Connect with us

თავის მოვლა

თმის სამკურნალო ნიღაბი ჭინჭრით

როცა შამპუნები და კონდიციონერები არ არსებობდა, თმას ბალახებით იბანდნენ. დადიოდნენ სუფთა და მოვლილი იმის წყალობით, რომ იცოდნენ ბუნების ძღვენების გამოყენება.

ერთ-ერთი ასეთი იყო და დღემდე გახლავთ ჭინჭარი. იგი ნამდვილი ხსნაა თმისთვის: შველის უსიცოცხლო თმას, ცხიმიანობასა და ცვენას. ჭინჭრის ზეთის გამოყენება კი დაყოფილი ბოლოების პრობლემასაც მოგიხსნით.

ჭინჭარი თმისთვის

ინგრედიენტები

  • 500 გ ჭინჭარი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 50 მლ ავოკადოს ზეთი
  • 50 მლ ყურძნის წიპწების ზეთი

მომზადება და გამოყენება

1. ჭინჭარი ახალგაზრდა უნდა იყოს. შეგიძლიათ, ახალმოკრეფილი მცენარე გაახმოთ, ოღონდ იგი აუცილებლად ახალგაზრდა უნდა იყოს, რომელიც არ გაყვითლებულა და არ აყვავებულა.

გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები, რომ არ დაისუსხოთ, და წვრილად დაჭერით ჭინჭარი დაფაზე.

2. ორივე ზეთი გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე დაახლოებით 40 °C-ზე. დაასხით ჭინჭარს. დაჭყლიტეთ კოვზით და მოურიეთ. მოათავსეთ მასა ბნელ და ცივ ადგილას რამდენიმე დღით.

ამ დროში, ნაყენი მუქი მწვანე ფერის უნდა გახდეს, ჭინჭრის წვენის გამო, და მისი არომატით უნდა გაიჟღინთოს. გადაწურეთ საცერში, ფოთლები დაწურეთ და გადაყარეთ.

3. მიღებული ზეთი ისევ გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე და დაუმატეთ ქოქოსის ზეთი იმისთვის, რომ სითხე გასქელდეს და კარგად შეინახოს.

ჭინჭარი ზეთს აბაზანის, ტყისა და სიახლის სასიამოვნო არომატს მიანიჭებს. თუმცა მათ, ვისაც ჭინჭრის სუნი არ მოსწონს, იგი ეთერზეთებით გაანეიტრალონ.

4. ზეთის გამოყენება შეიძლება როგორც თავის დაბანამდე, ისე მის შემდეგაც. თუ თმა ცხიმიანია, უმჯობესია, ბანაობამდე წაისვათ ზეთი. დაიტანეთ იგი თმის ბოლოებზე 30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით და არ დაგავიწყდეთ კონდიციონერის გამოყენებაც.

მშრალი ან ნორმალური ტიპის თმისთვის, გამოიყენეთ ზეთი თხელ ფენას, სველ თმაზე, დაბანის დასრულებისთანავე, მთელ სიგრძეზე, ძირებიდან მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით. იგი თმას გამოკვებავს და დაიცავს.

გამოყენებამდე ზეთის გათბობა საჭირო არაა. იგი თავისით დადნება ხელებზე და კრემისებრ სუბსტანციად იქცევა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.