Connect with us

ჯანმრთელობა

თანამედროვე პურს სიმსივნის უჯრედების გაზრდა შეუძლია

გასაყიდად გამოტანილი პური მოხმარებისთვის უვარგისია. ის თერმულ საფუარზე, ქიმიურ დანამატებსა და სახიფათო მინარევებზეა დაფუძნებული.

ადამიანების 70%, რომლებიც რაციონიდან პურს სრულად იღებენ, წონას 1-2 კვირაში იკლებენ. პური კვების პირამიდის მწვერვალზე არასწორად მოათავსეს, რასაც ბავშვები ადრეული ასაკიდან სკოლაში სწავლობენ. მომავალში ამ ბავშვთა ნაწილი პროფესიონალი დიეტოლოგი გახდება და პურის შესახებ იგივე სისულელეებს იტყვის. დამუშავებული ხორბალი, რისგანაც პურს ამზადებენ საჭირო არაა და ზოგიერთი ტიპის ნივთიერებათა ცვლისთვის სახიფათოცაა. და აი, რატომ:

1. მთელი მარცვლეულის პური სისხლში შაქრის დონეს უფრო ზრდის, ვიდრე „სნიკერსი“

მთელი მარცვლეულის პური მთელ მარცვლეულს სინამდვილეში არ შეიცავს. ფქვილი მარცვლეულის დაქუცმაცების პროცესში იწარმოება, რომელიც ფხვნილად გარდაიქმნება. სწორედ ფხვნილის მსგავსი ფორმის გამო ორგანიზმს პურის გადამუშავება უადვილდება და გლუკოზას სისხლში მოხვედრას ხელს უწყობს. ეს ცხიმების სინთეზის გამაძლიერებელ ჰორმონს, ინსულინს ზრდი. მთელი მარცვლეულის პურის გლიკემიური ინდექსი უფრო მაღალია, ვიდრე ისეთი შოკოლადის ფილის ინდექსი, როგორიცაა „სნიკერსი“.

პურში შემავალი სახამებელი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სწრაფად იშლება და სისხლში გლუკოზის ფორმით ხვდება. ეს შაქრის დონის სწრაფად ზრდას იწვევს, ხოლო ინსულინი თავის მხრივ მადას აძლიერებს. ეს ჩაკეტილ წრედ იქცევა: საკვები, შემდეგ შიმშილის გრძნობა და კვლავ საკვები. სისხლში შაქრის მომატებული დონე შეიძლება უჯრედულ დონეზე გლიკაციის მიზეზი გახდეს, როცა შაქარი ცილებთან რეაქციაში შედის. ეს დაბერების ერთ-ერთ პროცესს წარმოადგენს. ეს ნახშირწყლებით მდიდარი დიეტის მეორე მხარეა, რომელსაც ცუდად ინფორმირებული წყაროები პროპაგანდას უწევენ.

2. პური ბევრ გლიუტენს შეიცავს

პური დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას, რომელსაც გლიუტენი ეწოდება. გლიუტენი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც თავისი შემადგენლობით წებოს ჰგავს და ამის წყალობით ცომი წებოვან-ელასტიკურია.

ბოლო მონაცემებით, ადამიანების უმეტესობა გლიუტენის მიმართ მგრძნობიარეა. როცა გლიუტენის შემცველ პურს (ხორბალი, ჭვავი, ქერი) ვჭამთ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იმუნური სისტემა წებოვან ცილებზე შეტევას იწყებს. გლიუტენის მიმართ მგრძნობელობას ხშირად შიზოფრენიას და ცერებელარულ ატაქსიას (ან ტვინის სხვა სერიოზულ დაავადებას) უკავშირებენ.

სავარაუდოდ, გლიუტენი ადამიანების უმეტესობისთვის სახიფათოა და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც გლიუტენის მიმართ მგრძნობელობის დიაგნოზი დაუსვეს. შემოწმების ერთადერთი მეთოდი – 30 დღე გლიუტენი თქვენი რაციონიდან გამორიცხეთ და შემდეგ მისი მიღება დაიწყეს. გვერდით ეფექტებს დააკვირდით.

3. თანამედროვე ხორბალი სახიფათოა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მარცვლეული, ამავდროულად ყველაზე მომაკვდინებელიცაა. კარდიოლოგის და წამყვანი სპეციალისტის უილიამ დევისის აზრით, თანამედროვე ხორბალი ხორბალი საერთოდ არაა, არამედ „შესანიშნავი, მუდმივი შხამი“.

როგორც კი აგრო ინდუსტრიულმა საწარმოებმა მარცვლეულის მაღალი შემცველი ხორბლის მოპოვება დაიწყეს, ხორბალი იმდენად ჰიბრიდული გადა, რომ თავისი გენეტიკური კოდით ძველ ხორბალს უკვე აღარ ჰგავს. თანამედროვე ხორბლის კვებითი ღირებულება ბუნებრივ დაუმუშავებულ მდგომარეობაში წინამორბედის გენეტიკურ მონაცემებთან შედარებით 30 %-ით გაურესებულია. სასარგებლო ელემენტების ბალანსი და პროპორცია, რომელიც ბუნებამ სექმნა, ახლა შეცვლილია. ხოლო ადამიანის ფსიქიკას და ორგანიზმს ასე სწრაფად ადაპტირება არ შეუძლიათ.

4. თანამედროვე პური კონსერვანტებს და ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს

როგორც თანამედროვე საკვები პროდუქტების უმეტესობა, რომელიც ტექნოლოგიურად მუშავდება, თანამედროვე პურის სახეობების უმეტესობა შაქარს ან მაღალი ფრუქტოზის შემცველ სიმინდის სიროფს შეიცავს.

მარცვლეულის უმეტესი ნაწილი ასევე შეიცავს ფიტინის მჟავას (სოიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა). ფიტინის მჟავა ნივთიერებაა, რომელიც აკავშირებს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, რკინა და თუთია და მათ სისხლში მოხვედრის საშუალებას არ აძლევს. სოიოს პროდუქტების მოყვარულები სოიოს რძის, ყველი ტოფუს, მარცვლეულის და ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტის ხარჯზე ადამიანი დასაშვებზე მეტ ფიტატს (ფიტინის მჟავის მარილები) იღებს. სოიოს რძე და სოიოს ლეციტინი პურში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ცომის გამაფხვიერებელი, რომელიც აზოტის მჟავის დიამიდს შეიცავს, ახლახანს ეჭვქვეშ დააყენეს.

აი, უმეტესობა თანამედროვე პურის შემადგენლობა:

მთელი მარცვლეულის ხორბლის ფქვილი, წყალი, ხორბლის გლიუტენი, სიმინდის სიროფი ფრუქტოზის მაღალი შემცველობით, თაფლი, ბადაგი, საფუარი. შეიცავს 2%-ს ან ნაკლებს: ხორბლის ქატო, სოიოს ზეთი, მარილი, კალციუმის სულფატი, ცომის გამაფხვიერებელი (ნატრიუმის სტეაროილაქტილატი, ეთოქსილირებული მონო და დიგლიცერიდები, კალციუმის დიოქსიდი და/ან აზოტის მჟავის დიამიდი), სოიოს ფქვილი, მკვებავი დანამატები საფუარის გასაზრდელად (ამონიუმის ქლორიდი, ამონიუმის სულფატი და/ან კალციუმის მონოფოსფატი), ძმარი, კალციუმის პროპიონატი (პროდუქტის დიდხანს შესანახად), შრატი, სოიოს ლეციტინი. შეიცავს ხორბალს, რძს და სოიოს.

5. პური მკვებავ პროდუქტს არ წარმოადგენს

პური არ შეიცავს ისეთ მკვებავ ნივთიერებებს, რომელთა მიღებას სხვა პროდუქტებიდან უფრო დიდი რაოდენობით ვერ შეძლებთ. ხორბლის პური მთელი მარცვლეულის ფქვილისგან სხვა პროდუქტებიდან მკვებავი ნვითიერებების ათვისებას ანელებს. გლიუტენი ნაწლავების ლორწოვან გარსს აზიანებს და ორგაზნიმის მიერ სხვა მკვებავი ნივთიერებების ათვისებას აფერხებს.

კალორიულობის მიუხედავად უფრო ნაკლებ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე მაგალითად ბოსტნეული. ხორბლის უჯრედისი ორგანიზმს D ვიტამინის მარაგის სწრაფად დახარჯვისკენ მოუწოდებს და ამით ვიტამინის დეფიციტს იწვევს, რაც შეიძლება სიმსივნის, დიაბეტის და სიკვდილის მიზეზი გახდეს.

6. ხორბალსა და დიაბეტს შორის კავშირი

ტრადიციული მედიცინის კლინიკის ექიმი ენდრიუ რუბმანი ამბობს, რომ ხრობლის მოხმარება (განსაკუთრებით ხორბალში, ჭვავსა და ქერში შემავალი გლიუტენი) დიაბეტის გენეტიკური რისკის მქონე ადამიანებში დაავადების განვითარებას იწვევს. ასევე ამატებს, რომ რაციონიდან გლიუტენის გამორიცხვა სასარებლო იქნება მათთვის, ვისაც დიაბეტი უკვე აწუხებს. ექიმი რუბმანი გირჩევთ, რომ დიეტა გლიუტენის გარეშე 4-6 თვის განმავლობაში დაიცვათ და შეამოწმოთ სისხლში შაქრის მაჩვენებელი გაუმჯობესდება თუ არა. თუ პასუხი დადებითი იქნება, ასე დიეტა მთელი ცხოვრება უნდა დაიცვათ.

7. გენ-მოდიფიცირებული ფერმენტები

ფქვილს და ცომს ფერმენტებს (ხშირად გენ-მოდიფიცირებულს) უმატებენ, რომ პური უფრო მოცულობითი გახდეს და რამდენიმე დღე რბილი დარჩეს. ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, ერთ-ერთი ასეთ ფერმენტს – ტრანსგლუტამინაზს, რომელიც კვების მრეწველობაში გამოიყენება, ზოგიერთი წებოვანი ცილის ტოქსიკურ ნივთიერებად გარდაქმნა შეუძლია. მსხვილ პარტიაში დამზადებული ორგანული პურიც კი შეიძლება ასეთ ნივთიერებას შეიცავდეს.

მწარმოებლები ე.წ „ელიტური“ სახეობის პურს ხშირად ყიდიან, რომელიც ომეგა 3-ს, ინულინს, ფოლიუმის მჟავას და ა.შ შეიცავენ. თუმცა თუ პურის შემადგენლობას ყურადღებას არ მიაქცევთ, თქვენი რაციონი უბრალოდ სამრეწველო ნარჩენებს დაემსგავსება.