Connect with us

ჯანმრთელობა

კუპრი ორგანიზმს განკურნავს. მკურნალობის ეფექტური მეთოდი

კუპრით მკურნალობის შედეგად ორგანიზმს და კანს გაწმენდთ. ზუსტად ნახევარი წლის წინ მომცეს რეცეპტი, რომლის შედეგით აღფრთოვანებული ვარ! უკვე კურსის ნახევარი გავიარე და შედეგად სუფთა კანი, აკნესგან 100 %-ით თავისუფალი სახე, იდეალურად ნაზი და ხავერდოვანი სხეულის კანი მაქვს.

თქვენ ყაბზობას დაივიწყებთ. წიდებს დაემშვიდობებით, რომლებიც ამ დრომდე მუცელს მოცულობას მატებდნენ! სახსრების ტკივილი და ჭარბი ოფლიანობა გაქრება.

  1. აფთიაქში არყის ხის კუპრი და პიპეტი შეიძინეთ.
  2. ძილის წინ პურის პატარა ნაჭერზე 5 წვეთი არყის ხის კუპრი დააწვეთეთ, სწრაფად დაღეჭეთ და გადაყლაპეთ. თავიდან უსიამოვნო შეგრძნება გექნებათ, მაგრამ თანდათანობით მიეჩვევით.
  3. მეორე დღეს 6 წვეთი დააწვეთეთ და ასე ყოველდღე თითო წვეთი დაამატეთ, სანამ 10 წვეთამდე არ ახვალთ.
  4. 2 კვირის განმავლობაში 10 წვეთი მიიღეთ, შემდეგ თითო წვეთობით დოზის შემცირება დაიწყეთ და 5 წვეთამდე შეამცირეთ. მთელი პროცესი 24 დღეს მოითხოვს!
  5. მას შემდეგ რაც პურის ნაჭერი არყის ხის კუპრთან ერთად დაღეჭეთ, არაფერი დალიოთ და არაფერი მიაყოლოთ. მნიშვნელობა არ აქვს, თეთრ თუ შავ პურს გამოიყენებთ. რაც მთავარია, პროცედურა ყოველდღე, 24 დღის განმავლობაში შესვენების გარეშე უნდა ჩაიტაროთ – „არ დაგავიწყდეთ“.

ჭარბად არ გამოიყენოთ. პროცედურა წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ჩაიტარეთ.

ყველაზე ამტანებისთვის (ეს ყველასთვის აუცილებელი ნაწილი არაა)

პროცედურის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ იგივე პროცესი ტარდება ოღონდ პურის ნაცვლად ვაშლის ნაჭერზე. ვაშლი დიდხანს არსად არ ჩერდება და პირდაპირ ნაწლავებში ხვდება, სადაც ორგანიზმის წმენდას აგრძელებს.

ინფორმაციისთვის:

არყის ხის კუპრი ზეთოვანი, მუქი, დამახასიათებელი სუნის მქონე სითხეა. მას ძლიერი მიკრობების საწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია.

ის ფართოდ გამოიყენება რიგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ქრონიკული ანგინა
  • წყლულები
  • თმის ცვენა
  • კანის სოკოვანი დაავადება
  • განგრენა
  • ბრონქული ასთმა
  • დიდი ხნით შეუხორცებელი ტროპიკული წყლულები
  • დიათეზი
  • ისტერია
  • კანის ქავილი
  • ცხიმიანი კანი
  • კანის წყლული
  • გამონაყარი
  • ქათმის სიბრმავე
  • სისხლდენა
  • შარდკენჭოვანი დაავადება
  • მშობიარობის შემდგომი მასტიტი
  • მიკრობული ეგზემატოიდი
  • სიმსივნე
  • ფსორიაზი
  • ქერტლი
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა
  • კეთრი
  • კანის დაზიანება
  • მრავალფეროვანი ლიქენი
  • კოჟრები
  • ქრონიკული ეგზემა
  • შუა ყურის ქრონიკული ანთება
  • ფილტვის ტუბერკულოზი
  • სკორბუტი
  • ეპიდერმოფიტოზი

კანის დაავადებების მკურნალობის დროს: ნაწიბურები, ეგზემა, ლიქენი, ფსორიაზი, წყლულები და გამონაყარი – ამ დროს სუფთა კუპრი გამოიყენება.

ასევე ვიშნევსკის მალამოს, კუპრის საპნის და სხვა პროდუქტების შემადგენლობაში შედის.

თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს: დალიოს თუ არა კუპრი, გამოიყენოს თუ არა.

უკუჩვენება: ორსულობა, ძუძუთი კვება და ალერგია.