Connect with us

ჯანმრთელობა

თუ მზესუმზირა გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ

მშვიდი საუბრების ფონზე მზესუმზირას კვნეტა ბევრს უყვარს, მაგრამ ეს არა მხოლოდ ესთეტიკურად ლამაზად არ გამოიყურება, არამედ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

ეს მნიშვნელოვანია!

მრავალი ონლაინ გამოცემის ავტორი ირწმუნება, რომ მზესუმზირას თესლი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ ამასთან ავიწყდებათ იმ კოლოსალური ზიანის აღნიშვნა, რასაც უკონტროლო ჭამა იწვევს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა საფრთხის შემცველია მზესუმზირას კვნეტა და მისი უკონტროლო მიღება.

კბილის მინანქრისთვის საზიანოა

პირველ რიგში, მზესუმზირას მიმართ სიყვარული ღიმილზე ცუდად აისახება. წინა კბილებით მზესუმზირას გაფრცქვნა მინანქარზე მიკრობზარებს და ნერვული დაბოლოების გაშიშვლებას იწვევს. თავად ცხიმიანი თესლის მრავალსაათიანი ჭამის პროცესი კარიესის განვითარებას ხელს უწყობს.

შედეგად, მინანქარი სითეთრეს კარგავს და მუქი ლაქებით იფარება, რომლის ადგილზე დროთა განმავლობაში კარიესი ვითარდება. თუ ყვითელი და დამპალი კბილებით სიარული ან მუდმივად სტომატოლოგთან სირბილი არ გსურთ, ღიმილის დაკარგული სილამაზის აღდგენა სცადეთ. გირჩევთ, მზესუმზირას კვნეტას გადაეჩვიოთ.

სხეულის ფორმებისთვის საზიანოა

მზესუმზირას თესლის ენერგეტიკული ღირებულება 2385კჯ ან 570 კალორია 100 გრამზე. ეს ძალიან ბევრია! თუ გავითვალისწინებთ, რომ ფანები 100 გრამზე არ ჩერდებიან, გამოდის, ერთ წრეზე ადამიანი კალორიების დღიურ ნორმას იღებს.

მაღალი კალორიულობის გარდა ცხიმების დიდი შემცველობით გამოირჩევა. 49,57 გრ ცხიმი 100 გრ პროდუქტზე. ყველა ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თესლით გატაცება იდეალური მეთოდია 10–ით ზედმეტი კილოგრამის მოსამატებლად. ნებისმიერი დიეტოლოგი დაადასტურებს, რომ ის სხეულის ფორმებისთვის საზიანოა.

საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის საზიანოა

მზესუმზირის რეგულარულად ჭამა ზოგჯერ გულძმარვას იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები კუჭიდან საყლაპავში გადადის და მის კედლებს აღიზიანებს. ბევრი გულძმარვის პერიოდულად გამოვლენას უკვე მიეჩვია, მაგრამ ამაში კარგი და დასამშვიდებელი არაფერია.

გულძმარვა გასტრიტის, წყლულის და კუჭნაწლავის ტრაქტის კიდევ ბევრი დაავადების წინამორბედია. ყველაზე საშიში განვითარება შეიძლება იყოს საყლაპავის სიმსივნე, რომელიც მკურნალობას რთულად ექვემდებარება. თუ გულძმარვა ხშირი სტუმარია, გასტროენტეროლოგს მიმართეთ და მზესუმზირა სამუდამოდ დაივიწყეთ.

ძვლებისთვის საზიანოა

ჩვეულებრივ, მზესუმზირა გზისპირას არის გაშენებული. მცენარე, როგორც ღრუბელი, გამონაბოლქვს იწოვს. მზესუმზირას თესლში მომწიფების პერიოდში ბევრი კადმიუმი გროვდება. ეს მძიმე და შხამიანი მეტალია. ადამიანის ორგანიზმში გროვდება და მთელ რიგ სერიოზულ დარღვევებს იწვევს.

პირველ რიგში, კადმიუმი თირკმლებს და ფილტვებს აზიანებს. შემდეგ – ძვლებს. მეტალი კალციუმის ათვისების მექანიზმს არღვევს. სწორედ ამიტომ, მზესუმზირას თესლის მოყვარულთა ძვლები დროთა განმავლობაში მყიფე ხდება. რაც უფრო მეტი კადმიუმია ორგანიზმში, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ ოსტეოპოროზით, თირკმლების უკმარისობით და ფილტვების სიმსივნით დაავადდეთ.

კადმიუმით მოწამვლის სიმპტომები: „უცნობი წარმოშობის“ კუნთების ტკივილი, ძვლების მოტეხილობა, სუნთქვის პრობლემები და შეშუპება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება და საფრთხე მზესუმზირას სიყვარულისთვის საკმაოდ დიდი ფასია.