Connect with us

თავის მოვლა

კუპრის საპონი „ბულდოგის ლოყების“ საწინააღმდეგოდ. ნაკეცებს კარგად აშორებს

ჩამოშვებული, ე.წ. „ბულდოგის ლოყების“ მოსაშორებლად კუპრის საპონი გამოიყენეთ.

  1. 1/8 კუპრის საპნის ფირფიტა წვრილ სახეხზე გახეხეთ, ნელ-ნელა წყალი დაუმატეთ და ააქაფეთ.
  2. კუპრის საპნის ქაფი სახეზე წაისვით. თვალის ირგვლივ კანს, კისრის და დეკოლტეს არეს მოერიდეთ.
  3. სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ, არ ჩამოიბანოთ, მე-2 სახის ქვედა ნაწილზე წაისვით. გაშრობამდე გაიჩერეთ. ძლიერი დაჭიმვის შეგრძნება გექნებათ.
  4. თბილი, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. კანზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.

თუ კანი მშრალი, ანთებისკენ მიდრეკილია, ქაფს 1 ს/კ არაჟანი ან ნაღები დაუმატეთ.

მნიშვნელოვანია! სანამ სახის ნიღაბს გამოიყენებთ, ნაზ კანზე გამოცადეთ. თვეში 1-2-ჯერ გაიკეთეთ, უფრო ხშირად არა.

არყის კუპრზე დაფუძნებული საპონი კანის ბევრ პრობლემას შესანიშნავად გაუმკლავდება. ის ანთებით პროცესებს, აკნეს, სიწითლეს და სხვა უსიამოვნებას გააქრობს. ასევე კუპრის საპონი ჭრილობების სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს: ის ლორწოს ახმობს და მას დეზინფექციას უკეთებს.

კანის სამკურნალოდ საპონი დღეში 2-ჯერ გამოიყენეთ, სახე კარგად დაიბანეთ. აუცილებლობის შემთხვევაში შხაპის გელი დაუმატეთ: კუპრი გაღიზიანებას, ძირმაგარას, ფსორიაზს გაუმკლავდება და გაფართოებულ ფორებს შეავიწროებს. გაპარსვის შემდეგ ინტიმურ ზონაში უსიამოვნო შეგრძნება სამუდამოდ დაგავიწყდებათ, თუ პროცესის დროს კუპრის საპონს გამოიყენებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.