ჯანმრთელობა
თევზის დიეტა ბრწყინვალე თმისთვის
ფსიქოლოგებმა დიდი ხნის წინ განსაზღვრეს, რომ თმის ცვენა და გაუარესება ადამიანისთვის მიმზიდველობის დაკარგვასთან ასოცირდება, რასაც სტრესამდე და დეპრესიამდე მივყავართ.
მნიშვნელოვანი პროდუქტები სქელი თმისთვის: თევზი, ხაჭო, მწვანილი, თხილი,მარცვლეული.
საუზმე
- მოხარშული კვერცხი
- უცხიმო ხაჭო ან უშაქრო იოგურტი
- მწვანე ჩაი
მეორე საუზმე
- თევზი 200 გრამი
- 15 წუთის შემდეგ რომელიმე ციტრუსი უნდა მიირთვათ (ფორთოხალი, 2 კივი ან ნახევარი გრეიფრუტი)
პირველ და მეორე საუზმეს შორის ორი ჭიქა წყალი ან მწვანე ჩაი უნდა მიირთვათ.
სადილი
- 250 გრამი მოხარშული თევზის ფილე ან ამდენივე ზღვის პროდუქტები
- ბოსტნეულის სალათი კომბოსტოს, ლობიოს, კიტრის და წიწაკის შემადგენლობით, უცხიმო იოგურტი.
სადილიდან 2 საათის შემდეგ შეგიძლიათ წყალი მიირთვათ.
ვახშამი
- წითელი თევზი და ყავისფერი ბრინჯი;
- მწვანე ფოთლების სალათი 100 გრამი.
ვახშმის შემდეგ 1 ჭიქა მწვანე ჩაი ან კეფირი მიირთვით.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტასთან ერთად საკმარისი წყალი და ვიტამინები უნდა მიიღოთ!