თავის მოვლა
კარტოფილის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახისთვის
ბევრი ქალბატონისგან განსვავებით მე კორეული კოსმეტიკის ან თანამედროვე გამაახალგაზრდავებული პროცედური მოყვარული არ გახლავართ და უპირატესობას შინაურულ, ნატურალუს საშუალებებს ვანიჭებ. ჩემი საყვარელი კოსმეტიკური საშუალება ბრინჯის ფქვილი ნიღაბია, თუმცა დედაჩემი უპირატესობას კარტოფილის ნიღაბს ანიჭებს.
ამ ნიღაბს ნამდვილად დიდი ეფექტი აქვს. მას პრობლემურ ადგილებზე ვისვამ, იატაკზე ვწვები და რამდენიმე წუთში სახე უფრო გლუვი, დამშვიდებული და გაახლებულია.
ამ ნიღბის მოსამზადებლად 1 კარტოფილი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 კვერცის გული, 1 ჩაის კოვზი არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი დაგჭირდებათ. კარტოფილი ან უნდა მოხარშოთ ან გამოაცხოთ კანიანად – ნახევრადმზაობამდე!
თუ დიდი კარტოფილის ბოლქვი გაქვთ აჯობებს ის ნახევარზე გაჭრათ და მხოლოდ ნახევარი გამოიყენოთ. ნახევრად მზა კარტოფილი გაფცქვენით და წვრილ სახეხზე გახეხეთ. პიურე კვერცხის გულსა და მარილს შეურიეთ. კარგად აურიეთ კომპონენტები და ნიღაბი მზადაა.
ამ საშუალების მთავარი საიდუმლო ორ მეგასასარგებლო პროდუქტშია: კარტოფილსა და მარილში. ამიტომ შეგიძიათ ნიღაბი კარტოფილის სახამებლისგან და ზღვის მარილისგანაც მოამზადოთ.
ფუნჯით სახეზე ზეთი წაისვით. შემდეგ იმავე ფუნჯით სახეზე კარტოფილის მასა გადიანაწილეთ. კვერცხის გულის წყალობით ის სახეზე იოლად შენარჩუნდება, მაგრამ ინსტრუქციის მიხედვით აჯობებს მისი წასმის შემდეგ აუცილებლად დაწვეთ. 25 – 30 წუთის შემდეგ ნირაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი კრემი.
შეგიძლიათ მზესუმზირის ზეთი ზეითუნის ზეთითაც ჩაანაცვლოთ.