სახლი და დიზაინი
ინტერიერი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მოდური იყო, დღეს ანტიტრენდად ითვლება
კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში ადამიანები სახლში სულ უფრო მეტ დროს ატარებენ. უმეტესობა მათგანი სახლიდან დისტანციურად მუშაობს. მათ მშვიდი გარემო სჭირდებათ, სადაც სამუშაოზე კონცენტრირებას, დასვენებას, სტრესისგან გათავისუფლებას შეძლებენ. სწორედ ამიტომ, 2021 წელს ბინის ინტერიერში ნატურალური კონცეფცია მოდაშია. საინტერესოა, რომ ბევრი რამ, რაც ადრე მოდურად ითვლებოდა და ბევრი ცდილობდა საკუთარ ინტერიერში გამოეყენებინა, ახლა ანტიტრენდს წარმოადგენს.
Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, გასული წლის რომელმა ტრენდებმა დაკარგა აქტუალობა და რომლის შენარჩუნება და გარდაქმნა შეიძლება.
სკანდინავიური სტილი
ადრე გარკვეული სტილის კანონების დაცვა მოდაში იყო. მაგალითად, მხოლოდ სკანდინავიური ან ფუტურისტული სტილის გამოყენება. ახლა ყველაფერი შეიცვალა და მოდაშია სტილების ჰარმონიული კომბინაცია.
ეს ინტერიერის გაფორმების საკმაოდ პოპულარული სტილია და თითქმის ყველა ბინაში გვხდება, თუმცა თვალს ვეღარ ახარებს. გირჩევთ, ინტერიერი განაახლოთ. თუ თქვენი ბინა სკანდინავიურ სტილშია გაფორმებული, რაიმე სხვა სტილის დეტალები შემატეთ.
ხის ძელაკი
ხის ფიცრებს დიზაინერები ბინის გასაფორმებლად ხშირად იყენებენ. ის ლამაზი და ფუნქციურია. ხის ფიცრები სინათლეს ატარებს, ამასთან სივრცეში ზონას ყოფს. თუმცა უკვე იმდენად ხშირად იყენებენ, რომ მოსაბეზრებელია და უფრო ანტიტრენდს წარმოადგენს.
ტიხრები
სივრცის დაყოფა თაბაშირ მუყაოს ტიხრებით სიახლეს არ წარმოადგენს. გირჩევთ, სივრცის ზონებად დაყოფას მოერიდოთ, თუ პატარა ბინაში ცხოვრობთ.
სწორი კუთხე
მგონი ჯერ კიდევ გუშინ მრგვალი თაღები სწორი კუთხეებით ჩავანაცვლეთ. მაგრამ როგორც დიზაინერები ამბობენ, ახლა მოდაში მრგვალი, ქალური ფორმები დაბრუნდა. მრგვალი ფორმები როგორც ავეჯის და დეკორის, ასევე არქიტექტურულ გადაწყვეტილებაში გვხდება. თაღოვანი ფორმები მოდაშია. მაგალითად, კარის ღიობი, ნიშა, კედლის დიდი სარკე.
ხალიჩა გრძელი ბუსუსით
ასეთი ხალიჩა საკმაოდ არაპრაქტიკულია, ამიტომ ბევრმა მასზე უარი თქვა. გრძელი ბუსუსი სწრაფად ჯდება. ავეჯის ზეწოლისას იპრესება და უშნოდ გამოიყურება. თუ სახლში შინაური ცხოველიც გყავთ, ხალიჩის მოვლა უფრო რთულდება. ცხოვრება არ გაირთულოთ და უარი თქვით ხალიჩაზე, რომელიც 2021 წლის ანტიტრენდს წარმოადგენს.
მძიმე ავეჯი
თუ ბინის ინტერიერს გეგმავთ, კარადა კუპეზე მოძრავ კარებით უარი თქვით. ასეთი მძიმე ავეჯი, მათ შორის დიდი კომოდი, ტელევიზორის ქვეშ ტუმბო და სხვა მძიმე გარნიტურა წარსულს ჩაბარდა.
მჟავისფერი სამზარეულო
თუ გსურთ, სტუმრების მიღების არ შეგრცხვეთ, სამზარეულოში მჟავისფერი და კაშკაშა წინსაფარი, როგორიცაა ორქიდეები და ღამის ქალაქი ან რაიმე სხვა ნახატი, არ გამოიყენოთ. ეს უკვე ცუდ ტონად ითვლება. გირჩევთ, კერამოგრანიტით ჩაანაცვლოთ, რომელიც სამზარეულოს ინტერიერს უფრო ხვეწს და მდიდრულს აჩენს.
დივანი და ბევრი ბალიში
ადრე ხშირად წერდნენ, რომ დივანზე ბევრი ბალიში ინტერიერს ხიბლს მატებს და გარდაქმნის. თუმცა ბევრი ჭრელი ბალიში სახლს უფრო კომფორტულს და მყუდროს ვერ გახდის. დიდ დივანზე ორი ბალიში სავსებით საკმარისია, რომ თავი კარგად იგრძნოთ, ინტერიერი არ გადატვირთოთ და სიმსუბუქე შემოიტანოთ.
შეჯამება: 2021 წლის შემოდგომაზე მოდაშია ინდივიდუალური და ეკოლოგიური ინტერიერი, რომელიც თქვენს სურვილებს, მიზნებს, გემოვნებას და თავისებურებებს ერგება. ინტერიერს მეტი ბუნების ელემენტი, დიდი მცენარეები, ხის მასალა, ქვები შემატეთ.