ჯანმრთელობა
კარამელზე უარესი: 7 სასარგებლო პროდუქტი, რომლებიც კბილებს აზიანებენ
ჩვეულებრივ, სტომატოლოგთან მისვლამდე ვნერვიულობთ, შემდეგ კი ბედნიერები ვართ. აი, ჩემი და სტომატოლოგთან მორიგი ვიზიტის შემდეგ მოწყენილი დაბრუნდა, თუმცა პირის ღრუს ჰიგიენას ყოველთვის საგულდაგულოდ იცავს. იმ დღეს გავიგე, თუ რომელი პროდუქტები აზიანებენ კბილებს ტკბილეულზე მეტად.
აღმოჩნდა, რომ ყოველდღე მივირთმევთ პროდუქტებს, რომლებიც კბილებს ანადგურებენ. ეს უვნებელი და ორგანიზმისთვის სასარგებლო ბოსტნეული, ხილი, კენკრა და სხვა ინგრედიენტია. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომლებიც კბილებს ზიანს აყენებენ.
რომელი პროდუქტები აზიანებენ კბილებს კანფეტზე მეტად
ახალდაწურული ფორთოხლის წვენი
რა შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლო, ვიდრე ერთი ჭიქა ახალდაწურული ფორთოხლის წვენი დილით? დიახ, ჩვენი ორგანიზმისთვის ნამდვილი საჩუქარია, კბილებისთვის კი – კოშმარი. საქმე იმაშია, რომ ციტრუსში შემავალი ხილის მჟავები კბილის მინანქარს შლიან. ვიტამინების სასმელის მოყვარულისთვის გამოსავალი არსებობს: უბრალოდ პირის ღრუში წყალი გამოივლეთ. კბილები ჯაგრისით არ გაიწმინდოთ! ასე პრობლემას უფრო გაამწვავებთ. თუ პირის ღრუს გამოვლების შესაძლებლობა არ გაქვთ, წვენი საწრუპი მილით დალიეთ.
ჩიას თესლი
ახლახანს ეს სუპერფუდი ძალიან პოპულარული გახდა. ჩიას თესლის სარგებელზე დიდხანს შეგვიძლია ვისაუბროთ. თუმცა პაროდონტოლოგებს ეს პროდუქტი დიდად არ უყვართ. ჩიას უწვრილესი თესლი კბილებს შორის ხვდება და ღრძილებს ეკვრის. ამრიგად, ბაქტერიების გამრავლება ხდება. ამ სიტუაციაში გირჩევთ, კბილის ძაფი ან ირიგატორი გამოიყენოთ. სხვათა შორის, ეს მარწყვის ან კივის თესლსაც ეხება.
მულტიმარცვლოვანი პური
გემრიელი და სასარგებლო პური, რომელიც ბევრ სხვადასხვა თესლს შეიცავს, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. აი, კბილები ასეთი პურის ნაჭრისთვის მადლობას ვერ გეტყვით. მყარი დაბრკოლებისთვის მოუმზადებელი კბილები შეიძლება გაიბზაროს. ძლიერი და ჯანმრთელი კბილების მფლობელებს არაფრის უნდა ეშინოდეთ.
ჩირი
ბევრი იყენებს ჩირს, როგორც დანამატს ან სასარგებლო წასახემსებელს. ასეთი უვნებელი პროდუქტიც კი კბილებისთვის სახიფათოა. ყველაფერი კაუსტიკური სოდის და გოგირდის დიოქსიდის გამო, რომლითაც ჩირს ხშირად ამუშავებენ. ეს ნივთიერება კბილის მინანქარზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უფრო მეტიც, ხილი სითხის დაკარგვის დროს შაქარს აგროვებს. გამოდის, რომ ჩირი კბილებისთვის უფრო ცუდია, ვიდრე კარამელი. პირში მოხვედრისას კბილებს ისე იდება, როგორც ფირფიტა. ამრიგად, შაქარს საკმარისი დრო აქვს, რომ კბილები დააზიანოს.
წითელი კენკრა
როგორ შეიძლება გვერდი ავუაროთ საყვარელ ჟოლოს, მოცხარს და მოცვს? გემრიელი და იმუნიტეტისთვის აუცილებელი წითელი კენკრა ჩვენს რაციონში მყარად დასახლდა. თუმცა ასკორბინის მჟავის გამო შეიძლება კბილები დააზიანოს. ეს ნივთიერება ორგანიზმს აძლიერებს, მაგრამ კბილის მინანქარსაც ანადგურებს. გარდა ამისა, ნატურალური წითელი პიგმენტი ქათქათა ღიმილს აქრობს.
უსაფუარო ხრაშუნა პური
ერთი შეხედვით, უსაფუარო ხრაშუნა პურის მიღებით ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. მთლიანობაში, ასეა, მაგრამ პირის ღრუ შეიძლება დააზიანოს. ხრაშუნა პურის ნამცეცები შეიძლება ღრძილებში შეიჭრას და დააზიანოს. ამის თავიდან ასაცილებლად, წინასწარ ჩაიში ან სხვა სითხეში ჩაალბეთ.
პომიდორი
უბრალოდ არ არსებობს მიზეზი, რომ პომიდორი არ გიყვარდეთ. ეს ჩვენი რაციონისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია, თან სასარგებლოა. თუმცა პომიდვრის წვენი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, რაც კბილის მინანქრისთვის საზიანოა. გარდა ამისა, პატარა ნაჭრები ღრძილებში და კბილებს შორის იჭრება. საღებავიც არავის გამოურიცხავს.
სასარგებლო და ხშირად შეუცვლელ პროდუქტებზე უარის თქმა არ ღირს. საკმარისია იცოდეთ, რომ ის საფრთხის შემცველია და მასთან ფრთხილად იყოთ. რა თქმა უნდა, პირის ღრუს ჰიგიენის ცნობილი წესი დაიცავით!