Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი მეთოდი ტონომეტრის გარეშე არტერიული წნევის გასაზომად

ჰიპერტონიული ან ჰიპოტონიური დაავადებებით დაავადებულ ადამიანებს სახლში ტონომეტრი ყოველთვის აქვთ. მათ, ვისაც აქამდე წნევის რყევების პრობლემები არ აწუხებდათ, სავარაუდოდ, საზომი მოწყობილობა არ აქვთ. საერთოდ, ტონომეტრი შეიძლება ყოველთვის ხელთ არ გვქონდეს. არადა ცუდი განწყობისას, პირველ რიგში, არტერიული წნევის პრობლემა უნდა გამორიცხოთ. შეიძლება თუ არა არტერიული წნევის გაზომვა ტონომეტრის გარეშე.

შეიძლება! რა თქმა უნდა, ზუსტ შედეგს მხოლოდ მოწყობილობის დახმარებით გაიგებთ. აი, ნორმალური, მაღალი ან დაბალი წნევის განსაზღვრას მის გარეშეც შეძლებთ. მარტივი მეთოდით შეიარაღდით! Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაიზომოთ არტერიული წნევა ტონომეტრის გარეშე.

არტერიული წნევის განსაზღვრა ტონომეტრის გარეშე

1. სკამზე ან სავარძელზე დაჯექით, საზურგეს მიეყრდენით.

2. მოდუნდით, დამშვიდდით და მშვიდად სუნთქვა დაიწყეთ.

3. ახლა თითით პულსი გაიზომეთ. ამისთვის თითი წინამხრის არტერიას დააჭირეთ.

4. თუ პულსი გახშირებულია, გამოდის, არტერიული წნევა გაზრდილია. თუ შენელებულია, მაშინ წნევა შემცირებულია.

5. წნევის განსაზღვრა არტერიაზე შეხებით შეგიძლიათ. მაღალი წნევისას იგრძნობთ, რომ არტერია მკვრივია, ხოლო დაბალი წნევისას – რბილი.

თავის ტკივილი

კიდევ ერთი მეთოდი წნევის გასაზომად. მაღალი წნევისას ადამიანი საფეთქლებში ტკივილს, პულსაციას და ამ არეში „მოჭერას“ გრძნობს. გარდა ამისა, მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება თავბრუსხვევა ან ცხვირიდან სისხლდენა გამოიწვიოს. ზოგჯერ, მშფოთვარე შეგრძნება და ხელის კანკალი აღინიშნება.

დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანს თავი კეფის არეში ტკივა. შეიძლება აღინიშნებოდეს ძილიანობა, მოთენთილობა, გულისრევა.

წნევის განსაზღვრის შემდეგ შეგიძლიათ მიხვდეთ, თუ რომელი მედიკამენტი მიიღოთ გაწყობის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, სჯობს სახლში ყოველთვის იყოს ტონომეტრი და ზუსტი შედეგი იცოდეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!