ვიდეო
ზღვის მარილის 11 უპირატესობა, რომლის შესახებ ჯერ კიდევ არ იცოდით
ზღვის მარილის უპირატესობა მისი ბუნებრივი თვისებებით განისაზღვრება, რაც სხეულის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. ზღვის მარილი მაგნიუმს შეიცავს, ასევე ორგანიზმს მინერალებით უზრუნველყოფს, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, სითხის შეკავებას აფერხებს და არა მხოლოდ.
სუფრის მარილი და მისი როლი ჩვენს რაციონში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხს წარმოადგენს. ექიმები მისი მოხმარებიდან ამოღებას გვირჩევენ. იგივე ექიმები და სხვა სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ხარისხიან ზღვის მარილსა და სუფრის მარილს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.
ზღვის მარილის უპირატესობები
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შემთხვევაში ალდოსტერონის დაბალი დონის საპასუხოდ, რაც თირკმლებში ღირებული მინერალების და აუცილებელი წყლის დეფიციტს და ქრონიკულ გაუწყლოებას იწვევს, ორგანიზმს მარილი სჭირდება. ზღვის მარილი ორგანიზმს აუცილებელი მინერალებით კვებავს და აწონასწორებს.
1. კუნთებისთვის სასარგებლოა
ზღვის მარილი კუნთების შეკუმშვისა და ზრდისთვის, ნერვების სტიმულაციისთვის, თირკმელზედა ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებისა და სხვა ბიოლოგიური პროცესებისთვის აუცილებელია.
2. ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის
მარილი ასევე უზრუნველყოფს ქლორიდს, რომელიც მჟავების წარმოებას უზრუნველყოფს, რაც ნახშირწყლების ცილებად და ფერმენტებად გადასამუშავებლად აუცილებელია. შედეგად, ეს ადამიანებს წონის დაბალანსებაში ეხმარება და ტვინის სწორი ფუნქციონირებისა და ზრდისთვის აუცილებელია.
3. მაგნიუმის იდეალური მოხმარება
ზღვის მარილი შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ფერმენტების წარმოებისთვის, ნერვებისთვის და ძვლების ფორმირებისთვის აუცილებელია. ასევე მაგნიუმი კბილის ემალის წარმოქმნას და გულის დაავადების მიმართ გამძლეობას ქმნის. ზღვის მარილი ბევრ სხვა მინერალსაც შეიცავს. ბავშვებს ტვინის განვითარებისთვის მარილი განსაკუთრებით სჭირდებათ.
4. გულ-სისხლძარღვთა სისტემას აუმჯობესებს
ეს ანომალიური გულისცემის დარეგულირებას ხელს უწყობს, რაც ეწინააღმდეგება მცდარ მოსაზრებას, რომ ზღვის მარილი არტერიული წნევის მატებას იწვევს. სინამდვილეში, ზღვის მარილი წყალთან ერთად და სწორი პროპორციებით წნევის დასარეგულირებლად აუცილებელია. მაღალი ხარისხის მარილი ორგანიზმში ნატრიუმის მავნე დაგროვებას ეძებს და აქრობს. ასევე მაღალი არტერიულ წნევას არეგულირებს.
5. ძილის ხარისხს აუმჯობესებს
ძილის წინ ზღვის მარილი ცხელ წყალთან ერთად მიირთვით. ასე ღრმა, ხანგრძლივი, უფრო მოდუნებული და ჯანსაღი ძილი უზრუნველყოფილი გექნებათ. ასევე სხეულის ლორწოვან გარსებს, სინუსებს და გაჭედილ ბრონქებს წმენდს. ასთმის შეტევის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
6. ტვინის მუშაობას აუმჯობესებს
შედეგად ორგანიზმში ელექტროლიტებს აკავებს, რაც ტვინის უჯრედებში ინფორმაციის გადასამუშავებლად და კომუნიკაციისთვის აუცილებელია.
7. სითხის შეკავებას აფერხებს
ის ორგანიზმში სითხის შეკავებას ებრძვის. ეს მცდარ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით მარილი წყლის შეკავების მიზეზია. ასევე იტყობინებიან, რომ ის თირკმლებში ქვების დაშლას ხელს უწყობს.
8. ძირითადი მინერალები ორგანიზმისთვის
ზღვის მარილი უცვლელ მინერალებს პირდაპირ უჯრედებს აწვდის, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა გაზარდოს და გააუმჯობესოს. ასევე ინფექციებისა და ბაქტერიული დაავადებების მიმართ გამძლეობას ზრდის.
შედეგად, ეს ორგანიზმს უბედური შემთხვევების, ოპერაციის, დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, დამწვრობის, გრიპის, სურდოს და სხვა ვირუსების შემდეგ სწრაფად აღდგენაში ეხმარება.
9. ნაწლავების ჯანმრთელობას აუმჯობესებს
ზღვის მარილი ნაწლავების ტრაქტში საკვების შთანთქმას უზრუნველყოფს და სისხლში შაქრის დონეს მხარს უჭერს, ამით დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს.
10. ნატურალური ანტიჰისტამინური საშუალება
ის მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც ორგანიზმში ph-ის სწორი დონის შენარჩუნებას მხარს უჭერს. შედეგად, ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის და დეგენერაციული დაავადებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
11. ნატურალური ანტისეპტიკური საშუალება
ზღვის მარილს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია და შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბანის დროს, ქავილის და კანის ანთების მოსაშორებლად. აბაზანისთვის კარგი დეტოქსიკაციის საშუალებაა. შედეგად, ტოქსინები გამოაქვს და მიკროელემენტების დახმარებით სხეულს და კანს აცოცხლებს.
სუფრის მარილის და ზღვის მარილის განსხვავება
ერთი შეხედვით ერთნაირად გამოიყურება, თუმცა ორივე ძლიერ განსხვავდება, მათ შორის უპირატესობების კუთხით.
სუფრის მარილი
სუფრის მარილი მხოლოდ მაღალ რაფინირებულ ელემენტს წარმოადგენს. ის გადის პროცესს, რომელსაც ორგანიზმიდან მაგნიუმი და სხვა მინერალები გამოაქვს. მარილი ბუნებრივი გზით ჰიგროსკოპულია (უკვე რაფინირებულ მარილს ალუმინის ნაერთებს და სხვა დანამატებს, როგორიცაა სილიციუმის დიოქსიდი, უმატებენ).
ბუნებრივი იოდი რაფინირების პროცესში იშლება და კვლავ კალიუმის იოდიდის სახით ემატება, ხშირად ტოქსიკურ დონეზე. დექსტროზი (შაქარი) სტაბილიზატორის სახით ემატება, რომელიც მარილთან ურთიერთქმედებს და ფერს ცვლის. ასევე მათეთრებელი გამოიყენება, რომელიც მარილს ლამაზ ქათქათა ფერს ანიჭებს.
ზღვის მარილი
მაღალი ხარისხის მარილი, როგორიცაა ზღვის მარილი მზეზე შრება. ის გადამუშავებული არაა და ზღვის ფლორის და ფაუნის მიკროსკოპულ ნაწილაკებს შეიცავს, რომლებიც თავის მხრივ ბუნებრივ იოდს შეიცავენ.
ზღვის მარილს უფრო ძლიერი გემო აქვს, ვიდრე სუფრის მარილს. სასურველი შედეგის მისაღებად ზღვის მარილი უფრო მცირე რაოდენობით გამოიყენება.
ჰიმალაის ზღვის მარილთან შედარებით ( 4,1% მინერალური ნივთიერება) კელტების ზღვის მარილი 17,5% მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს.