Connect with us

თავის მოვლა

მარტივი ნიღაბი: აკნე და გამონაყარი უკან აღარ დაბრუნდება

შვრიის ფანტელები, როგორც რძე, ბუნებრივი ექსფოლიანტია და შემკვრელი თვისებები აქვს. სწორედ ამიტომ, ფორებს წმენდენ და ჭუჭყს აშორებენ, აკნეს გაჩენას აფერხებენ.

აკნე და გამონაყარი კანის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მოზარდების უმეტესობას აწუხებს და უფრო ნაკლებად უფროსებში გვხდება.

ჩვეულებრივ, გამონაყარი ფორების დახშობის შედეგია. ამას კანის ცხიმის ჭარბი წარმოება ან კანში ზოგიერთი ნივთიერების დაგროვება იწვევს. შედეგად, აკნე გარეგნობაზე გავლენას ახდენს, კანის მდგომარეობას აუარესებს და ადამიანში თვითშეფასების პრობლემებს იწვევს.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ პრობლემას იწვევს გამონაყარი ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი კომპანია სხვადასხვა სამკურნალო ხაზის წარმოებაზე მუშაობს. ამ პროდუქტების დახმარებით შეხორცების პროცესი ჩქარდება და სახე უფრო სუფთა და ლამაზი ხდება.

და მაინც, ალტერნატიული პროცედურები და ნატურალური საშუალებებისგან დამზადებული კოსმეტიკური პროდუქტები პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამასთან, ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით გვერდითი ეფექტები არ აქვს.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შვრიის ფანტელების და რძის ნიღაბს, როგორც 100%–ით ნატურალურ საშუალებას, რომელიც აკნეს პრობლემებს უმკლავდება.

ნიღაბი შვრიით და რძით აკნეს დასამარცხებლად

ასეული წლების განმავლობაში შვრია და რძე ბევრ ერში სილამაზის რიტუალის მთავარ ნაწილად ითვლება. ამ პროდუქტების ყველა სასარგებლო თვისებას იყენებენ, რომ დიდხანს ლამაზი და ბზინვარე კანი შეინარჩუნონ.

ამ ორი პროდუქტის კომბინაცია შემკვრელ და ამქერცლავ თვისებებს ფლობს, რომლებიც კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების და სხვა ჭუჭყის მოშორებას ამარტივებენ. ასევე ნიღაბი კანის ph დონეს არეგულირებს, რაც ჭარბ ცხიმს ამცირებს.

შვრიის სასარგებლო თვისებები

შვრია ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო მარცვლეულია, რომელსაც ბუნება გვთავაზობს. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, უჯრედისით და სხვა მნიშვნელოვანი ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან და გარედან კურნავენ.

ამის წყალობით სხვადასხვა კომერციული პროდუქტების აქტიურ კომპონენტად ხშირად გამოიყენება. შვრია დატენიანებას და შეხორცებას ხელს უწყობს, რაც კანის გარეგნობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

  • შვრიის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა მისი გამწმენდი თვისებაა. ფანტელები ფორებში დაგროვებულ მთელ ჭუჭყს და ტოქსინებს იდეალურად იწოვს.
  • შვრია კანზე ზრუნვაში გვეხმარება. განსაკუთრებული ცილების შემცველობით კანის ბუნებრივ ph დონეს არეგულირებს.
  • კანს ღრმად ატენიანებს, გაუწყლოებას აფერხებს და გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან იცავს.
  • უძველესი დროიდან ბუნებრივ ამქერცლავად იყენებენ. იდეალურია აკნეს, გამონაყარის, შავი წერტილების და სხვა დეფექტების სამკურნალოდ.

რძის სარგებელი

რძემჟავა, რომელსაც რძე შეიცავს, და ნატურალური ცხიმები საუკუნეების განმავლობაში კანის სხვადასხვა პრობლემის, მათ შორის აკნეს და დამწვრობის სამკურნალოდ გამოიყენება.

როგორც წინა ინგრედიენტი, რძეც სილამაზის კომერციულ პროდუქტებში ხშირად გამოიყენება. მის მკვებავ თვისებას სხვადასხვა ტიპის კანის მოსავლელად იყენებენ.

  • A ვიტამინს შეიცავს, რომელიც კანის გამოსაკვებად და აღსადგენად მნიშვნელოვანი ნივთიერებაა.
  • რძემჟავა კანს ატენიანებს, არბილებს და გლუვს ხდის.
  • რძეს პილინგის ეფექტი აქვს, რომელიც კანის მკვდარი უჯრედების და სხვა ჭუჭყის მოშორებას ხელს უწყობს.

რეკომენდებულია, რძეზე დაფუძნებული საშუალებები ზაფხულში არ გამოიყენოთ, რადგან რძემჟავა კანის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის უნარს ამცირებს.

როგორ მოვამზადოთ ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა (125 მლ) რძე
  •  2 ს/კ (20 გრ) შვრიის ფანტელები

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. დაფქული შვრიის ფანტელები და რძე აურიეთ, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ.
  2. სახე ჩვეული მეთოდით, საპნით და წყლით დაიბანეთ. ნიღაბი წაისვით. თვალის გარშემო კანთან ფრთხილად იყავით.
  3. მთელ სახეზე ნიღბის გადანაწილების შემდეგ 15 წუთით მოიცადეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. პროცედურა კვირაში 2-ჯერ გაიმეორეთ, რადგან ამ საშუალების მოქმედების შედეგი დაუყონებლივ არ ჩანს. შედეგისთვის რამდენიმე კვირა რეგულარულად გამოიყენეთ.

ამ ნიღაბს შეგიძლიათ ცოტა თაფლი დაუმატოთ, რომ ანტიბაქტერიული და შემახორცებელი მოქმედება შემატოთ.