Connect with us

თავის მოვლა

თმის სიკაშკაშე, ფერი და სიძლიერე  შინაური, ბალახეული შამპუნების მეშვეობით!

ძლიერი და ლამაზი თმა ეგზოტიკურ და ძვირადღირებულ მკურნალობას აღარ საჭიროებს. უბრალო,  სახლში დამზადებულ პროდუქტს შეუძლია თქვენს თმას ჯანმრთელობა და ბრწყინვალება დაუბრუნოს ან შეუნარჩუნოს.

სწორად იბანთ თმას?

  • შამპუნი შედგება თხევადი საპნის, წყლის, სარეცხი საშუალებების და ზოგიერთი სახის ცხიმის ან ზეთის კომბინაციისგან. ის თუ რამდენად ხშირად დაიბანთ თმას, თქვენს პირად არჩევანზეა დამოკიდებული, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი სისუფთავე. აი რამდენიმე რჩევა თმის დაბანასთან დაკავშირებით:
  • გამოიყენეთ მცირე რაოდენობით შამპუნი (ლობიოს ლებნის ზომა)
  • დაისხით შამპუნი ხელზე და არა პირდაპირ თმაზე. ხელისგულებზე ააქაფეთ და ისე წაისვით თმაზე.
  • გახსოვდეთ, რომ შამპუნი მასაჟისებური მოძრაობებით კარგად უნდა შეიზილოთ კანზე, რათა თავის კანი გასუფთავდეს. კანის სისუფთავე ჯანსაღი თმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
  • კარგად ჩამოიბანეთ მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში და გამოიყენეთ სუფთა წყალი.
  • ფრთხილად ჩამოიბანეთ თმა.
  • სველ თმაზე ყოველთვის გამოიყენეთ ფართო კბილებიანი სავარცხელი.

შამპუნის ეს რეცეპტი  თმის ძირითადი გასუფთავებისთვისაა, ის უფრო თხევადი იქნება, ვიდრე ნაყიდი შამპუნები. შედეგი კი მათი მოხმარების იდენტური.

1. ძირითადი შამპუნ

  • 1/4 ჭიქა ძლიერი ჭინჭრის ბულიონი
  • 1/4 ჭიქა თხევადი ბუნებრივი საპონი, მაგალითად კასტილიური ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის შამპუნი
  • 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (გამოტოვეთ თუ გაქვთ ძალიან ცხიმიანი თმა.)

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. ჩაასხით შამპუნი სუფთა ქილაში ან ცარიელი შამპუნის ბოთლში. დაიბანეთ თმა ჩვეულებრივად  და კარგად ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

2. მცენარეული შამპუნი

თქვენს საყვარელ შამპუნს დაუმატეთ მცენარეების ნაყენი იმის მიხედვით თუ რა შედეგის მიღწევა გსურთ. გვირილა ქმნის რბილ შამპუნს, რომელიც იდეალურია თხელი თმისთვის, ყვავილებს აქვთ ნაზი მათეთრებელი ეფექტი. თუ თქვენ მუქი თმა გაქვთ, გამოიყენეთ როზმარინი ან ლავანდა, თქვენი ბუნებრივი ფერის გასაძლიერებლად.

  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 2 სუფრის კოვზი ფხვნილი ან 1/3 ჭიქა ახალი გვირილა, ლავანდა ან როზმარინი
  • 1/2 ჭიქა საბაზისო შამპუნი ან მსუბუქი კომერციული შამპუნი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული გლიცერინი ან ნუშის ან არგანის ზეთი

აურიეთ წყალი სასურველ მცენარეს და გააკეთეთ ძლიერი  ნაყენი.  ნარევი გააჩერეთ მინიმუმ 20 წუთით. მცენარეულ წყლის ნარევს დაამატეთ შამპუნი და გლიცერინი და კარგად აურიეთ. ჩაასხით შამპუნი სუფთა ქილაში ან ბოთლში. ნარევი დავტოვოთ ღამით რათა შესქელება მოასწროს.

3. შამპუნი ლუდით

ლუდი აძლევს  თმას მბზინვარებას და სიცოცხლისუნარიანობას. ამ შამპუნის დამზადება ძალიან მარტივია და ის ნამდვილად მუშაობს. შედეგით გაოცდებით და აღარასოდეს გადაღვრით ძველ ლუდს.

  • 1 ჭიქა ლუდი (ნებისმიერი ლუდი – ახალი ან ძველი)
  • 1 ჭიქა ძირითადი შამპუნი ან კომერციული იაფი შამპუნი (მათ ჩვეულებრივ არ აქვთ იმდენი ქიმიკატები, როგორც ძვირიანს)

გააცხელეთ ლუდი პატარა თასში დაბალ ცეცხლზე, სანამ დარჩება 1/4 ჭიქა არ დარჩება. გააცივეთ და დაამატეთ ეს ლუდი შამპუნში და კარგად აურიეთ. დაასხით შამპუნი სუფთა ქილაში ან ბოთლში.

კონდიციონერები

ისინი მდიდარია ბუნებრივი ზეთებით. მისი კარგად შეზელა თმაზე ინგრედიენტებს საშუალებას მისცემს კარგად შეაღწიონ მასში. განსაკუთრებით ეფექტურია ზედმეტი მზის ან საშრობების შედეგად დაზიანებული მშრალი თმისთვის

პროცედურის ხშირი გამოყენება უზრუნველყოფს თმის დატენიანებას და შესძენს მას სიცოცხლეს.

შეურიეთ ჩამოთვლილი პროდუქტები ერთად და წაისვით ნარევი სუფთა, ნესტიან თმაზე. შეიფუთეთ თმა პლასტიკური პაკეტით ან გამოიყენეთ საშხაპე ქუდი,  ეს ხელს შეუწყობს კანის გათბობას და თმის ფოლიკულებს ღრმა კონდიცირებისთვის გახსნის.

დაელოდეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თქვენი თმის ტიპისა და თქვენი არჩეული ინგრედიენტებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ შამპუნის გამოყენება.

ბუნებრივი კონდიციონერები თმის ტიპის მიხედვით

მშრალი თმისთვის: ქოქოსის ზეთი, ბანანი, ავოკადო, არაჟანი.

ნორმალური თმისთვის: არაჟანი, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, იოგურტი არომატის და შაქრის გარეშე.

ცხიმიანი თმა: დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი (1-დან 2 ჩაის კოვზი) ნებისმიერი ჩამოთვლილი თმისთვის შერჩეულ პროდუქტებს.

ქვემოთ მოცემულია პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული, როგორც დაბანის შემდეგ გადასავლები საშუალებები.

ლიმონის წვენი: 1 ლიმონის წვენი, შერეული 1 ჭიქა წყალთან, აღადგენს თმის ძირებს და აჩერებს თმის ცვენას.

საკვები სოდა: 1 სუფრის კოვზი სოდა, რომელიც შერეულია 1 ჭიქა წყალში, აშორებს თმის ლაქის და გელის ნარჩენებს.

ვაშლის ძმარი: 1/2 ჭიქა ძმარი შერეული 2 ჭიქა წყალთან მატებს თმას ბზინვარებას და სიცოცხლისუნარიანობას.

ტომატის წვენი: 1 ჭიქა ტომატის წვენი აღმოფხვრის ძლიერ სუნს. განსაკუთრებით  კვამლის სუნს.

გვირილა: ახალისებს ქერა თმას.  დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი 1/4 ჭიქა გვირილის ყვავილებს. გამოიყენეთ ცივი და აუცილებლად გაფილტრეთ.

სალბი ლავანდა და დარიჩინი: მუქი თმისთვის. გამოიყენეთ 1/4 ჭიქა სალბი ან ლავანდა (ან 3 დარიჩინის ჯოხი, დაჭრილი პატარა ნაჭრებად) 2 ჭიქა მდუღარე წყალში. გააცივეთ და გაფილტრეთ.

ჰიბისკუსის ყვავილები: ისინი წითელ თმას მბზინვარებას ანიჭებენ, გამოიყენეთ გამხმარი ყვავილები ან მცენარეული ჩაი, რომელიც შეიცავს ჰიბისკუსის ყვავილებს. განათავსეთ ყვავილები მდუღარე წყალში. გააცივეთ და გაფილტრეთ.