Connect with us

ვიდეო

თეთრი ჩაის უპირატესობა ჯანმრთელობისთვის, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ

თეთრი ჩაი უკვე წლებია უამრავი დაავადების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ახლა თანამედროვე მედიცინამ დაადასტურა, რომ თეთრი ჩაი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

სხვა ჩაი, მაგალითად შავი ან მწვანე ჩაი, ასევე განსაკუთრებით სასარგებლოა. თეთრი ჩაი ერთ-ერთი მეტნაკლებად გადამუშავებული ჩაის სახეობაა, რომელიც ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას შეიცავს.

თეთრი ჩაი ანტიოქსიდანტების ძლიერი წყაროა

ანტიოქსიდანტები მკვებავი ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავენ. თავისუფალი რადიკალები მავნე ნივთიერებებია, რომლებიც სხეულს დიდ ზიანს აყენებენ.

ამასთან თავისუფალი რადიკალები დნმ-ს აზიანებენ და დაბერებას აჩქარებენ. ანტიოქსიდანტები მათ ანეიტრალებენ და ორგანიზმიდან გამოაქვთ. თეთრი ჩაი ამ დამცავი მკვებავი ნივთიერებებით სავსეა.

სიმსივნის პროფილაქტიკა

თეთრი ჩაი სიმსივნის განვითარებას ხელს უშლის. ის სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს. მაგალითად, ისეთი სიმსივნე როგორიცაა მსხვილი ნაწლავი, პროსტატი და კუჭი. ამასთან ფლავონოიდები, ანტიოქსიდანტების კლასი, სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებენ და ახლის განვითარებას ხელს უშლიან. ზოგიერთ შემთხვევაში თეთრი ჩაი, როგორც სამკურნალო საშუალება, მუშაობს, მაგრამ გვერდითი ეფექტების გარეშე.

თეთრი ჩაი არტერიულ წნევას ამცირებს

თეთრი ჩაი არტერიების მუშაობას აუმჯობესებს, რადგან სისხლის გაწმენდას ხელს უწყობს. მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ ასევე სასარგებლოა. ჯანსაღი სისხლძარღვების ხელშეწყობით თეთრი ჩაი ინსულტის შესაძლო ეფექტების თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა.

ქოლესტერინის დონეს ამცირებს

თეთრ ჩაიში შემავალი კატეხინები, რომლებიც ანტიოქსიდანტებს წარმოადგენენ, ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებენ. ქოლესტერინი ცხიმი განსაკუთრებული ტიპია, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ქოლესტერინის ორი ტიპი არსებობს: კარგი და ცუდი ქოლესტერინი.

თეთრ ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდიან. ამასთან ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებენ. თეთრი ჩაი არტერიების გამკვრივების თავიდან ასაცილებლად და სისხლდენის შესაჩერებლად სასარგებლოა.

გულს იცავს

სასმელი სისხლს წმენდს, რაც წნევის შემცირებას და ქოლესტერინის დონის შემცირებას იწვევს. ამასთან თეთრი ჩაი გულს და მთელ სისხლძარღვთა სისტემას იცავს.

კვლევამ გულის შეტევების შემთხვევების 50%-ით შემცირება აჩვენა. თეთრი ჩაი, როგორც გულის მატონიზირებელი საშუალება რეკომენდებულია.

ძვლებს ამაგრებს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თეთრ ჩაის რეგულარულად სვამენ, უფრო ძლიერი და მკვრივი ძვლები ჰქონდათ. ამასთან თეთრი ჩაი ართრიტის და ოსტეოპოროზის დროს ადამიანზე დადებით გავლენას ახდენს.

ანტიბაქტერიული და ანტივირუსული საშუალება

თეთრი ჩაი ბაქტერიებს და ვირუსებს ბუნებრივი გზით ანადგურებს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები იმუნურ სისტემას აძლიერებენ. ამასთან სხვადასხვა დაავადებისა და სუსტ იმუნიტეტთან დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადებისგან გვიცავს.

კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას ხელს უწყობს

თეთრი ჩაი მცირე რაოდენობით ფთორს და სხვა მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ძლიერი და ჯანსაღი კბილების შენარჩუნებას ხელს უწყობენ. თეთრი ჩაი ანადგურებს ბაქტერიებს, რომლებიც თეთრ ნადებს, კბილების დაშლას და პირის ღრუს უსიამოვნო სუნს იწვევენ.

კანის ჯანმრთელობას ხელს უწყობს

მზეზე ხანგრძლივი ყოფნა, სტრესი და ცუდი კვება კანს აზიანებს და ნაადრევ დაბერებას იწვევს. თეთრი ჩაი კანის დაცვაში დაგეხმარებათ და თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეულ ზოგიერთ დაზიანებას აღმოფხვრის.

სხვა უპირატესობა

თეთრი ჩაი უამრავ სხვა უპირატესობასაც ფლობს. მაგალითად, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და დიაბეტის სიმპტომებს ამსუბუქებს. ეს სტრესს ამცირებს და ენერგიას ზრდის.