Connect with us

ჯანმრთელობა

თუ ღრძილებიდან სისხლდენა გაქვთ: 10 რჩევა სტომატოლოგებისგან

სისხლდენა ღრძილების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება, რომელიც თავს იჩენს ადრეულ ასაკში. თუ მის განვითარებას არ შეაჩერებთ, შეიძლება კბილების გარეშე დარჩეთ, რამეთუ ღრძილებს აღარ ექნებათ მათი შენარჩუნების უნარი.

წარმოგიდგენთ 10 მარტივ რეკომენდაციას, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მსგავსი პრობლემის აღმოსაფხვრელად.

1. პირის ღრუს კარგი ჰიგიენა

სტომატოლოგები გვირჩევენ, დღეში კბილები მინიმუმ ორჯერ გავიწმინდოთ. ფეხმძიმე ქალებისთვის კი განსაკუთრებით აუცილებელია ამ ჰიგიენის დაცვა, რადგან ჰორმონების ცვლილებებს კბილების გაფუჭებაც შეუძლია.

2. წყალბადის ზეჟანგის გამოვლება

გამოივლეთ პირის ღრუ წყალბადის ზეჟანგით, თუ სისხლდენა კბილების ხეხვისას დაგეწყებათ. არ გადაყლაპოთ სითხე, ეს საშიშია!

3. გამოიყენეთ მარლა

სანამ მარლას სისხლიან ღრძილებზე დაიდებთ, დარწმუნდით, რომ იგი სუფთაა. ფრთხილად დაიფინეთ, სანამ სისხლდენა არ შეჩერდება.

4. შეწყვიტეთ მოწევა

როცა ეწევით ხელს უშლით პირში ნერწყვის გამოყოფას. ეს საშიშია, რადგან ასეთ დროს პირის ღრუს ბაქტერიისგან თავს ვერ დაიცავთ.

5. მეტი К ვიტამინი

სისხლდენა, ჩვეულებრივ, სისხლძარღვებში ე.წ. თრომბოციტების დაგროვების შედეგად წყდება. ვიტამინი К ზრდის სისხლის შედედებადობას.

6. მეტი С ვიტამინი

С ვიტამინი აძლიერებს ღრძილებს კოლაგენის გამომუშავების ხარჯზე.

7. ნუ მიირთმევთ ტკბილეულს

კბილის ნადებს იწვევს ტკბილი საკვებისა და ნახშირწყლების მიღება. ორივე ფაქტორი იწვევს ბაქტერიების გამრავლებას, რაც ზრდის კბილებზე ნადების მოცულობასაც.

8. ცივი კომპრესი

რიგ შემთხვევებში, ღრძილებიდან სისლდენას იწვევს სერიოზული ტრავმა. ამ დროს დაიდეთ ცივი კომპრესი – იგი შეაჩერებს სისხლდენას და მოხსნის შეშუპებას.

9. მარილიანი წყლის გამოვლება

დაუმატეთ 1 ჭიქა თბილ წყალს 0.5 ჩ.კ. მარილი. გამოივლეთ დღეში 3-4ჯერ.

10. მიირთვით მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს კატეხინებს, რომელიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ამცირებს ანთებას, რომელსაც პირის ღრუს ბაქტერიები იწვევს.

თქვენ რას აკეთებთ ღრძილებიდან სისხლდენის შესაჩერებლად?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.