჟავას და სხვა მიკროელემენტებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმიდან რადიონუკლიდებს აქრობენ, იონურ გამოსხივებას ბლოკავენ და არახელსაყრელი ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებას აფერხებენ.

7. სიმსივნის პროფილაქტიკა

სპეციალისტები სწორედ წიწიბურაზე საუბრობენ, როგორც ახალწარმონაქმნის პროფილაქტიკის მთავარ პროდუქტზე. წიწიბურას დაბალანსებული და სასარგებლო ქიმიური შემადგენლობა მას ერთ-ერთ რეკომენდებულ პროდუქტად აქცევს, რომლის მიღებას ექიმები ონკოლოგიურ დაავადებებთან საბრძოლველად გირჩევენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.