Connect with us

კულინარია

კუმკვატი: როგორ ავირჩიოთ, შევინახოთ და ვჭამოთ

ჩემი მეგობარი ეგზოტიკურ ხილებზე გიჟდება. მასთან სახლში ყოველთვის ვპოულობ იმას, რასთან შეგუებაც ჯერ ვერ მოვასწარი. ბოლოს ნამდვილად გამაოცა. მეუბნება: „თვალი დახუჭე და პირი გააღე.“ აღმოჩნდა, რომ კუმკვატს უჩვეულო გემო ჰქონდა – თავიდან მჟავე, შემდეგ ტკბილი–ტკბილი.

ასე გავიცანი გასაოცარი ხილი. რა თქმა უნდა, ახლა უკვე ვიცი, როგორ ჭამენ კუმკვატს, როგორ ამზადებენ და როგორ ირჩევენ. თუ მაღაზიის დახლებზე ყველაზე პატარა ციტრუსი უკვე დაინახეთ, შემდეგში აუცილებლად იყიდეთ!

რა არის კუმკვატი

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს ეს სახელი პირველად ესმის. ჩვენ ხომ სულ ახლახანს მივეჩვიეთ მანგოს, მარაკუიას, პაპაიას და ლიჩის. აქ კი, კიდევ ერთი სიახლე. არადა ეს ხილი ჩინეთიდან ევროპაში პირველად ჯერ კიდევ 1864 წელს გამოჩნდა. ხილის სახელი ითარგმნება, როგორც „ოქროს ფორთოხალი“. ეს ოვალური ღია ნარინჯისფერი ციტრუსი ალუჩის ტოლია.

სინამდვილეში კუმკვატი რაიმე კონკრეტული ხილი არაა. წლების განმავლობაში ნებისმიერი გემოვნების უამრავი ჰიბრიდი შექმნეს. ყველაზე პოპულარულია კუმანდარინი, ლაიმკვატი და ლემონკვატი – შესაბამისად კუმკვატის კომბინაცია მანდარინთან, ლაიმთან და ლიმონთან.

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ კუმკვატი

მაღაზიაში ან ბაზრობაზე ხილის გარეგნულ მხარეს ყურადღება მიაქციეთ. არანაირი დაზიანება ან ლაქა არ უნდა ჰქონდეს. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ოდნავ თითი დააჭირეთ. ნაყოფი მაგარი და სქელი უნდა იყოს. მწვანე ფერის ხილი არ აირჩიოთ – კუმკვატი ნარინჯისფერი უნდა იყოს.

კუმკვატი შესანახად უპრეტენზიოა. ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღე არაფერი მოუვა. თუ უფრო დიდხანს შენახვა გსურთ, მაცივარში შედეთ. ასე 1 თვე გაძლებს. ნაყოფი ძლიერი არომატის მქონე პროდუქტებთან ახლოს არ შეინახოთ. კუმკვატის ქერქი სუნებს ადვილად იწოვს.

კუმკვატის სარგებელი

კუმკვატი უჯრედისის ნამდვილი საწყობია. ამბობენ, რომ ერთი ნაყოფიდან ადამიანი უფრო მეტი უჯრედისს იღებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ახალი ხილიდან. ამასთან, ჩინური ხილი ბევრი ანტიოქსიდანტს და C ვიტამინს შეიცავს. მისი დახმარებით ხველას და სასუნთქი გზების ანთებას კურნავენ, იმუნიტეტს აძლიერებენ.

როგორ ვჭამოთ კუმკვატი

სჯობს კუმკვატი მთლიანად, ქერქიანად ჭამოთ. ის ტკბილია, ამიტომ მწკლარტე და მჟავე რბილობის გემოს ფარავს. თუ მწკლარტე ხილი არ გიყვართ, კუმკვატი ერთ მხარეს გაჭერით და წვენი გაწურეთ. გურმანები ირწმუნებიან, რომ ხილის გემო დიდხანს ღეჭვისას უფრო და უფრო ტკბილდება.

როგორ გამოვიყენოთ კუმკვატი საჭმლის მოსამზადებლად

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – კუმკვატიდან ჯემი, მურაბა, ნაყენი, ლიქიორი ან სიროფი მოამზადეთ. ეგზოტიკური ხილი ნებისმიერ კერძს უნიკალურ გემოს შემატებს. განსაკუთრებით წარმატებულია კუმკვატის და ხორცის კომბინაცია, ამიტომ იხვს ან ცხვრის ხორცს თამამად დაუმატეთ. სალათები კუმკვატით ცალკე კულინარიული სიამოვნებაა!

ციტრუსმა ჩვენს რაციონში თავი დაიმკვიდრა. ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი და პომელო სუფრაზე ხშირად გვხვდება, მათ პოვნას მაღაზიებსა და ბაზრობებზე შეძლებთ. კიდევ ერთ ახალ და ყველაზე პატარა ციტრუსს კარი გაუღეთ!