ჯანმრთელობა
იოდის ბადე: როგორ გავაკეთოთ და რისთვისა რის საჭირო
ახალმოდური სადეზინფექციო საშუალებების გამოგონებამდე ჭრილობებისა და დაზინაებების სამკურნალოდ იოდს იყენებდნენ. ის კარგად ახდენს დეზინფექციას და შეშუპებასაც აქრობს. თუმცა იოდის ბადე – მთავარია მიზეზია იოდის ფლაკონის სახლში ქონისთვის.
იოდის თერაპია პირველად ექიმმა კოლბასენკომ შემოგვთავაზა. ის თვლიდა, რომ იოდი ღრმად აღწევს ქსოვილში და დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. ამის შემდეგ 100 წელზე მეტი გავიდა და მართალია მედიცინამ ეს მეთოდი დღემდე არ აღიარა, მას მაინც ხშირად იყენებენ დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. სტატიაში მოგიყვებით თუ როგორ გაიკეთოთ იოდის ბადე და რაში დაგეხმარებათ ის.
რისთვის არის საჭირო იოდის ბადე
როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე
ყველაზე იოლი ბადის გასაკეთებლად ბამბის ჩხირის გამოყენებაა, მარგამ თუ ბამბის ჩხირი არ გაქვთ მაშინ ასანთის რერი და ბამბა გამოიყენეთ. დაასველეთ ჩხირი 5%-იან იოდის ხსნარში და საჭირო არეში ბადე დაიხაზეთ. ბადის თითოეული განყოფილების ნაწილი 1 კვადრატული სანტიმეტრი უნდა იყოს.
იოდი კანის გავლით კუნთოვან ქსოვილებში და სისხლძარღვებში აღწევს, ის ზემოქმედებს მავნე ბაქტერიებზე. სწორედ ასეთი ბადე გაყოფს ბაქტერიებს რამდენიმე ჯგუფად და გაანადგურებს მათ. განსაკუთრებით კარგად ებრძვის იოდი ბაქტერიებს რომელბიც ორგანიზმში ფორების გავლით მოხვდნენ.
იოდის უკმარისობა
ძალიან ბევრ ადამიანს აქვს იოდის უკმარისობა. გსურთ შეამოწმოთ ორაგნიზმში საკმარისი იოდის შემცველობა გაქვთ თუ არა?! გაიკეთეთ იოდის ბადე თეძოს შიდა მხარეს. თუ ის 3 საათის განმავლობაში გაქრა ესეიგი ექიმს უნდა ესტუმროთ. თუ ბადე 6-8 საათის შემდეგ შეიწოვება ესეიგი მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა. თუ საკმარისი იოდი გაქვთ მაშინ ბადე მხოლოდ 1 დღის შემდეგ გაქრება.
იოდის ბადე ხველისას
გამოიყენეთ სამკურნალო ბადე მშრალი ხველისას. დარწმუნდით, რომ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს არ აღემატება! იოდს ქსოვილები გახურება შეუძლია და მაღალი ტემპერატურისას ეს მეტისმეტი ქინება თქვენი ორგანიზმისთვის. ანგინის დროს ბადე მკერდზე ნა ყელზე გაიკეთეთ.
სანამ ბადეს დაიხატავთ პატარა ტესტი ცაიტარეთ. ადგილზე სადაც ბადის დატანებას აპირებთ ცოტაოდენი იოდი წაისვით, თუ 15 წუთის შემდეგ არ გაგიწითლდათ ან რამე რეაქცია არ მოგცათ შეგიძლიათ ბადე დაიხატოთ. გაიკეთეთ ბადე დღეში ორჯერ. ის სისხლის მიმოქცევას გააძლიერებს და ანთებათ მოიხსნება.
სურდოსა და გაციების მკურნალობა
გაციება საშინელი დაავადება არ გახლავთ მაგრამ არასასიამოვნოა. მისგან სწრაფად გათავისუფლებაში ცხვირის ხიდზე დახაზული იოდის ბადე დაგეხმარებათ. გაიკეთეთ წვრილი ზოლები, გადადით ცხვირის გვერდითა ნაწილებამდე. ეფექტს ფეხის ტერფებზე დახაზული იოდის ბადეც გააძლიერებს.
სილურჯეების მკურნალობა
ხშირად ვეჯახებით ნივთებს და სილურჯეები გვეჩნდება, ზოგჯერ მათ ვერც ვამჩნევთ თუმცა გამოსაჩენ ადგილას სილურჯის ქონა ნამდვილად არასასიამოვნოა. ამ ლაქების გაქრობას ზოგჯერ 1-2 კვირაც ველოდებით, თუმცა ამ პროცესის დაჩქარებაში იოდის ბადე დაგვეხმარება! ჯერ ყინული დაიდეთ სილურჯეზე და მას შემდეგ რაც შეშუპება ოდნავ გაგივლით – იოდის ბადე წაისვით.
იოდის ბადე ორსულობისას
ორსულობისას ქალის ორგანიზმში იოდის დონე აუცილებლად ნორმაში უნდა იყოს. ნებისმიერი ცვლილება შეიძლება ნაყოფზე აისახოს. ფიზიკური და გონებრივი დარღვევები საჭირო ელემენტების უკმარისობის გამო ხდება. იოდის ბადის გაკეთება პროფილაქტიკის მზინითაც შეიძლება, თუმცა ჯერ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.
იოდის ბადე ყველა დაავადების პანაცეა არ გახლავთ, მაგრამ მისი მეშვეობით გარკვეული მდგომარეობის გაუმჯობესება ნამდვილად შეიძლება!