საკითხავი
თუ ბავშვს გადასცდა, შეიძლება მოკვდეს. დაიმახსოვრეთ, როგორ იმოქმედოთ სახიფათო სიტუაციაში
ლუკმა ან ნერწყვი შეიძლება გადასცდეს როგორც უფროსს, ასევე ბავშვს, მაგრამ ბავშვის შემთხვევაში სიტუაცია რთულადაა: მან კერძთან სწორად მოპყრობა არ იცის. მას ყველაფერი უნდა ასწავლოთ. სამწუხაროდ, უცხო ობიექტის ყელში მოხვედრისას უპირობო რეფლექსები ყოველთვის ვერ გვშველის.
ხშირ შემთხვევაში ბავშვისთვის გადაცდენა სასიკვდილო საფრთხის ტოლფასია. ზრდასრულებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ გაუწიონ ბავშვს პირველი სასწრაფო დახმარება ასეთ სახიფათო სიტუაციაში. არ დაიბნეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ პატარას სიცოცხლე გადაარჩინოთ!
ნიშნები, რომ ბავშვს გადასცდა
- არ შეუძლია ტირილი, ჰაერის ჩასუნთქვა, ყვირილი, ხმა თითქმის არ ისმის.
- ჩვილის თვალები ფართოდ გახელილია, მასში საშინელება იკითხება.
- პირიც ფართოდ გაღებულია, ნერწყვი აქტიურად ჩნდება.
- კანის ზედაპირი წითლდება, შემდეგ ლურჯდება.
- პატარა ხელებს ყელზე იკიდებს.
- მძიმე შემთხვევაში მოსალოდნელია გონების დაკარგვა.
ასეთი სიმპტომების შემთხვევაში დაუყონებლივ სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ და ბავშვს პირველი დახმარება გაუწიეთ!
პირველი სასწრაფო დახმარება
1. ბავშვის ხელები ზემოთ ასწიეთ. ასე სასუნთქი გზები გაფართოვდება, სუნთქვის პროცესი დარეგულირდება.
2. თუ პირველი მეთოდი ვერ დაგეხმარათ, ბავშვი საკუთარ ხელზე მუცლით დააწვინეთ და ბეჭებს შორის 5-ჯერ დაუტყაპუნეთ.
3. თუ ბავშვს პატარა ნივთი ან საჭმლის ნარჩენი გადასცდა, ორივე ფეხით უნდა ასწიოთ ან ენის ძირს დააწვეთ და ღებინება გამოიწვიოთ.
როცა უცხო ნივთი სასუნთქ გზებში იჭედება, სიმპტომები ოდნავ განსხვავებულია. ბავშვს არ შეუძლია ყვირილი, ტირილი და ამასთან მუცელს აქტიურად ჭიმავს. სასუნთქი გზები რომ გაათავისუფლოთ, შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:
როგორ გავათავისუფლოთ სასუნთქი გზები
1. თქვენგან ზურგით მოაბრუნეთ. ერთი ხელი მოხვიეთ და მუცლის არეში დააჭირეთ. ბავშვი წინ გადახარეთ და ზურგზე დაუტყაპუნეთ.
2. თუ პირველი მეთოდი შედეგს არ იძლევა: ბავშვი ზურგზე დააწვინეთ ისე, რომ თავი უფრო ქვემოთ ჰქონდეს, ვიდრე სხეული. გულმკერდის ძვლის ქვეშ შუა და საჩვენებელი თითები მოათავსეთ. მკერდის გასწორების მონაცვლეობით ზეწოლები მოახდინეთ. სასწრაფოს მოსვლამდე ასე გააგრძელეთ.
3. თუ სასუნთქ გზებში მყარი უცხო ობიექტი მოხვდა, მაგალითად, კანფეტი ან სათამაშოს პატარა დეტალი, ბავშვი ხელზე, სახით ქვემოთ დააწვინეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თავი გულმკერდის უჯრედებზე ქვემოთ იყოს. ბავშვს ბეჭებს შორის დაუტყაპუნეთ. კიდევ ვარიანტი: ბავშვი ფეხებით ასწიეთ და კვლავ ბეჭებს შორის დაუტყაპუნეთ.
ბავშვის ყელში თითები არავითარ შემთხვევაში ჩაყოთ: ასე ნივთი შეიძლება უფრო შორს მოხვდეს ისე, რომ მისი გამოღება გაგიჭირდეთ. ეს სიტუაციას გაამწვავებს.
ბავშვის დახმარება 1 წლის შემდეგ
ყველაზე მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან უფრო მოზრდილ ბავშვებს უფრო მეტი ესმით. მას შეიძლება პანიკა გადაედოს, რაც სიტუაციას ძალიან გაამწვავებს. მოზრდილ ბავშვებში საკვების ნაწილის ან უცხო ნივთის ამოსაღებად ჰელმიჩის მეთოდი გამოიყენება.
ჰელმიჩის მეთოდი
- ბავშვის უკან დადექით, შეგიძლიათ მის უკან მუხლებზე დადგეთ.
- ბავშვს წელზე ხელი მოხვიეთ.
- ერთი ხელით მუჭა შეკარით, მუჭა ნეკნებს და ჭიპს შორის დაადეთ, თითებით შიგნით მოათავსეთ.
- მეორე ხელი მუჭას ზემოდან დაადეთ.
- იდაყვები გვერდებზე გასწიეთ, ბავშვის მუცელს დააწექით მიმართულებით ქვემოდან ზემოთ.
ასეთი მოძრაობა გააგრძელეთ, სანამ საკვების ნაწილი გარეთ არ გამოვა.
სტრესის გამო ბავშვს შეიძლება ყელში სპაზმი ჰქონდეს, რამაც შეიძლება სუნთქვის შეჩერება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ბავშვისთვის ხელოვნური სუნთქვის გაკეთება უნდა იცოდეთ.
კრიტიკულ სიტუაციაში რომ არ მოხვდეთ, შესაბამისი ზომები მიიღეთ. არ იყიდოთ რბილი სათამაშოები გრძელი ბეწვით, რომლებიც ცვივა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ძალიან პატარა დეტალებით არ ითამაშოს. ბავშვს ნელა ჭამა, კარგად დაღეჭვა ასწავლეთ. კარგი გამოსავალი – ბავშვის საჭმელი დააქუცმაცეთ ცნობიერ ასაკამდე, როცა საკვებით გართობას შეწყვეტს. ბავშვს ძალით არასდროს არ აჭამოთ – ამ შემთხვევაში გადაცდენის შანსი მაღალია.
ეს ინფორმაცია თქვენი ახლობლების შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტატია მათაც გაუზიარეთ.