Connect with us

კულინარია

კექს-პიცა: 30 წუთში აღტაცების შეძახილებს მოისმენთ მათგან, ვინც გასინჯავს

პიკნიკისთვის მზადებისას მთავარია გახსოვდეთ, რომ თან აუცილებლად უნდა წაიღოთ საჭმელი. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოამზადოთ ბუტერბროდების რამდენიმე სახეობა ან მოიმარაგოთ შოთი და ყველი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მოგბეზრდათ, გთავაზობთ კექს-პიცის რეცეპტს. ესაა სწრაფი და მარტივი კერძის ვარიანტი, რომელიც სწორედ ბუნებაში გასვლისთვისაა შესაფერისი. მზად ხართ, სცადოთ?

ინგრედიენტები

  • 350 გ ხორბლის ფქვილი
  • 150 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 4 ც კვერცხი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 300 გ ლორი
  • 1 ც ხახვი
  • 150 გ ყველი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 100 გ ზეთისხილი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადება

1. თასში ათქვიფეთ კვერცხი მარილით და დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი, შემდეგ კი თეთრი ღვინო. ფქვილი და გამაფხვიერებელი შეურიეთ, გაცერით და დაუმატეთ კვერცხის მასას. მოზილეთ ძალიან სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

2. დაჭერით ხახვი წვრილ კუბებად და მოთუშეთ ზეითუნის ზეთზე. მყარი ყველი დახეხეთ სახეხზე, ლორი და მწვანილი კი დაჭერით. ზეთისხილიც დაჭერით რგოლებად. შეურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი ცომს და კარგად მოურიეთ.

3. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი, დაასხით ცომი და გაათანაბრეთ. შედგით კექსი წინასწარ 180 °C-ზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.

გემრიელად მიირთვით!